უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1991 წელს უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად, ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება.
ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღეს 31 წელი გავიდა", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.