ავტორი:

"თუ უკრაინამ ხერსონ-პერეიასლავსკის პლაცდარმზე რუსული სამხედროები გაანადგურა, უკრაინას მართლაც გაუჩნდება ყირიმში შესვლის შესაძლებლობა" - რუსი პოლიტოლოგი

"თუ უკრაინამ ხერსონ-პერეიასლავსკის პლაცდარმზე რუსული სამხედროები გაანადგურა, უკრაინას მართლაც გაუჩნდება ყირიმში შესვლის შესაძლებლობა" - რუსი პოლიტოლოგი

უკრაინაში რუსული აგრესიის 6 თვის თავზე რუსეთისათვის უკრაინულ გაკვეთილებსა და ომის დასრულების სავარაუდო პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ რუს პოლიტოლოგს, პროფესორ ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, უკრაინა-რუსეთის 6 თვის თავზე უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის 6 თვის თავზე რა გაკვეთილებსა და პროგნოზებზე შეიძლება საუბარი?

- მთლიანობაში, უკრაინამ შეძლო გაეძლო რუსეთის შეტევისათვის. მართალია, აქვს დიდი დანაკარგები, მაგრამ გაუძლო. გასაგებია, რომ კრემლმა ჯეროვნად ვერ შეაფასა უკრაინელების წინააღმდეგობის ძალა და გადაჭარბებული აზრი ჰქონდა თავისი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებზე. ვფიქრობ, ჯერ ეს გახლავთ ამ 6 თვიანი ომის ძირითადი გაკვეთილი რუსეთისათვის.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ომი, ჩემი აზრით, იგი გაგრძელდება საკმაოდ დიდ ხანს და მისი დასრულების ზუსტ თარიღებზე საუბარი ახლა შეუძლებელია.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მხარეების გამოფიტვას მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ახლა ყველაზე აქტუალური საკითხია ომის ამ ფაზის შემდეგ რომელი მხარე უფრო კარგად მოახერხებს კონტრშეტევისთვის მომზადებას და შეტევაზე გადასვლას. თქვენი დაკვირვებით, რომელ მხარეს უფრო მეტი შანსები აქვს უკეთ მოემზადოს კონტრშეტევისთვის?

- ჩემი დაკვირვებით მხარეების გამოფიტვის დრო კიდევ დიდხანს არ დადგება. რაც შეეხება იმას, როდის იქნება უკრაინა მზად კონტრშეტევისთვის, ეს მთლიანადაა დამოკიდებული დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

ჩემი აზრით, რუსეთი შეტევისთვის მზად არაა, იგი ცდილობს გამაგრდეს იმ პოზიციებზე, რაც უკვე აქვს დაკავებული და რამდენად შეძლებს ამის გაკეთებას, ჭირს ამ თემაზე საუბარი.

- ბევრი თვლის, რომ უკრაინაში ომი რუსეთისათვის არის ომი ტერიტორიების შეძენისთვის. ომის ამ ეტაპზე რა მიზანი აქვს რუსეთს და რისი მიღწევა სურს?

- ჩემი აზრით, რუსეთს უნდა უკრაინის რაღაც ფორმით მიერთება. საუბარი არაა უკრაინის მთლიანად მიერთებაზე, შესაძლებელია საუბარი იყოს უკრაინის დამოუკიდებლობის ფორმალურად შენარჩუნებაზეც, მაგრამ უკრაინაში ისეთი მთავრობის ყოფნის შემთხვევაში, რომელსაც კრემლი სრულად გააკონტროლებს. დაახლოებით ისეთ პრინციპებზეა საუბარი, რა პრინციპებითაც არსებობდნენ ვარშავის შეთანხმების ქვეყნები სსრკ-ს დროს. გააგრძელეთ კითხვა