ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.
შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, მდინარე კინტრიშთან მოხდა.
ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ქობულეთი ორ კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მათივე ცნობით, დაშავებულებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ.