ავტორი:

"ბორჯომში ცეცხლის კერების გავრცელების არეალმა შედარებით დაიკლო - ხანძარი წითელ ზონას არ გასცდენია" - შს მინისტრი

"ბორჯომში ცეცხლის კერების გავრცელების არეალმა შედარებით დაიკლო - ხანძარი წითელ ზონას არ გასცდენია" - შს მინისტრი

ავიაციამ მაქსიმალურად მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგიც სახეზეა - ცეცხლის კერების გავრცელების არეალმა შედარებით დაიკლო - ხანძარი წითელ ზონას არ გასცდენია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბორჯომში, სტიქიის ზონაში განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

"ავიაციას 3 თვითმფრინავი დაემატა და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს - თურქულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვნად შეეტყო კიდეც. დღეს ქარი იყო და ვერტმფრენებს უჭირდათ ძალიან. რამდენიმე საათი დილით იმუშავეს, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე ავიაციამ მაქსიმალურად მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგიც სახეზეა. შედარებით დაიკლო ცეცხლის კერების გავრცელების არეალმა. არის, რა თქმა უნდა, ცოტა მომატებული. წითელ ზონას არ გასცდენია შემიძლია ვთქვა, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს იქ ცეცხლი გადასული იყო და ახალ-ახალი კერები იყო. სადაც ფიჭვნარი იყო უფრო მეტად იქ ჩნდებოდა.

პატარ-პატარა კერებია. მესმის, თვითონ ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. ცეცხლის მოსახლეობაზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს, თუ რაღაცა სასწაული არ მოხდა, ქარიშხალი არ ამოვარდა და უბედურება,“ - განაცხადა მინისტრმა.