საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს "აჩუქეს" - ნადირობა "საქართველოს შვეიცარიაში": რას წერს BBC -ი რაჭის ტყეების 49-წლიანი იჯარით გადაცემაზე?
"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს "აჩუქეს" - ნადირობა "საქართველოს შვეიცარიაში":  რას წერს BBC -ი რაჭის ტყეების 49-წლიანი იჯარით გადაცემაზე?

ა.წ. მარ­ტში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში 104 712 ჰექ­ტა­რი ტყე, 49 წლით, სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის მო­სა­წყო­ბად, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინ­ვეს­ტორს გა­დას­ცა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა ისიც, რომ ინ­ვეს­ტო­რი, უმ­სხვი­ლე­სი რუ­სუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რუსი ოლი­გარ­ქის, ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვის პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რი და­ვით ხი­და­შე­ლია.

ამ თე­მა­ზე BBC -ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს და რა­ჭას "სა­ქარ­თვე­ლოს შვე­ი­ცა­რი­ას" უწო­დებს.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ინ­ვეს­ტო­რი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ პრო­ექ­ტი ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვებს ეში­ნი­ათ არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, არა­მედ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოც.

ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი წე­დი­სი, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრი­დან ორი­ო­დე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რო­ებს. ბავ­შვე­ბი სოფ­ლის ცენ­ტრში თა­მა­შო­ბენ - ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი სუ­რა­თი აქ მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში ჩანს.

"ახალ­გაზ­რდე­ბი არ არი­ან და რა არის ამა­ში გა­საკ­ვი­რი, როცა თბი­ლი­სიც და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოც ცა­რი­ე­ლია იმის გამო, რომ ხალ­ხს სა­მუ­შაო არ აქვს. მით უფრო, აქ რა სა­მუ­შა­ოა?" - ამ­ბობს წე­დი­სის მკვიდ­რი 66 წლის მე­დეა მა­ი­სუ­რა­ძე.

მან 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში და­კარ­გა და, რო­მე­ლიც ცხინ­ვალ­თან ახ­ლოს, სო­ფელ კეხვში ცხოვ­რობ­და. ეს სო­ფე­ლი ომამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლის ქვეშ იყო. თა­ვად მე­დეა 25 წელი მუ­შა­ობ­და დი­რექ­ტო­რად ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში, მაგ­რამ 2012 წელს სკო­ლა და­ი­ხუ­რა - იქ მოს­წავ­ლე­ე­ბი აღარ არი­ან.

მე­დე­ას თქმით, ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებს შე­ეძ­ლოთ მე­სა­ქონ­ლე­ო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ ხალ­ხს ეში­ნია სა­ძოვ­რე­ბი­სა და მი­წე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ღი­ა­რე­ბულ სა­ზღვარ­თან.

ახლა ამას და­ე­მა­ტა შფოთ­ვა ტყის გამო, რო­მელ­საც ის სოფ­ლის მთა­ვარ სიმ­დიდ­რეს უწო­დებს.

"სა­ძოვ­რებს და მინ­დვ­რებს ვე­ღარ ვი­ყე­ნებთ, ახლა კი ტყეც უნდა ვა­ჩუ­ქოთ?“ - ამ­ბობს ქალი. მისი თქმით, ტყის გა­და­ცე­მის ამ­ბა­ვი ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან არა­ვის შე­უ­თან­ხმე­ბია, მე­ტიც, მათ ეს არც არა­ვინ აც­ნო­ბა და რა­ჭა­ში და­გეგ­მი­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ი­დან შე­ი­ტყვეს.

მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დუ­მი­ლი სა­ეჭ­ვოდ ეჩ­ვე­ნე­ბა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ აუქ­ცი­ონ­ზე ერ­თა­დერ­თი პრე­ტენ­დენ­ტი HG Capra Caucasica იყო. 1047 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრ ფარ­თობ­ზე 49 წლი­ა­ნი ნა­დი­რო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზი­ის­თვის მან მი­ლი­ონ ლარ­ზე ცოტა მეტი - და­ახ­ლო­ე­ბით 400 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

კი­დევ ხუთი მი­ლი­ო­ნი ლარი (და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ონ 800 ათა­სი დო­ლა­რი), ლი­ცენ­ზი­ის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­დევ­ნო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ი­დოს ფერ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სა­დაც იგეგ­მე­ბა ევ­რო­პუ­ლი ბი­ზო­ნის და წი­თე­ლი ირ­მის (სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ტა­ნი­ლია "წი­თელ ნუს­ხა­ში“) მო­შე­ნე­ბა.

  • ზი­ა­ნი თუ სი­კე­თე?

"არ მჯე­რა, რომ ეს ნა­დი­რო­ბა რა­ჭას კე­თილ­დღე­ო­ბას მო­უ­ტანს. მე ამა­ში ვერ ვხე­დავ კე­თილ გან­ზრახ­ვას. არ მჯე­რა, რომ ისი­ნი 49 წე­ლი­წად­ში წავ­ლენ. 49 წლით გა­და­ცე­მა რე­ა­ლუ­რად ნიშ­ნავს სა­მუ­და­მოდ გა­ჩუ­ქე­ბას", - ამ­ბობს 29 წლის გი­ორ­გი მა­ცა­ბე­რი­ძე სო­ფელ ვე­ლე­ვი­დან...

გი­ორ­გი რა­ჭა­ში ოთხი წლის წინ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ტუ­რიზ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გი­ორ­გი აწყობს ტუ­რებს მოგ­ზა­ურ­თათ­ვის, აწყობს ზიპ­ლა­ინს (ექ­სტრე­მა­ლუ­რი რა­პე­ლი) და ას­წავ­ლის ტრიკ­ლი­მინ­გის (ხეზე ​​ცოც­ვას). ეს უკა­ნას­კნე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის არა გა­სარ­თო­ბი, არა­მედ შე­მო­სავ­ლის წყა­როა, რად­გან აქა­უ­რე­ბი გირ­ჩის თესლს აგ­რო­ვე­ბენ, რაც სა­ზღვარ­გა­რეთ იყი­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რა­ჭი­დან ახალ­გაზ­რდო­ბა გა­დის, რაც რე­გი­ო­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მად რჩე­ბა, მაგ­რამ გი­ორ­გი სა­პი­რის­პი­რო მა­გა­ლი­თია.

რე­გი­ო­ნი სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ტუ­რის­ტებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ბუ­ნე­ბის მცოდ­ნე­ებ­ში - აქ შენ­დე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბი, ჩნდე­ბა ბა­ნა­კე­ბი.

რუ­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ზუ­რაბ გურ­გე­ნი­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი სახ­ლი სო­ფელ ხო­ტევ­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნაკ­ვე­თე­ბის ნა­წი­ლი, ე.წ. სა­ნა­დი­რო ზო­ნის ფარ­გლებ­ში აღ­მოჩ­ნდა.

"იმ ნაკ­ვე­თე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­შია, არის, მა­გა­ლი­თად, ნაკ­ვე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ძოვ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ისი­ნი არა­ვის ეკუთ­ვნის, მაგ­რამ სო­ფე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნებს. არ ვი­ცით, ამ ტე­რი­ტო­რი­ებს რა ელით, რა პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ის. გურ­გე­ნი­ძე ბუ­ნე­ბის დაც­ვის მე­ნე­ჯე­რია არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ბუ­კო­ში“.

ივ­ლის­ში ქარ­თულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სო­ფელ უწე­რა­ში 20-ზე მეტ ოჯახს ბრა­ლად ედე­ბა გეგ­მი­უ­რი სა­ნა­დი­რო მი­წე­ბის უკა­ნო­ნო რე­გის­ტრა­ცია. პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ძრა საქ­მე­ე­ბი თაღ­ლი­თო­ბი­სა და გა­ყალ­ბე­ბის ბრალ­დე­ბით...

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი ტყის სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის გა­და­ცე­მას არ უკავ­შირ­დე­ბა. გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ოთარ შა­მუ­გია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ლი­ცენ­ზი­ის პი­რო­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს, არა­მედ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს და მო­სახ­ლე­ო­ბას კვლავ შე­ეძ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

  • ვინ მი­ი­ღო ლი­ცენ­ზია?

მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის უკან ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ხი­და­შე­ლი დგას.

არ­სე­ბობს 2018 წლის მინ­დო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­შიც ხი­და­შე­ლი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია Global Victory Investments Limited-ის დი­რექ­ტო­რად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ხოლო მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ ხი­და­შე­ლი ასე­ვე კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი და აქ­ცი­ო­ნე­რია. ეს კომ­პა­ნია ფლობს Global Victoria Georgia-ს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ფლობს ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი HG Capra Caucasica-ს 100%-ს.

და­ვით ხი­და­შე­ლი

ის, რომ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია და­ვი­თის ქა­ლიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და შვე­ი­ცა­რი­ის მო­ქა­ლა­ქეს, მა­რი­ამ ხი­და­შელს ეკუთ­ვნის, BBC-ს თა­ვად ბიზ­ნეს­მენ­მაც და­უ­დას­ტუ­რა.

თბი­ლი­სელ­მა, 57 წლის და­ვით ხი­და­შელ­მა "რუს­თა­ვი 2“-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო წლებ­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს და მას სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არა­სო­დეს ჰქო­ნია.

მაგ­რამ მისი კა­რი­ე­რა მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან. 2007 წლი­დან 2014 წლამ­დე მუ­შა­ობ­და რუ­სულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია AFK Sistema-ში, სა­დაც იკა­ვებ­და ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებს.

და­ვით ხი­და­შე­ლი არ მა­ლავს, რომ კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მი­ლი­არ­დერ ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კოვ­თან...

ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვი

ის ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და Intracom Telecom-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს, რო­მელ­შიც სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი Sitronics-ის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით ასე­ვე Sistema-ს სა­კუთ­რე­ბა იყო. 2017 წლი­დან, ხი­და­შე­ლის თქმით, კომ­პა­ნია მისი ოჯა­ხის მფლო­ბე­ლო­ბა­შია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მის შე­სა­ხებ ბევ­რმა პირ­ვე­ლად 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ი­გო, რო­დე­საც მან მი­ლი­ონ 200 ათა­სი ლარი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ფონდში გა­და­რი­ცხა.

ამას­თა­ნა­ვე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ხი­და­შე­ლი აღ­მოჩ­ნდა სკან­და­ლუ­რი "კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის“ ეპი­ცენ­ტრში, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კო­სე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ხი­და­შელ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა რუ­სეთ­ში და გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ის რუ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც საბ­რალ­დე­ბო დას­კვნას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. თა­ვად ბიზ­ნეს­მენ­მა თქვა, რომ ამ რუ­კე­ბის ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მას ეს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და მი­ლი­არ­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სთხო­ვა.

და­ვით ხი­და­შელ­მა ამა­ვე დროს გა­ნა­ცხა­და, რომ ის არ მო­ნა­წი­ლე­ობს პო­ლი­ტი­კა­ში და არც პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს. მაგ­რამ მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლე­ბი მხო­ლოდ "კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მით" არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

მისი სა­ხე­ლი გა­მოჩ­ნდა აპ­რილ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რი შედ­გა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და რუს ბიზ­ნეს­მენ ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კოვს, AFK Sistema-ს დამ­ფუძ­ნე­ბელს შო­რის, სა­დაც ხი­და­შე­ლი მუ­შა­ობ­და. ბევ­რმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ და­ას­კვნა, რომ სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლას. ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

ხი­და­შე­ლი ევ­ტუ­შენ­კოვ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას არ მა­ლავს და ამ­ბობს, რომ ოც­და­ა­თი წე­ლია მე­გობ­რო­ბენ. მაგ­რამ, მისი თქმით, დიდი ხა­ნია რუ­სეთ­ში ბიზ­ნესს არ აკე­თებს და ქარ­თულ პრო­ექ­ტებს ამ­ჯო­ბი­ნებს.

"რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შვი­დი წე­ლია არა­ნა­ირ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ვა­წარ­მო­ებ, გარ­და იმი­სა, რომ იქ ჩემი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის 2 - 3 ობი­ექ­ტია“, - სწერს ხი­და­შე­ლი BBC-ს.

მე­დი­ით ადრე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ის ამ­ბობ­და, რომ ოთხი წე­ლია მი­მარ­თავს მთავ­რო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ფერ­მის შექ­მნის წი­ნა­და­დე­ბით.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხო­ველ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯი­შე­ბი გა­ნად­გურ­და და მათი აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტე­ბის­გან მი­ვი­ღე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ რაჭა არის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ცხო­ველ­თა ჯი­შე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი გზით შე­იძ­ლე­ბა აღ­დგეს", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

HG Capra Caucasica-ს მფლო­ბელ­მა Global Victory Georgia-ს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა რე­ვაზ მა­ი­სუ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ლი­ცენ­ზია ნიშ­ნავს მხო­ლოდ ნა­დი­რო­ბის უფ­ლე­ბას, მაგ­რამ არა ტყის იჯა­რას ან სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მას.

მისი თქმით, პრო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს - თუმ­ცა ინ­ვეს­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამის გა­მოს­წო­რე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან შეხ­ვედ­რე­ბით ცდი­ლო­ბენ.

მა­ი­სუ­რა­ძის თქმით, კომ­პა­ნია ფერ­მა­ში 300-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლის და­საქ­მე­ბას გეგ­მავს:

"და­საქ­მე­ბის გარ­და, რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას“.

  • "ზურ­მუხ­ტის ქსე­ლი“

"რა­ჭის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია" და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ინი­ცი­ა­ტი­ვა“ აუქ­ცი­ო­ნის გა­მარ­თვა­სა და ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მას სა­სა­მარ­თლო­ში აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ლა­პა­რა­კია გა­ე­როს ორ­ჰუ­სის კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კი­თხებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვის“ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, ირაკ­ლი მა­ჭა­რაშ­ვი­ლის თქმით, და­გეგ­მილ სა­ნა­დი­რო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ზურ­მუხ­ტის ქსე­ლის“ ექ­ვსი ობი­ექ­ტია. ეს არის ბუ­ნე­ბის დაც­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რო­მელ­თა დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც ვე­ლუ­რი ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის და მათი ჰა­ბი­ტა­ტის დაც­ვის შე­სა­ხებ ბერ­ნის კონ­ვენ­ცი­ით, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

ეკო­ლო­გე­ბი ასე­ვე სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ ბი­ზო­ნე­ბი­სა და ირ­მის პო­პუ­ლა­ცი­ის აღ­დგე­ნას, რა­საც ახალ "სა­მო­ნა­დი­რეო ეკო­ნო­მი­კა­ში" გვპირ­დე­ბი­ან. ზუ­რაბ გურ­გე­ნი­ძის თქმით, იდეა თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვა და გა­ცი­ლე­ბით მეტი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ლი­ცენ­ზი­ის პი­რო­ბებ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი.

მას შემ­დეგ რაც რა­ჭა­ში ნა­დი­რო­ბის ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მის ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ რე­გი­ონ­ში ეროვ­ნულ პარკს შექ­მნის. ეკო­ლო­გე­ბი ამას წლე­ბია ითხო­ვენ, თუმ­ცა მათ ინი­ცი­ა­ტი­ვებს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია.

"ახა­ლი 50 000 ჰექ­ტა­რი პარ­კის შექ­მნა, რა თქმა უნდა, კარ­გია, მაგ­რამ ამ პარ­კის დი­ზა­ი­ნი ისე­თია, რომ ბო­ლომ­დე ვერ ას­რუ­ლებს კონ­სერ­ვა­ცი­ის ფუნ­ქცი­ას, ეს 50 000 ჰექ­ტა­რი მო­ი­ცავს ისეთ ტე­რი­ტო­რი­ებს, რო­გო­რი­ცაა კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბი. ეროვ­ნულ პარკში თუ არა, მათ­ზე უკვე მი­ნი­მა­ლუ­რია ადა­მი­ა­ნის გავ­ლე­ნა, მცე­ნა­რე­ე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტაა“, - ამ­ბობს ირაკ­ლი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

ზუ­რაბ გურ­გე­ნი­ძის თქმით, მათი ორ­გა­ნი­ზა­ცია რა­ჭა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 253 000 ჰექ­ტარ­ზე და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის შექ­მნას ითხოვს. ამ ტე­რი­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, სა­დაც წი­თელ ნუს­ხა­ში ​​შე­ტა­ნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან თავ­მოყ­რი­ლი, არ ჯდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ეროვ­ნუ­ლი პარ­კის სა­ზღვრებ­ში, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდე­ბა და­გეგ­მილ "სა­ნა­დი­რო მო­ე­დან­ზე".

  • სა­ჩუ­ქა­რი რუ­სე­თის­თვის?

ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას აწუ­ხებს არა მხო­ლოდ გა­რე­მო, არა­მედ რუ­სე­თის კავ­ში­რე­ბი ხი­და­შელ­თან, რომ­ლის ოჯა­ხიც მარ­თავს ტყეს.

"რა­ჭის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლის ეთო არ­სა­ნი­ძის თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, რაც სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა და მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის, ანუ არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრის სა­ქარ­თვე­ლოს სიღ­რმე­ში პე­რი­ო­დუ­ლი "გა­და­ად­გი­ლე­ბის“ პი­რო­ბებ­ში, არ­სე­ბობს და­მა­ტე­ბი­თი რის­კი.

სო­ფელ ხვან­ჭკა­რა­ში მცხოვ­რე­ბი ალე­კო სარ­და­ნაშ­ვი­ლი, მი­იჩ­ნევს, რომ ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გი­ო­ნის ნა­წი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად რუ­სეთს "აჩუ­ქეს".

"პირ­და­პირ გე­ტყვით, ჩვენ გვყავს პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა... ეს შემ­თხვე­ვაც ამის ერთ-ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ეს არის კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი რუ­სე­თის­კენ“, - ამ­ბობს ის თა­ვი­სი სას­ტუმ­რო სახ­ლის ეზო­ში, რომ­ლის ჭიშ­კარ­ზეც უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gizo
0

აქ მთავარი არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურის და სამუშაო ადგილების შექმნა, მაშინ არავის არ ექნება პრობლემები.

ქოცების ხელში - ბორენკას და კრემლის მადის გათვალისწინებით - საეჭვოა ხალხისთვის, რაიმე გაკეთდეს...

 

ირა
2

ბი-ბი-სი სად იყო 2008-ში მიშიკო რომ მიწებს" ურიგებდა" რუსებს???? ყველაფერზე ნუ წიოკობთ რა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს "აჩუქეს" - ნადირობა "საქართველოს შვეიცარიაში": რას წერს BBC -ი რაჭის ტყეების 49-წლიანი იჯარით გადაცემაზე?

"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს "აჩუქეს" - ნადირობა "საქართველოს შვეიცარიაში":  რას წერს BBC -ი რაჭის ტყეების 49-წლიანი იჯარით გადაცემაზე?

ა.წ. მარტში ცნობილი გახდა, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ ინვესტორს გადასცა. მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ ინვესტორი, უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარი დავით ხიდაშელია.

ამ თემაზე BBC -ის რუსული სამსახური ვრცელ სტატიას აქვეყნებს და რაჭას "საქართველოს შვეიცარიას" უწოდებს.

სტატიაში ვკითხულობთ:

"ხელისუფლება და ინვესტორი ირწმუნებიან, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ყველაზე ნაკლებად დასახლებული რეგიონის განვითარებას. მაგრამ ადგილობრივებს ეშინიათ არა მხოლოდ რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების გამოც.

ქართული სოფელი წედისი, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არაღიარებული საზღვრიდან ორიოდე კილომეტრში მდებაროებს. ბავშვები სოფლის ცენტრში თამაშობენ - ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი სურათი აქ მხოლოდ ზაფხულში ჩანს.

"ახალგაზრდები არ არიან და რა არის ამაში გასაკვირი, როცა თბილისიც და მთელი საქართველოც ცარიელია იმის გამო, რომ ხალხს სამუშაო არ აქვს. მით უფრო, აქ რა სამუშაოა?" - ამბობს წედისის მკვიდრი 66 წლის მედეა მაისურაძე.

მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაკარგა და, რომელიც ცხინვალთან ახლოს, სოფელ კეხვში ცხოვრობდა. ეს სოფელი ომამდე საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო. თავად მედეა 25 წელი მუშაობდა დირექტორად ადგილობრივ სკოლაში, მაგრამ 2012 წელს სკოლა დაიხურა - იქ მოსწავლეები აღარ არიან.

მედეას თქმით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლოთ მესაქონლეობით დაკავებულიყვნენ, მაგრამ ხალხს ეშინია საძოვრებისა და მიწების გამოყენება არაღიარებულ საზღვართან.

ახლა ამას დაემატა შფოთვა ტყის გამო, რომელსაც ის სოფლის მთავარ სიმდიდრეს უწოდებს.

"საძოვრებს და მინდვრებს ვეღარ ვიყენებთ, ახლა კი ტყეც უნდა ვაჩუქოთ?“ - ამბობს ქალი. მისი თქმით, ტყის გადაცემის ამბავი ადგილობრივებთან არავის შეუთანხმებია, მეტიც, მათ ეს არც არავინ აცნობა და რაჭაში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სანადირო მეურნეობის მოწყობის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.

მას ხელისუფლების დუმილი საეჭვოდ ეჩვენება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ერთადერთი პრეტენდენტი HG Capra Caucasica იყო. 1047 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე 49 წლიანი ნადირობის სპეციალური ლიცენზიისთვის მან მილიონ ლარზე ცოტა მეტი - დაახლოებით 400 ათასი დოლარი გადაიხადა.

კიდევ ხუთი მილიონი ლარი (დაახლოებით 1 მილიონ 800 ათასი დოლარი), ლიცენზიის პირობების მიხედვით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჩაიდოს ფერმის განვითარებაში, სადაც იგეგმება ევროპული ბიზონის და წითელი ირმის (საქართველოში შეტანილია "წითელ ნუსხაში“) მოშენება.

  • ზიანი თუ სიკეთე?

"არ მჯერა, რომ ეს ნადირობა რაჭას კეთილდღეობას მოუტანს. მე ამაში ვერ ვხედავ კეთილ განზრახვას. არ მჯერა, რომ ისინი 49 წელიწადში წავლენ. 49 წლით გადაცემა რეალურად ნიშნავს სამუდამოდ გაჩუქებას", - ამბობს 29 წლის გიორგი მაცაბერიძე სოფელ ველევიდან...

გიორგი რაჭაში ოთხი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტურიზმით არის დაკავებული. გიორგი აწყობს ტურებს მოგზაურთათვის, აწყობს ზიპლაინს (ექსტრემალური რაპელი) და ასწავლის ტრიკლიმინგის (ხეზე ​​ცოცვას). ეს უკანასკნელი ადგილობრივებისთვის არა გასართობი, არამედ შემოსავლის წყაროა, რადგან აქაურები გირჩის თესლს აგროვებენ, რაც საზღვარგარეთ იყიდება.

ადგილობრივების თქმით, რაჭიდან ახალგაზრდობა გადის, რაც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად რჩება, მაგრამ გიორგი საპირისპირო მაგალითია.

რეგიონი სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებში, განსაკუთრებით ხელშეუხებელი ბუნების მცოდნეებში - აქ შენდება სასტუმროები, ჩნდება ბანაკები.

რუკის დათვალიერებისას ზურაბ გურგენიძემ აღმოაჩინა, რომ მისი სახლი სოფელ ხოტევში, ისევე როგორც საყოფაცხოვრებო ნაკვეთების ნაწილი, ე.წ. სანადირო ზონის ფარგლებში აღმოჩნდა.

"იმ ნაკვეთების გარდა, რომლებიც კერძო საკუთრებაშია, არის, მაგალითად, ნაკვეთები, რომლებიც საძოვრად გამოიყენება, ისინი არავის ეკუთვნის, მაგრამ სოფელი საუკუნეების განმავლობაში იყენებს. არ ვიცით, ამ ტერიტორიებს რა ელით, რა პირობები იქნება“, - ამბობს ის. გურგენიძე ბუნების დაცვის მენეჯერია არაკომერციული ორგანიზაცია "საბუკოში“.

ივლისში ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ უწერაში 20-ზე მეტ ოჯახს ბრალად ედება გეგმიური სანადირო მიწების უკანონო რეგისტრაცია. პროკურატურამ აღძრა საქმეები თაღლითობისა და გაყალბების ბრალდებით...

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეები ტყის სანადირო მეურნეობისთვის გადაცემას არ უკავშირდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ირწმუნება, რომ ლიცენზიის პირობები ითვალისწინებს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და მოსახლეობას კვლავ შეეძლება თავისუფლად გადაადგილება ტერიტორიაზე.

  • ვინ მიიღო ლიცენზია?

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ლიცენზირებული კომპანიის უკან ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დგას.

არსებობს 2018 წლის მინდობილობა, რომელშიც ხიდაშელი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული კომპანია Global Victory Investments Limited-ის დირექტორად არის დასახელებული, ხოლო მისი ქალიშვილი მარიამ ხიდაშელი ასევე კომპანიის დირექტორი და აქციონერია. ეს კომპანია ფლობს Global Victoria Georgia-ს, რომელიც თავის მხრივ ფლობს ლიცენზირებული HG Capra Caucasica-ს 100%-ს.

დავით ხიდაშელი

ის, რომ ლიცენზირებული კომპანია დავითის ქალიშვილს, საქართველოსა და შვეიცარიის მოქალაქეს, მარიამ ხიდაშელს ეკუთვნის, BBC-ს თავად ბიზნესმენმაც დაუდასტურა.

თბილისელმა, 57 წლის დავით ხიდაშელმა "რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო წლებში შვეიცარიაში ცხოვრობს და მას საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასოდეს ჰქონია.

მაგრამ მისი კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. 2007 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა რუსულ საინვესტიციო კომპანია AFK Sistema-ში, სადაც იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს.

დავით ხიდაშელი არ მალავს, რომ კარგ ურთიერთობა აქვს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვთან...

ვლადიმერ ევტუშენკოვი

ის ასევე ხელმძღვანელობდა Intracom Telecom-ის დირექტორთა საბჭოს, რომელშიც საკონტროლო პაკეტი Sitronics-ის შვილობილი კომპანიის მეშვეობით ასევე Sistema-ს საკუთრება იყო. 2017 წლიდან, ხიდაშელის თქმით, კომპანია მისი ოჯახის მფლობელობაშია.

საქართველოში მის შესახებ ბევრმა პირველად 2020 წლის გაზაფხულზე გაიგო, როდესაც მან მილიონ 200 ათასი ლარი ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხა.

ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხიდაშელი აღმოჩნდა სკანდალური "კარტოგრაფების საქმის“ ეპიცენტრში, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკოსები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ხიდაშელმა აღმოაჩინა რუსეთში და გადასცა საქართველოს ის რუკები, რომლებიც საბრალდებო დასკვნას დაედო საფუძვლად. თავად ბიზნესმენმა თქვა, რომ ამ რუკების ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ეს ამჟამინდელი მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

დავით ხიდაშელმა ამავე დროს განაცხადა, რომ ის არ მონაწილეობს პოლიტიკაში და არც პოლიტიკური ამბიციები აქვს. მაგრამ მასთან დაკავშირებული სკანდალები მხოლოდ "კარტოგრაფების საქმით" არ შემოიფარგლებოდა.

მისი სახელი გამოჩნდა აპრილში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში, რომელშიც, სავარაუდოდ, საუბარი შედგა ბიძინა ივანიშვილსა და რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვს, AFK Sistema-ს დამფუძნებელს შორის, სადაც ხიდაშელი მუშაობდა. ბევრმა მედიასაშუალებამ დაასკვნა, რომ საუბარი შეეხებოდა ანტირუსული სანქციების გვერდის ავლას. ჩანაწერის ავთენტურობა არ დადასტურებულა.

ხიდაშელი ევტუშენკოვთან კარგ ურთიერთობას არ მალავს და ამბობს, რომ ოცდაათი წელია მეგობრობენ. მაგრამ, მისი თქმით, დიდი ხანია რუსეთში ბიზნესს არ აკეთებს და ქართულ პროექტებს ამჯობინებს.

"რუსეთის ტერიტორიაზე შვიდი წელია არანაირ საქმიანობას არ ვაწარმოებ, გარდა იმისა, რომ იქ ჩემი უძრავი ქონების 2 - 3 ობიექტია“, - სწერს ხიდაშელი BBC-ს.

მედიით ადრე გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობდა, რომ ოთხი წელია მიმართავს მთავრობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფერმის შექმნის წინადადებით.

"საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურდა და მათი აღდგენის სურვილი გამიჩნდა. შესაბამისი ექსპერტებისგან მივიღე რეკომენდაციები, რომ რაჭა არის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშები ბუნებრივი გზით შეიძლება აღდგეს", - განაცხადა ხიდაშელმა.

HG Capra Caucasica-ს მფლობელმა Global Victory Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა რევაზ მაისურაძემ აღნიშნა, რომ ლიცენზია ნიშნავს მხოლოდ ნადირობის უფლებას, მაგრამ არა ტყის იჯარას ან საკუთრებაში გადაცემას.

მისი თქმით, პროექტის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს - თუმცა ინვესტორის წარმომადგენლები ამის გამოსწორებას ადგილობრივებთან შეხვედრებით ცდილობენ.

მაისურაძის თქმით, კომპანია ფერმაში 300-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმებას გეგმავს:

"დასაქმების გარდა, რეგიონში ტურიზმის განვითარება რადიკალურად შეცვლის ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას“.

  • "ზურმუხტის ქსელი“

"რაჭის საზოგადოებრივი ორგანიზაცია" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ინიციატივა“ აუქციონის გამართვასა და ლიცენზიის გაცემას სასამართლოში აპროტესტებენ. სხვა საკითხებთან ერთად, ლაპარაკია გაეროს ორჰუსის კონვენციის დარღვევაზე, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების უფლებას, მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით საკითხებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, დაგეგმილ სანადირო ტერიტორიაზე "ზურმუხტის ქსელის“ ექვსი ობიექტია. ეს არის ბუნების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიები, რომელთა დაცვის ვალდებულება გათვალისწინებულია როგორც ველური ფლორისა და ფაუნის და მათი ჰაბიტატის დაცვის შესახებ ბერნის კონვენციით, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით.

ეკოლოგები ასევე სკეპტიკურად უყურებენ ბიზონებისა და ირმის პოპულაციის აღდგენას, რასაც ახალ "სამონადირეო ეკონომიკაში" გვპირდებიან. ზურაბ გურგენიძის თქმით, იდეა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მის განხორციელებას სერიოზული კვლევა და გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი სჭირდება, ვიდრე ლიცენზიის პირობებშია მითითებული.

მას შემდეგ რაც რაჭაში ნადირობის ლიცენზიის გაცემის ამბავი გახმაურდა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონში ეროვნულ პარკს შექმნის. ეკოლოგები ამას წლებია ითხოვენ, თუმცა მათ ინიციატივებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

"ახალი 50 000 ჰექტარი პარკის შექმნა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამ პარკის დიზაინი ისეთია, რომ ბოლომდე ვერ ასრულებს კონსერვაციის ფუნქციას, ეს 50 000 ჰექტარი მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა კავკასიონის მყინვარები. ეროვნულ პარკში თუ არა, მათზე უკვე მინიმალურია ადამიანის გავლენა, მცენარეები და ცხოველები ძალიან ცოტაა“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

ზურაბ გურგენიძის თქმით, მათი ორგანიზაცია რაჭაში დაახლოებით 253 000 ჰექტარზე დაცული ტერიტორიის შექმნას ითხოვს. ამ ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც წითელ ნუსხაში ​​შეტანილი ცხოველები არიან თავმოყრილი, არ ჯდება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ეროვნული პარკის საზღვრებში, მაგრამ აღმოჩნდება დაგეგმილ "სანადირო მოედანზე".

  • საჩუქარი რუსეთისთვის?

ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს არა მხოლოდ გარემო, არამედ რუსეთის კავშირები ხიდაშელთან, რომლის ოჯახიც მართავს ტყეს.

"რაჭის საზოგადოებრივი ორგანიზაციის" წარმომადგენლის ეთო არსანიძის თქმით, შეუძლებელი იქნება იმის გაკონტროლება, რაც სამონადირეო მეურნეობის ფართომასშტაბიან ტერიტორიაზე ხდება და მცოცავი ოკუპაციის, ანუ არაღიარებული საზღვრის საქართველოს სიღრმეში პერიოდული "გადაადგილების“ პირობებში, არსებობს დამატებითი რისკი.

სოფელ ხვანჭკარაში მცხოვრები ალეკო სარდანაშვილი, მიიჩნევს, რომ ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს "აჩუქეს".

"პირდაპირ გეტყვით, ჩვენ გვყავს პრორუსული ხელისუფლება... ეს შემთხვევაც ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ“, - ამბობს ის თავისი სასტუმრო სახლის ეზოში, რომლის ჭიშკარზეც უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის დროშებია გამოფენილი. წყარო