კობი ბრაიანტის ქვრივმა, ვანესა ბრაიანტმა სასამართლო დავა მოიგო და მას კომპენსაციის სახით 16 მილიონ დოლარს გადაუხდიან. საქმე ეხებოდა 2020 წელს იმ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებას, რომელშიც ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა ისხდნენ.
ვანესა ბრაიანტი ამბობს, რომ მას დაემართა პანიკური შეტევა, როცა პოლიციის მიერ გადაღებული და მედიაში გავრცელებული, ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები ნახა.
კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს, კალიფორნიასთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენში სულ ცხრა მგზავრი იყო და მათ შორის კალათბურთელის 13 წლის გოგონა, ჯიანა. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.