ტაივანმა უკრაინას ახლო რადიუსზე მოქმედი ბომბდამშენი დრონები გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ტაივანმა უკრაინას 800 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი Revolver 860 გადასცა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასეთ დრონს შეუძლია ატაროს რვა 60 მმ-იანი ნაღმტყორცნის ჭურვი ან სხვა კალიბრის საბრძოლო მასალა. სრულად დატვირთულ დრონს 40 წუთში 20 კილომეტრამდე მანძილზე ფრენა შეუძლია.