"უკრაინა ენდობოდა თავის მეზობელს, რომელთანაც ბუდაპეშტის მემორანდუმს მოაწერა ხელი და საკუთარ ჯარზე არ ზრუნავდა", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დამოუკიდებლობის უფლებას. ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით. ერთადერთი შეცდომა, რომელიც დანამდვილებით შემიძლია დავასახელო - ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება და ჩვენ ისე გვჯეროდა ამ შეთანხმების, რომ არ ვფიქრობდით, რომ ჩვენს არმიაზე ზრუნვის გარეშე მტრის არმიაზე ზრუნვა მოგვიწევდა. დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა 2008 წელს ეს ქვეყნები ნატო-ში რომ მიეღოთ, მაგრამ ამჟამინდელი პარტნიორი ალიანსის წყალობით უკრაინა შეძლებს აგრესორის დამარცხებას.
ამონაწერი იუთუბზე გამოქვეყნებული წერილიდან, დათარიღებული 08/04/2022
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვ. ზალუჟნი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალექსეი დანილოვს მოახსენებს უკრაინული ცოცხალი ძალების დანაკარგების შესახებ:
- დაღუპული: 76 640 კაცი;
- დაჭრილი და დაშავებული: 42 704 კაცი;
- ტყვედ ჩავარდნილი: 7 244 კაცი;
- უგზო-უკვალოდ დაკარგული: 2 816 კაცი.
- არასაბრძოლო დანაკარგი: 1 610 კაცი.
ღრმათ შეცურდი, ,ცუნამი ნაკლებსაშიშია!!!