პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი, კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში..." - ქართული წარმოშობის მხატვრის ისტორია და ნამუშევრები, რომელიც მისი ეპოქის შედევრებად მიიჩნევა
"იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი, კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში..." - ქართული წარმოშობის მხატვრის ისტორია და ნამუშევრები, რომელიც მისი ეპოქის შედევრებად მიიჩნევა

ალი-ყული ჯა­ბა­და­რი მსოფ­ლიო კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას შე­მორ­ჩა, რო­გორც ირა­ნე­ლი მხატ­ვა­რი, თუმ­ცა ის იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან, ქარ­თვე­ლი, რა­საც მოწ­მობს რო­გორც მისი შე­მოქ­მე­დე­ბის ცალ­კე­უ­ლი მო­ტი­ვე­ბი, ასე­ვე წარ­წე­რე­ბი მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ მი­ნი­ა­ტი­უ­რებ­ზე. ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და XVII სა­უ­კუ­ნე­ში, იყო ევ­რო­პულ - აღ­მო­სავ­ლუ­რი სტი­ლის მხატ­ვა­რი, არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და კი არა და, ერთ - ერთი პირ­ვე­ლიც იყო იმ ეპო­ქის მხატ­ვრო­ბა­ში.

შე­მორ­ჩე­ნი­ლია მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი 8 მი­ნი­ა­ტი­უ­რა - მე­ფის კა­რის ცხოვ­რე­ბი­სა და ნა­დი­რო­ბის სცე­ნე­ბი, ერთ მათ­გან­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია შეს­რუ­ლე­ბის ად­გი­ლი - ყაზ­ვი­ნი და თა­რი­ღი 1674. მრა­ვალ­ფი­გუ­რი­ა­ნი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია გვი­ან­დე­ლი ირა­ნუ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით. შე­იმ­ჩნე­ვა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ხე­ლოვ­ნე­ბის ცალ­კე­უ­ლი მო­ტი­ვე­ბიც. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მი­ნი­ა­ტი­უ­რებ­ზე არის ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი. შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხით ჯა­ბა­და­რის მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბი უტოლ­დე­ბა იმ­დრო­ინ­დელ სა­უ­კე­თე­სო ირა­ნულ მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის ნი­მუ­შებს.

"შაჰი სუ­ლე­ი­მან I და მისი კა­რის­კა­ცე­ბი", ის­პა­ჰა­ნი,1670. ზე­მოთ, მარ­ცხნივ, ქარ­თულ ენა­ზე მი­წე­რი­ლია ორი ქარ­თვე­ლის ვი­ნა­ო­ბა, და­ცუ­ლია "ერ­მი­ტაჟ­ში"

ალი ყული ჯა­ბა­და­რი დო­კუ­მენ­ტებ­ში იხ­სე­ნი­ე­ბა ფსევ­დო­ნიმ "ალი-ფა­რან­გით“, რო­გორც ირ­კვე­ვა, სპარ­სუ­ლად "ფა­რან­გი“ ნიშ­ნავს "და­სავ­ლელს“, "ევ­რო­პელს“, ხოლო მხატ­ვრე­ბის­თვის ეს და­ხა­სი­ა­თე­ბა ნიშ­ნავ­და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის მიმ­დე­ვა­რო­ბას. იგი მარ­თლაც რა­დი­კა­ლუ­რად ნერ­გავ­და სპარ­სულ ფერ­წე­რა­ში ევ­რო­პულ მხატ­ვრულ ხერ­ხებს, სტი­ლის­ტი­კა­სა და სი­უ­ჟე­ტებს.

  • "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე მხატ­ვა­რი მაია კი­კა­ბი­ძე წერს:

"იყო ერთი ბიჭი, გვა­რად ჯა­ბა­და­რი კა­ხე­თი­დან, გა­ი­ტა­ცეს ან გა­ყი­დეს ირან­ში მო­ნად, მისი ფი­ზი­კუ­რო­ბით და ნი­ჭით შა­ჰის კარ­ზე მოხ­ვდა და იყო მხატ­ვა­რი, ილუსტრა­ტო­რი და ფერმ­წე­რი. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე არ მი­ნა­ხავს, არც ვიცი, გვაქვს თუ არა, მაგ­რამ არის მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის დიდ გა­ლე­რე­ებ­ში, მათ შო­რის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­ზე­უმ­ში, ლონ­დონ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის "ერ­მი­ტაჟ­ში“... სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელ­ში ინა­ხე­ბა მი­ნი­ა­ტუ­რა, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლად და­უ­წე­რია ორი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხელ-გვა­რე­ბიც“.

ირა­ნუ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მისი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი ასე­თია:

ალი ყული და­ბა­დე­ბუ­ლა ის­პა­ჰან­ში, უმ­სა­ხუ­რია შა­ჰე­ბის - თახ­მას­პე II-სა (1704 - 1736) და ნა­დირ შა­ჰის (1688 - 1747) კარ­ზე, "ნა­კაშ-ბა­შის“ - სა­მე­ფო კა­რის მთა­ვა­რი მხატ­ვრის რან­გში.

"ორი მო­ხუ­ცის სა­უ­ბა­რი ქოხ­თან", და­ცუ­ლია მიტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში

ირან­ში, მუ­ჰა­მად ზა­მან­თან ერ­თად, იგი მი­იჩ­ნე­ვა XVII სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მხატ­ვრად. ორი­ვე მათ­გა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში იგ­რძნო­ბა ეკ­ლექ­ტი­კის კვა­ლი - ტრა­დი­ცი­უ­ლი სპარ­სუ­ლი ხერ­ხე­ბი­თა და ევ­რო­პუ­ლი ნო­ვა­ცი­ე­ბით.

"ევ­რო­პე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი პაჟ­თან ერ­თად"

"ნა­დი­რო­ბის ქალღმერ­თი დი­ა­ნა", და­ცუ­ლია მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში

სპე­ცი­ლის­ტე­ბი აღ­წე­რენ, რომ ჯა­ბა­და­რი ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებ­და შუქ-ჩრდი­ლე­ბის მო­დე­ლი­რე­ბი­სა და პერ­სპექ­ტი­ვის კა­ნო­ნებს. ყვე­ლა მისი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მელ­საც აქვს ავ­ტო­რის ხელ­მო­წე­რა, ქა­ღალ­დზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მი­ნი­ა­ტუ­რაა; ისი­ნი მო­ი­ცა­ვენ პე­რი­ოდს 1660-1717 წლებს შო­რის. მათი თე­მა­ტი­კა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია: შაჰ სუ­ლე­ი­მა­ნის ცხოვ­რე­ბის სცე­ნე­ბი­დან - შიშ­ველ "მძი­ნა­რე ნიმ­ფამ­დე“. მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რე­ბი ინა­ხე­ბა პა­რი­ზის, გი­მის, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის, პე­ტერ­ბურ­გის და სხვა მუ­ზე­უ­მებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
18

ადრე ფულა მაინც იხდიდნენ ეხლა აქეთ ხატჯავენ რომ მოხიონ ქვეყნიდან, მიდიან და მონად კი არა, პლენადაც ჩაბარდებიან, ოღინდ რამე გადაუხადონ.

გაუმარჯოს გაპარტახებულსაქართველოს ვა შლაააააააააა!!!ტამა ხეებზე ლპება... როგორც პოსლეზე გაყიდული ჩვენი ქვეყანა ,,, ვაშლააააააააააააააააა!!! ამ ახალ საქართველოს ინდურ ჩინურს და მოზამბიკურ ეგვიპტის ხასას!!!

უუუუუხ! თავი გაუხმეთ ნაცბანდას და მის ჩოყლაყ ბელადს. უუუუხხმეეეს! ამ ამბებს ზებრასტყაოსანი ქოცები ისტორიის სახელმძღვანელოში შეიტანენ და მერე მაინც ყველაფერი მიშას დაბრალდება.. თან დააყოლებენ;;;

ზმალი გადუტყდეს ვადაში გაჭირვების ჭამს! გაუტყდეეეს მაგ საზიზღარსა მაგასა!!!

თავი გაუხმეს მას და მის მიმდევრებს!!! ხმეს! ხმეს! გა .უ .ხმეეეს! ურაააა!!

ანი
12

ნახევარი ირანი და თურქეთი ქართველებითაა სავსე!!! გატაცებული გაყიდული ტყვეები.. კიდევ კარგად გადავრჩით ერი რომ არ გადავშენდით

ავტორი:

"იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი, კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში..." - ქართული წარმოშობის მხატვრის ისტორია და ნამუშევრები, რომელიც მისი ეპოქის შედევრებად მიიჩნევა

"იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი, კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში..." - ქართული წარმოშობის მხატვრის ისტორია და ნამუშევრები, რომელიც მისი ეპოქის შედევრებად მიიჩნევა

ალი-ყული ჯაბადარი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას შემორჩა, როგორც ირანელი მხატვარი, თუმცა ის იყო საქართველოდან, ქართველი, რასაც მოწმობს როგორც მისი შემოქმედების ცალკეული მოტივები, ასევე წარწერები მის მიერ შესრულებულ მინიატიურებზე. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVII საუკუნეში, იყო ევროპულ - აღმოსავლური სტილის მხატვარი, არ ჩამოუვარდებოდა კი არა და, ერთ - ერთი პირველიც იყო იმ ეპოქის მხატვრობაში.

შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატიურა - მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები, ერთ მათგანზე აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი 1674. მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი ირანული მინიატიურის ტრადიციების მიხედვით. შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივებიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიატიურებზე არის ქართული წარწერები. შესრულების ხარისხით ჯაბადარის მინიატიურები უტოლდება იმდროინდელ საუკეთესო ირანულ მინიატიურების ნიმუშებს.

"შაჰი სულეიმან I და მისი კარისკაცები", ისპაჰანი,1670. ზემოთ, მარცხნივ, ქართულ ენაზე მიწერილია ორი ქართველის ვინაობა, დაცულია "ერმიტაჟში"

ალი ყული ჯაბადარი დოკუმენტებში იხსენიება ფსევდონიმ "ალი-ფარანგით“, როგორც ირკვევა, სპარსულად "ფარანგი“ ნიშნავს "დასავლელს“, "ევროპელს“, ხოლო მხატვრებისთვის ეს დახასიათება ნიშნავდა ხელოვნებაში ევროპული სტილის მიმდევარობას. იგი მართლაც რადიკალურად ნერგავდა სპარსულ ფერწერაში ევროპულ მხატვრულ ხერხებს, სტილისტიკასა და სიუჟეტებს.

  • "ფეისბუქის“ პირად გვერდზე მხატვარი მაია კიკაბიძე წერს:

"იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში მონად, მისი ფიზიკურობით და ნიჭით შაჰის კარზე მოხვდა და იყო მხატვარი, ილუსტრატორი და ფერმწერი. მისი ნამუშევრები საქართველოში მე არ მინახავს, არც ვიცი, გვაქვს თუ არა, მაგრამ არის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დიდ გალერეებში, მათ შორის მეტროპოლიტენის მუზეუმში, ლონდონში, გერმანიაში, საფრანგეთში, სანქტ-პეტერბურგის "ერმიტაჟში“... სწორედ ამ უკანასკნელში ინახება მინიატურა, რომელზეც ქართულად დაუწერია ორი პერსონაჟის სახელ-გვარებიც“.

ირანული წყაროების მიხედვით, მისი ბიოგრაფიული ცნობები ასეთია:

ალი ყული დაბადებულა ისპაჰანში, უმსახურია შაჰების - თახმასპე II-სა (1704 - 1736) და ნადირ შაჰის (1688 - 1747) კარზე, "ნაკაშ-ბაშის“ - სამეფო კარის მთავარი მხატვრის რანგში.

"ორი მოხუცის საუბარი ქოხთან", დაცულია მიტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში

ირანში, მუჰამად ზამანთან ერთად, იგი მიიჩნევა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისის ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად. ორივე მათგანის შემოქმედებაში იგრძნობა ეკლექტიკის კვალი - ტრადიციული სპარსული ხერხებითა და ევროპული ნოვაციებით.

"ევროპელი ქალბატონები პაჟთან ერთად"

"ნადირობის ქალღმერთი დიანა", დაცულია მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში

სპეცილისტები აღწერენ, რომ ჯაბადარი ოსტატურად იყენებდა შუქ-ჩრდილების მოდელირებისა და პერსპექტივის კანონებს. ყველა მისი ნამუშევარი, რომელსაც აქვს ავტორის ხელმოწერა, ქაღალდზე შესრულებული მინიატურაა; ისინი მოიცავენ პერიოდს 1660-1717 წლებს შორის. მათი თემატიკა სხვადასხვაგვარია: შაჰ სულეიმანის ცხოვრების სცენებიდან - შიშველ "მძინარე ნიმფამდე“. მხატვრის ნამუშევრები ინახება პარიზის, გიმის, მეტროპოლიტენის, პეტერბურგის და სხვა მუზეუმებში.