სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ცუდია, რომ ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით, ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ" - სოფო ხალვაში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს
"ძალიან ცუდია, რომ ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით, ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ" - სოფო ხალვაში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

დღეს, უკ­რა­ი­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი ბა­თუმ­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ბა­თუ­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ხელ­ძღვა­ნე­ლი სცე­ნის დე­მონ­ტაჟს ითხოვ­და. მისი თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს თუ არ ექ­ნე­ბათ მე­რი­ის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა, სცე­ნას დაშ­ლი­ან და ამის უფ­ლე­ბა აქვთ.

სოფო ხალ­ვა­ში ამ­ჟა­მად ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს და ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ნე­ბარ­თვა მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის. მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას, შე­საძ­ლოა, საფრ­თხე და­ე­მუქ­როს, მომ­ღე­რალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მი­მარ­თეს და მას კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა­ში ხე­ლის შეშ­ლა­ში სდებ­დნენ ბრალს.

  • სოფო ხალ­ვა­ში ამ თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა და ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! ბოლო 2 დღეა ჩემს სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია. TV Pirveli -ზე გა­ვი­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მე ხელს ვუშ­ლი უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას ბა­თუმ­ში, ვკრძა­ლავ ომის ხსე­ნე­ბას ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩემი მი­მო­წე­რა ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან, რო­მე­ლიც რა თქმა უნდა, კონ­ტექ­სტი­დან არის ამო­ვარ­დნი­ლი და მხო­ლოდ ის ფრა­ზე­ბია წარ­მო­ჩე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უქ­მნის ილუ­ზი­ას, თით­ქოს მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ და­ვეხ­მა­რო უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის აღ­ნიშ­ვნა­ში.

ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ამ ცალ­მხრი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გამო ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა ყო­ველ­გვა­რი ეთი­კის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ხმა­მაღ­ლა გა­მო­მა­ცხა­დეს ჩემი ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტედ! გავ­რცელ­და უამ­რა­ვი პოს­ტი, სა­დაც ჩემს სა­ხელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბია წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

კეთ­დე­ბა უხამ­სი და ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს სჩ­ვე­ვია და სამ­წუ­ხა­როდ მე არც პირ­ვე­ლი ვარ და არც უკა­ნას­კნე­ლი ვინც, მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­ის გამო უსა­მარ­თლოდ იქნა გა­კი­ცხუ­ლი, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს სი­მარ­თლე და მე­ტიც, შე­იქ­მნას პრე­ცე­დენ­ტი, როცა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლებს პა­სუხს მოვ­თხოვთ მათ საქ­ცი­ელ­ზე!

უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვილ ღო­ნის­ძე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რი­ლი მე­რი­ა­ში შე­მო­ვი­და 8 აგ­ვის­ტოს, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო ჩვე­ნი მხრი­დან კონ­ცერ­ტის გა­კე­თე­ბა­ზე, ანუ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი კონ­ცერტს სა­წყის ეტაპ­ზე არ ჰყავ­და. ამის შემ­დეგ და­მი­რე­კა გი­ორ­გი კირ­თა­ძემ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან და მთხო­ვა შევ­ხვედ­რო­დი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. შეხ­ვედ­რა­ზე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მო­იყ­ვან­დნენ 14 შემ­სრუ­ლე­ბელს და ასე­ვე გა­უშ­ვებ­დნენ 4-5 ვი­დეო მი­მარ­თვას, რა­ზეც ასე­ვე შევ­თან­ხმდით.

მალე კვლავ შე­იც­ვა­ლა პი­რო­ბე­ბი და აღ­მოჩ­ნდა, რომ კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის ვი­დეო მი­მარ­თვა იყო და­გეგ­მი­ლი, მათ შო­რის არა მხო­ლოდ ომის თე­მა­ტი­კა­ზე. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქვე და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემი პო­ზი­ცია, რომ კონ­ცერ­ტი რა თქმა უნდა, ისე ვერ ჩა­ივ­ლი­და, რომ ომი არ ხსე­ნე­ბუ­ლი­ყო.. რად­გან ომია! და ეს მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი!

შევ­თან­ხმდით ასე­ვე ტექ­სტზე, რო­მე­ლიც წამ­ყვა­ნებს უნდა გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნათ (აქვე ქვე­მოთ გი­ზი­ა­რებთ მათ მიერ მო­წო­დე­ბულ ტექსტს, რო­მე­ლიც ჩემ მიერ იქნა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი)TV 1-ის სი­უ­ჟეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს და­ა­ფიქ­სი­როს, რომ მე სოფო ხალ­ვა­ში, ომის ხსე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ცხა­დად უარ­ყოფს ამას (იხ. კო­მენ­ტა­რი სი­უ­ჟე­ტი­დან: (აქვე ქვე­მოთ გი­ზი­ა­რებთ ვი­დე­ოს) სამ­წუ­ხა­როდ ამ ფაქ­ტის ინ­ტერპრე­ტა­ცია სწო­რედ ისე მოხ­და, რო­გორც პრო­ვო­კა­ცი­ის ავ­ტო­რებს ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რა­საც ადას­ტუ­რებს ამ თე­მი­სად­მი და ჩემ­და­მი მი­ძღვნი­ლი პოს­ტე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი.

აქვე, სა­ჭი­როდ ვთვლი გა­გი­ზი­ა­როთ მი­მო­წე­რა, სა­ი­და­ნაც კარ­გად ჩანს, რომ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე თან­ხმო­ბაა გა­ცე­მუ­ლი და სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ ფორ­მატ­ზე, რად­გან კონ­ცერ­ტის­თვის სცე­ნაა სა­ჭი­რო, ხოლო მი­მარ­თვე­ბის და გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას არ სჭირ­დე­ბა სცე­ნა, რად­გან ეს შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას გა­კეთ­დეს. ძვირ­ფა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბავ! ძვირ­ფა­სო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო! დღეს თო­თო­ულ ჩვენ­განს გვტკი­ვა ის ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­შია!

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვა­კე­თებთ იმას, რისი გა­კე­თე­ბაც შეგ­ვიძ­ლია და მე, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვა იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი, თუ ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეძღვნე­ბა! ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არა­ერ­თი კონ­ცეტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის შე­მი­წყვია ხელი, მათ შო­რის, სწო­რედ მე გახ­ლდით სულ ახ­ლა­ხან სას­ტურმ­რო "მე­რი­დი­ან­ში“ გა­მარ­თუ­ლი, უკ­რა­ი­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ძღვნი­ლი კონ­ცერ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი, სა­დაც ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს არ ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა და "სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა’’ - " ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბად’’ არის აღ­ქმუ­ლი!

იქ­ნებ იმა­ზეც უნდა დავ­ფიქ­რდეთ, რომ მთა­ვარ ომს ჩვენ თა­ვად­ვე ვუ­ცხა­დებთ ერ­თმა­ნეთს, როცა ამ­ხე­ლა სი­ძულ­ვი­ლის გა­მოვ­ლე­ნა შეგ­ვიძ­ლია! როცა შეგ­ვიძ­ლია, რომ ასე და­უნ­დობ­ლად, ასე გა­ნუს­ჯე­ლად და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ ადა­მი­ა­ნე­ბი! როცა არ გვა­ინ­ტე­რე­სებს სი­მარ­თლე და უპი­რო­ბოდ ვი­ჯე­რებთ ყო­ველ­გვარ ცი­ლის­წა­მე­ბას!

მე მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა, მიყ­ვარს ჩემი ქა­ლა­ქი და მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი.მთე­ლი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა სწო­რედ ამ სიყ­ვა­რუ­ლის ასახ­ვა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა..მთე­ლი გუ­ლით ვუ­ლო­ცავ უკ­რა­ი­ნას და უკ­რა­ი­ნელ მო­ქა­ლა­ქე­ებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს და ვუ­სურ­ვებ იცხოვ­რონ მშვი­დო­ბი­ან, აყ­ვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვი, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა!" - წერს სოფო ხალ­ვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nn
10

კარგია, რომ კონცერტი არ ჩატარდა. პროვოკატორები გამოიყენებდნენ.

რეალობა
41

სანამ ქვეყანაში არ დამთავრდება და არ ამოირძიკვება, ჩემიანი უნდა მყავდეს გვერდით პოლიტიკაში და საჯარო საქმიანობაში მანამდე ესეთი ფარჩაკული სიტუაცია იქნება, ქმარი მერი ცოლი მოადგილე, ტან პროფესიით მომღერალი, რა ვერ გაძეხით არც გრცხვენიათ, შენი ვითომ თავის მართლება გაიკეთე ერთ ადგილზე ან ქმარს გაუკეთე, არ დაბლოკოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ძალიან ცუდია, რომ ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით, ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ" - სოფო ხალვაში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

"ძალიან ცუდია, რომ ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით, ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ" - სოფო ხალვაში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

დღეს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით კი ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი კონცერტის გამართვა იყო დაგეგმილი, თუმცა ბათუმის ზედამხედველობის ხელძღვანელი სცენის დემონტაჟს ითხოვდა. მისი თქმით, ორგანიზატორებს თუ არ ექნებათ მერიისგან სპეციალური ნებართვა, სცენას დაშლიან და ამის უფლება აქვთ.

სოფო ხალვაში ამჟამად ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებს და ქალაქში მიმდინარე კულტურული ღონისძიებების ჩატარების ნებართვა მის კომპეტენციაში შედის. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერტის ჩატარებას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს, მომღერალს სოციალურ ქსელში ცნობილმა ადამიანებმა მიმართეს და მას კონცერტის გამართვაში ხელის შეშლაში სდებდნენ ბრალს.

  • სოფო ხალვაში ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ძვირფასო მეგობრებო! ბოლო 2 დღეა ჩემს სახელთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ბინძური კამპანია. TV Pirveli -ზე გავიდა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ხელს ვუშლი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბათუმში, ვკრძალავ ომის ხსენებას ღონისძიებაზე. გამოქვეყნდა ჩემი მიმოწერა ღონისძიების ორგანიზატორებთან, რომელიც რა თქმა უნდა, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და მხოლოდ ის ფრაზებია წარმოჩენილი, რომლებიც საზოგადოებას შეუქმნის ილუზიას, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ დავეხმარო უკრაინელი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნაში.

ძალიან ცუდია, რომ ამ ცალმხრივად გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ! გავრცელდა უამრავი პოსტი, სადაც ჩემს სახელთან მიმართებაში დაუსაბუთებელი ბრალდებებია წამოყენებული.

კეთდება უხამსი და ყოვლად გაუმართლებელი კომენტარები. ჩვენს საზოგადოებას ეს სჩვევია და სამწუხაროდ მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვინც, მსგავსი პროვოკაციის გამო უსამართლოდ იქნა გაკიცხული, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და მეტიც, შეიქმნას პრეცედენტი, როცა დეზინფორმაციის გამავრცელებლებს პასუხს მოვთხოვთ მათ საქციელზე!

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ ღონისძებასთან დაკავშირებით წერილი მერიაში შემოვიდა 8 აგვისტოს, სადაც საუბარი იყო ჩვენი მხრიდან კონცერტის გაკეთებაზე, ანუ შემსრულებლები კონცერტს საწყის ეტაპზე არ ჰყავდა. ამის შემდეგ დამირეკა გიორგი კირთაძემ ნაციონალური მოძრაობიდან და მთხოვა შევხვედროდი ორგანიზატორებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მოიყვანდნენ 14 შემსრულებელს და ასევე გაუშვებდნენ 4-5 ვიდეო მიმართვას, რაზეც ასევე შევთანხმდით.

მალე კვლავ შეიცვალა პირობები და აღმოჩნდა, რომ კონცერტის მსვლელობისას შემსრულებლებზე მეტი ოდენობის ვიდეო მიმართვა იყო დაგეგმილი, მათ შორის არა მხოლოდ ომის თემატიკაზე. ამასთან დაკავშირებით იქვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ კონცერტი რა თქმა უნდა, ისე ვერ ჩაივლიდა, რომ ომი არ ხსენებულიყო.. რადგან ომია! და ეს მე ძალიან კარგად ვიცი!

შევთანხმდით ასევე ტექსტზე, რომელიც წამყვანებს უნდა გაეჟღერებინათ (აქვე ქვემოთ გიზიარებთ მათ მიერ მოწოდებულ ტექსტს, რომელიც ჩემ მიერ იქნა დადასტურებული)TV 1-ის სიუჟეტში ჟურნალისტი მაქსიმალურად ცდილობს დააფიქსიროს, რომ მე სოფო ხალვაში, ომის ხსენების წინააღმდეგი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ცხადად უარყოფს ამას (იხ. კომენტარი სიუჟეტიდან: (აქვე ქვემოთ გიზიარებთ ვიდეოს) სამწუხაროდ ამ ფაქტის ინტერპრეტაცია სწორედ ისე მოხდა, როგორც პროვოკაციის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული, რასაც ადასტურებს ამ თემისადმი და ჩემდამი მიძღვნილი პოსტები და კომენტარები.

აქვე, საჭიროდ ვთვლი გაგიზიაროთ მიმოწერა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ კონცერტის ორგანიზებაზე თანხმობაა გაცემული და საუბარია მხოლოდ ფორმატზე, რადგან კონცერტისთვის სცენაა საჭირო, ხოლო მიმართვების და განცხადებების გაკეთებას არ სჭირდება სცენა, რადგან ეს შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაკეთდეს. ძვირფასო საზოგადოებავ! ძვირფასო ჟურნალისტებო! დღეს თოთოულ ჩვენგანს გვტკივა ის ვითარება, რომელიც უკრაინაშია!

თითოეული ჩვენგანი ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და მე, როგორც რიგითი მოქალაქე არაერთხელ ვყოფილვა იმ აქტივობების მხარდამჭერი, რომელიც უკრაინელი, თუ ქართველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ეძღვნება! ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არაერთი კონცეტრის ორგანიზებისთვის შემიწყვია ხელი, მათ შორის, სწორედ მე გახლდით სულ ახლახან სასტურმრო "მერიდიანში“ გამართული, უკრაიინელი ხალხისთვის მიძღვნილი კონცერტის მხარდამჭერი, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უკრაინელი შემსრულებელიც იღებდა მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ დღეს არ ხდება ინფორმაციის გადამოწმება და "სიტყვის თავისუფლება’’ - " ყველაფრის უფლებად’’ არის აღქმული!

იქნებ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ მთავარ ომს ჩვენ თავადვე ვუცხადებთ ერთმანეთს, როცა ამხელა სიძულვილის გამოვლენა შეგვიძლია! როცა შეგვიძლია, რომ ასე დაუნდობლად, ასე განუსჯელად დავადანაშაულოთ ადამიანები! როცა არ გვაინტერესებს სიმართლე და უპირობოდ ვიჯერებთ ყოველგვარ ცილისწამებას!

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ქალაქი და მიყვარს ადამიანები.მთელი ჩემი საქმიანობა სწორედ ამ სიყვარულის ასახვა და მტკიცებულებაა..მთელი გულით ვულოცავ უკრაინას და უკრაინელ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ იცხოვრონ მშვიდობიან, აყვავებულ ქვეყანაში, სადაც თითოეული ბავშვი, თითოეული ადამიანი ბედნიერი და თავისუფალი იქნება!" - წერს სოფო ხალვაში.