მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხეულის" მორიგი ვრცელი წერილი და ტრადიციული თავდასხმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე
"ოთხეულის" მორიგი ვრცელი წერილი და ტრადიციული თავდასხმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი: სო­ზარ სუ­ბა­რი, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მო­რიგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მე­ლიც ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი გან­წყო­ბით არის გაჟ­ღენ­თი­ლი და პირ­და­პი­რი თავ­დას­ხმაა აშშ-ის ელჩზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქალ­ბა­ტონ კელი დეგ­ნან­ზე. გთა­ვა­ზობთ "ოთხე­უ­ლის" მო­რიგ წე­რილს:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი ჩვე­ნი მო­რი­გი მი­მარ­თვა გვინ­და და­ვი­წყოთ მად­ლო­ბით ამე­რი­კის ელ­ჩის, ქალ­ბა­ტონ კელი დეგ­ნა­ნის მი­მართ. გვერ­წმუ­ნეთ, ამ მად­ლო­ბა­ში მცი­რე­ო­დე­ნი ირო­ნი­აც კი არ არის. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე იმ სი­მარ­თლის მი­ტა­ნაა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის კუ­ლი­სებს მიღ­მა იმა­ლე­ბა. სწო­რედ ხალ­ხამ­დე ამ სი­მარ­თლის მი­ტა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გვეხ­მა­რე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი დეგ­ნა­ნი, რომ­ლის ყო­ვე­ლი ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა მო­რი­გი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბაა.

ქალ­ბა­ტო­ნი ელ­ჩის ბოლო ორი კო­მენ­ტა­რით კი­დევ ერთხელ ცხა­დი გახ­და, თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში ვინ დგას რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გის უკან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით თავს მოხ­ვე­უ­ლი პო­ლა­რი­ზა­ცია ორ ძი­რი­თად ხე­ლოვ­ნურ საყ­რდენ­ზე დგას: ესაა სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო ლე­გი­ტი­მა­ცი­ის არა­ღი­ა­რე­ბა. ამ საყ­რდე­ნე­ბის გა­სა­მაგ­რებ­ლად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, საბ­ჭო­უ­რი პრო­პა­გან­დის "სა­უ­კე­თე­სო“ ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, კონ­კრე­ტულ კლი­შე­ებს იყე­ნებს. ამ კლი­შე­ებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი "გავ­რი­ლო­ვის ღა­მეს“ და "არა­სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს“ უკა­ვია. ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, ქალ­ბა­ტო­ნი დეგ­ნა­ნი სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით შე­მოგ­დე­ბუ­ლი ამ მე­სი­ჯე­ბით გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც იმის მკა­ფიო დას­ტუ­რია, რომ ეს მე­სი­ჯე­ბი, ისე­ვე, რო­გორც პო­ლა­რი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა სწო­რედ სა­ელ­ჩოს მიერ არის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი.

ე.წ. "გავ­რი­ლო­ვის ღა­მე­ზე“ ბევ­რს არ ვი­ტყვით, მხო­ლოდ იმას გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ იმ ღა­მით ერთი მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტში სა­ელ­ჩოს ერთი ფა­ვო­რი­ტი, ნი­კა­ნორ მე­ლია იჭ­რე­ბო­და, ხოლო მე­ო­რე მხრი­დან ადა­მი­ა­ნებს და­მიზ­ნე­ბით სა­ელ­ჩოს კი­დევ ერთი ფა­ვო­რი­ტი, გი­ორ­გი გა­ხა­რია ეს­რო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ელ­ჩის ად­გილ­ზე, ე.წ. "გავ­რი­ლო­ვის ღა­მე­ზე“ ძა­ლი­ან ცო­ტას ვი­ლა­პა­რა­კებ­დით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სიბ­რძნის ლა­პა­რა­კი ვერ­ცხლია, დუ­მი­ლი კი - ოქრო. რო­დე­საც ვერ­ცხლი შენ­გან ასე შორ­საა, ხოლო ოქრო წინ გი­დევს და არა­ფერ­ში იყე­ნებ, ეს, რბი­ლად რომ ვთქვათ, და­ნა­შა­უ­ლია იმ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, რო­მელ­საც პარტნი­ორ ქვე­ყა­ნა­ში ღირ­სე­უ­ლად უნდა წარ­მო­ად­გენ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს: ქალ­ბა­ტონ­მა დეგ­ნან­მა თქვა, არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად არა­ვის შე­უ­ფა­სე­ბია და ხალ­ხში არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­სად­მი ნდო­ბა არ არ­სე­ბობ­სო. სწო­რედ აქ წა­მოც­და ქალ­ბა­ტონ ელჩს, რომ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ყალ­ბი მე­სი­ჯი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი და გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ელ­ჩო­შია და­წე­რი­ლი.

ქალ­ბა­ტონ­მა ელჩმა ძა­ლი­ან კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ ეუთო/ოდირ­მა და ყვე­ლა სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რო­გორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არ­ჩევ­ნე­ბი შე­ა­ფა­სა რო­გორც "თა­ვი­სუ­ფა­ლი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი იყო და­ცუ­ლი“, რაც არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სი­ნო­ნი­მია. ტერ­მინ "სა­მარ­თლი­ანს“ ეუთო/ოდი­რი თა­ვის ან­გა­რი­შებ­ში უკვე დიდი ხა­ნია აღარ იყე­ნებს, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში "ის­ფე­დის“ ბორ­დის მა­შინ­დელ­მა თავ­მჯდო­მა­რე­მაც აღი­ა­რა. რო­დე­საც ელჩი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბულ და არ­გუ­მენ­ტე­ბით უკვე მრა­ვალ­გზის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბულ მე­სიჯს იმე­ო­რებს, ჩანს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის აღ­ქმი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­წყო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მის­თვის თვით­მი­ზა­ნია.

ქალ­ბა­ტონ­მა ელჩმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია ამომ­რჩე­ველ­თა და­ში­ნე­ბა­ზე, ხმე­ბის ყიდ­ვა­ზე, ძა­ლა­დობ­რივ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურ­სებ­ზე და ე.წ. კა­რუ­სელ­ზე მი­უ­თი­თებ­დაო. ქალ­ბა­ტონ დეგ­ნანს გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ყვე­ლა ეს თემა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იქნა შეს­წავ­ლი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მიერ, მათ შო­რის დე­ტა­ლუ­რად გა­მო­ი­კი­თხნენ დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ენ­ჯე­ო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, დად­გინ­და, რომ არ­ცერთ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას რა­ი­მე მყა­რი ფაქ­ტე­ბი ამომ­რჩე­ველ­თა და­ში­ნე­ბის, ხმე­ბის ყიდ­ვის თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის სის­ტე­მუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ არ ჰქონ­და. სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად, სა­ქი­ლი­კო თე­მა­დაც კი იქცა ის ფაქ­ტი, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი დარ­ღვე­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას ყო­ველ ჯერ­ზე სი­ტყვა "სა­ვა­რა­უ­დოს“ იყე­ნებ­დნენ, რი­თაც მტკი­ცე­ბის ტვირთს სრუ­ლად იხ­სნიდ­ნენ. ეუთო/ოდი­რი და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბი სა­ელ­ჩო­დან მარ­თუ­ლი ენ­ჯე­ო­ე­ბის მიერ ჩა­მოთ­ვლილ "სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვებ­ზე“ რომ მი­უ­თი­თებ­დნენ, ეს ელ­ჩის­თვის დიდი ვე­რა­ფე­რი შე­ღა­ვა­თია. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. კა­რუ­სელს, ეს ტერ­მი­ნი ეუთო/ოდი­რის ან­გა­რიშ­ში სა­ერ­თოდ არ მოხ­ვდა და ელჩი რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მიერ მო­გო­ნილ ამ ფე­იკს იმე­ო­რებს, ჩვენ­თვის გა­საკ­ვი­რი აღარ არის.

სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო ელ­ჩის მო­რი­გი გზავ­ნი­ლი "ის­ფე­დის“ მიერ ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ. ქალ­ბა­ტონ­მა დეგ­ნან­მა ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის გა­ყალ­ბე­ბას "უმ­ნიშ­ვნე­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი ცდო­მი­ლე­ბა“ უწო­და და თქვა, "ის­ფე­დის“ მიერ შეც­დო­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მა­ლე­ვე მოხ­დაო. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ერ­თიც და მე­ო­რეც უმ­ძი­მე­სი ტყუ­ი­ლია. ამას­თან, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ელჩს არ ჰქონ­დეს და მხო­ლოდ უნებ­ლი­ეთ ცრუ­ობ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა "უმ­ნიშ­ვნე­ლო სტა­ტის­ტი­კურ ცდო­მი­ლე­ბას“. ხმე­ბის პა­რა­ლე­ლურ დათ­ვლას, იგი­ვე "პი­ვი­ტის“, აქვს ცდო­მი­ლე­ბის და­საშ­ვე­ბი ფარ­გლე­ბი, რაც "ის­ფე­დის“ მე­თო­დო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, 0,7 პრო­ცენტს შე­ად­გენს. ეს ნიშ­ნავს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ შე­დე­გებ­სა და "პი­ვი­ტის“ შე­დე­გებს შო­რის სხვა­ო­ბა 0,7 პრო­ცენტზე მეტი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შემ­თხვე­ვა­ში, ცეს­კოს და "პი­ვი­ტის“ მო­ნა­ცე­მებს შო­რის და­ფიქ­სირ­და 2,4-პრო­ცენ­ტი­ა­ნი სხვა­ო­ბა, რაც ნიშ­ნავ­და, რომ ან არ­ჩევ­ნე­ბი იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ან "პი­ვი­ტი“. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2,4 პრო­ცენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი ხმაა და "პი­ვი­ტის“ ამ­დე­ნი ხმით გა­ყალ­ბე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო სტა­ტის­ტი­კურ ცდო­მი­ლე­ბად ვე­რა­ნა­ი­რი მა­თე­მა­ტი­კით ვერ ჩა­ით­ვლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, 2,4-პრო­ცენ­ტი­ან ცდო­მი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია და ენ­ჯე­ო­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ნაც­ვლად, "პი­ვი­ტი“ იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ, თით­ქოს, "ის­ფე­დის“ მიერ ცდო­მი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მა­ლე­ვე მოხ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­მა "პი­ვი­ტის“ ცდო­მი­ლე­ბა­ზე პირ­ვე­ლად ჯერ კი­დევ 3 ნო­ემ­ბრის ბრი­ფინგზე ისა­უბ­რეს. ამის შემ­დეგ, "პი­ვი­ტის“ თე­მა­ზე შედ­გა არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა რო­გორც "ის­ფე­დის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, ისე ამე­რი­კულ მხა­რეს­თან. "ის­ფე­დის“ მა­შინ­დელ­მა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით ისიც აღი­ა­რა, რომ სა­ელ­ჩოს "პი­ვი­ტის“ ცდო­მი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სულ მცი­რე ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ქონ­და. ასეთ პი­რო­ბებ­ში, სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, რა­ტომ არ მოხ­და "პი­ვი­ტის“ სი­ყალ­ბის აღი­ა­რე­ბა 11 დე­კემ­ბრამ­დე და რა­ტომ აგ­რძე­ლებ­და სა­ელ­ჩო პარ­ტი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­დე­რა­ცი­ას იმ დროს, რო­დე­საც ის სი­ყალ­ბე­ზე უკვე სრუ­ლად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ჩვენ­თვის ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი ნა­თე­ლია - ხე­ლოვ­ნუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც "პი­ვი­ტის“ გა­ყალ­ბე­ბის პირ­მ­შო იყო, სწო­რედ სა­ელ­ჩოს მიერ იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და ხე­ლოვ­ნუ­რად თავ­სმოხ­ვე­უ­ლი.

აქვე კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ "პი­ვი­ტის­თან“ ერ­თად, "ის­ფედ­მა“ გა­ა­ყალ­ბა კი­დევ ერთი მო­ნა­ცე­მი 8-პრო­ცენ­ტი­ა­ნი უარ­ყო­ფი­თი დის­ბა­ლან­სის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც, "ის­ფე­დის­ვე“ დას­კვნით, არ­ჩევ­ნებ­ზე 4,1 პრო­ცენ­ტის მო­ცუ­ლო­ბის გავ­ლე­ნაც კი შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში, "ის­ფედ­მა“ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხმე­ბის პა­რა­ლე­ლურ დათ­ვლა­ში 45,8 პრო­ცენ­ტი და­უ­წე­რა და ამას 4,1 პრო­ცენ­ტსაც თუ გა­მო­ვაკ­ლებ­დით, გა­მო­დი­ო­და, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არა 48,2, არა­მედ 41,7 პრო­ცენ­ტი შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ღო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ "ის­ფე­დის“ ფე­ი­კებ­ზე დაყ­რდნო­ბით ცდი­ლობ­და ნიკა გვა­რა­მია, მის მიერ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლი და ამ ეგ­ზიტ­პოლ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 41-პრო­ცენ­ტი­ა­ნი შე­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბის რე­ა­ლურ შე­დე­გად გა­ე­სა­ღე­ბი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დად­გინ­და, რომ უარ­ყო­ფი­თი დის­ბა­ლან­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1 პრო­ცენ­ტსაც კი არ შე­ად­გენ­და, თუმ­ცა, "ის­ფედს“ ეს სი­ყალ­ბე დღემ­დე არ უღი­ა­რე­ბია.

ასე­ვე, სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის კლი­პის შე­სა­ხებ, რომ­ლის გა­მოც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და­ჯა­რიმ­დნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, არა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. "სირ­ცხვი­ლი­ას“ კლი­პი კი, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, პო­ლი­ტი­კუ­რიც იყო და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რიც. რო­დე­საც ასე­თი კლი­პის გამო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რად და­ჯა­რი­მე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ, ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი სწო­რედ სა­ელ­ჩოს მიერ არის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. კი­დევ ერთხელ, დიდი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ დეგ­ნანს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის­თვის.

რო­დე­საც ელჩი "სირ­ცხვი­ლი­ას“ უკა­ნო­ნო პო­ლი­ტი­კურ-რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კლი­პის გამო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ლე­გი­ტი­მურ და­ჯა­რი­მე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს, "პი­ვი­ტის“ გამ­ყალ­ბე­ბელ ენ­ჯე­ოს ხელს აფა­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო ლე­გი­ტი­მა­ცი­ას ეჭვქვეშ აყე­ნებს და ამ ეჭ­ვის გა­სამ­ყა­რებ­ლად, არა­ერ­თგზის უხე­შად ტყუ­ის, სრუ­ლი­ად ცხა­დია, რას­თა­ნაც გვაქვს საქ­მე. სა­ელ­ჩო ვერ ეგუ­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ომის­კენ არ ექა­ჩე­ბა. ეჭვი არ გვე­პა­რე­ბა, რომ ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­სატ­რი­ა­ლებ­ლად სა­ელ­ჩო ყვე­ლა­ფერს იკად­რებს და ბევ­რად უფრო მძი­მე ნა­ბი­ჯებ­ზეც კი წავა, ვიდ­რე ეს "პი­ვი­ტის“ გა­ყალ­ბე­ბა იყო".

თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, სი­მარ­თლით აღ­ჭურ­ვი­ლი ხალ­ხის ძალა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს მყა­რად და­ი­ცავს და ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნი­სა და მისი ომში ჩათ­რე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არა­ვის მის­ცემს",- ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

რას ვფიქრობ, იცით? მგონია არჩევნები არ გაყალბებულა, ყოველ შემთხვევაში, შედეგზე გავლენა რონ ჰქონოდა, ისე... ჩემს ირგვლივ მყოფთა შეფასებებიდა, ზოგიერთი სხვა პარტიას უჭერდა მხარს, ზოგი ნაცებს და ზოგი ქოცენბს, და პროპორცია დაახლოებით ისეთის, როგორც არჩევნების შედეგი.. ანი 10 ადამიანიდან 7 ქოცების მხარდამჭერია, 3-დანარჩენი ყველასი ერთად... და როცა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციეებმა არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს, ელჩს, მით უმეტეს მეგობარი ქვეყნის, უფლება არა აქვს ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში! ერთი უფროსი ძმა მოვიშორეთ უკვე და ჩანაცვლება არ გვინდა. პატივი ეცით ხალხის ნებას!

...
3

მე აქ თავდასხმა ვერ დავინაზე.. იქნებ ქალბატონ ელჩს ამ თემებზე გაეცა პასუხი დეტალურად...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ოთხეულის" მორიგი ვრცელი წერილი და ტრადიციული თავდასხმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე

"ოთხეულის" მორიგი ვრცელი წერილი და ტრადიციული თავდასხმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ანტიამერიკული განწყობით არის გაჟღენთილი და პირდაპირი თავდასხმაა აშშ-ის ელჩზე საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანზე. გთავაზობთ "ოთხეულის" მორიგ წერილს:

"საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა იმალება. სწორედ ხალხამდე ამ სიმართლის მიტანაში ყველაზე მეტად გვეხმარება ქალბატონი დეგნანი, რომლის ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა.

ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ესაა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, "ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდის "საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი "გავრილოვის ღამეს“ და "არასამართლიან არჩევნებს“ უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული.

ე.წ. "გავრილოვის ღამეზე“ ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. "გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი - ოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე.

რაც შეეხება არასამართლიან არჩევნებს: ქალბატონმა დეგნანმა თქვა, არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არ არსებობსო. სწორედ აქ წამოცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი.

ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორც "თავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინ "სამართლიანს“ ეუთო/ოდირი თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში "ისფედის“ ბორდის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა. როდესაც ელჩი "ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით გავრცელებულ და არგუმენტებით უკვე მრავალგზის განეიტრალებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმისა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია.

ქალბატონმა ელჩმა ასევე აღნიშნა, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების ყიდვაზე, ძალადობრივ ადმინისტრაციულ რესურსებზე და ე.წ. კარუსელზე მიუთითებდაო. ქალბატონ დეგნანს გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ეს თემა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, მათ შორის დეტალურად გამოიკითხნენ დამკვირვებელი ენჯეოების ხელმძღვანელები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რაიმე მყარი ფაქტები ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის თუ ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენების შესახებ არ ჰქონდა. სრულიად სამართლიანად, საქილიკო თემადაც კი იქცა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრისას ყოველ ჯერზე სიტყვა "სავარაუდოს“ იყენებდნენ, რითაც მტკიცების ტვირთს სრულად იხსნიდნენ. ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საელჩოდან მართული ენჯეოების მიერ ჩამოთვლილ "სავარაუდო დარღვევებზე“ რომ მიუთითებდნენ, ეს ელჩისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, ეს ტერმინი ეუთო/ოდირის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ელჩი რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ მოგონილ ამ ფეიკს იმეორებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის.

სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის მორიგი გზავნილი "ისფედის“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების შესახებ. ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას "უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“ უწოდა და თქვა, "ისფედის“ მიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაცია ელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს.

რაც შეეხება "უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივე "პივიტის“, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაც "ისფედის“ მეთოდოლოგიის მიხედვით, 0,7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და "პივიტის“ შედეგებს შორის სხვაობა 0,7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. "ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ცესკოს და "პივიტის“ მონაცემებს შორის დაფიქსირდა 2,4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ან "პივიტი“. აქვე შეგახსენებთ, რომ 2,4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა და "პივიტის“ ამდენი ხმით გაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2,4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, "პივიტი“ იყო გაყალბებული.

რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, "ისფედის“ მიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევე მოხდა. "ქართული ოცნების“ ლიდერებმა "პივიტის“ ცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, "პივიტის“ თემაზე შედგა არაერთი შეხვედრა როგორც "ისფედის“ ხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. "ისფედის“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოს "პივიტის“ ცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ქონდა. ასეთ პირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდა "პივიტის“ სიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებების მოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული. ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია - ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც "პივიტის“ გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ "პივიტისთან“ ერთად, "ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, "ისფედისვე“ დასკვნით, არჩევნებზე 4,1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, "ისფედმა“ "ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელურ დათვლაში 45,8 პროცენტი დაუწერა და ამას 4,1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას“ არა 48,2, არამედ 41,7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ "ისფედის“ ფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მის მიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილი "ქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, "ისფედს“ ეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია.

ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება "ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია "სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც "ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. "სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის.

როდესაც ელჩი "სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, "პივიტის“ გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს "პივიტის“ გაყალბება იყო".

თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.