პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
sagzaokultura.ge – "თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა
sagzaokultura.ge – "თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა

"თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რა­ზე ზრუნ­ვას გა­ნაგ­რძობს. ახა­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ვებგ­ვერ­დის შექ­მნა სწო­რედ გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მის ნა­წი­ლია და მიზ­ნად ისა­ხავს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას.

სპე­ცი­ა­ლუ­რად კამ­პა­ნი­ის­თვის შექ­მნილ ვებგ­ვერ­დზე - sagzaokultura.ge-ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბას შეძ­ლე­ბენ, გა­ეც­ნო­ბი­ან უკვე შექ­მნილ 20 საგ­ზაო ნი­შანს და კულ­ტუ­რუ­ლი მარ­თვის შე­სა­ხებ სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

მა­რი­ამ კარ­კა­ლა­ია, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი: "კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვკი­თხეთ, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა აწუ­ხებ­დათ ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას. რო­გორც ვვა­რა­უ­დობ­დით, ეს სა­კი­თხი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და მწვა­ვე აღ­მოჩ­ნდა. გა­დავ­წყვი­ტეთ, შეგ­ვექ­მნა პლატ­ფორ­მა, სა­დაც კამ­პა­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მო­იყ­რი­და თავს და ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­ცე­მო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ კამ­პა­ნი­ას გა­მოხ­მა­უ­რე­ბო­და. თე­გე­ტა, რო­გორც ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი რე­გი­ონ­ში, მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს, რომ ეს სფე­რო ქვე­ყა­ნა­ში ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი, გვჯე­რა, ამ წე­სე­ბის დაც­ვა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის ჩვე­ვად და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქ­ცე­ვა და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა“.

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის კამ­პა­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის ცვლი­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მას­ზე მუ­შა­ო­ბის დროს ჰოლ­დინ­გში გა­და­წყვი­ტეს, პრო­ექ­ტში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოთ თა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი და აქ­ცენ­ტი მათ­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ და რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

ვებგ­ვერ­დის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია ახა­ლი საგ­ზაო ნიშ­ნის და­მა­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია სპე­ცი­ა­ლურ ველ­ში ჩა­წე­როს და გა­აგ­ზავ­ნოს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ის მან­კი­ე­რი ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა, რომ კამ­პა­ნი­ა­ში მოხ­ვდეს. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა და­მა­ტე­ბით 10 საგ­ზაო ნიშ­ნის შექ­მნა, რო­მელ­თა თე­მა­ტი­კაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე დაყ­რდნო­ბით შე­ირ­ჩე­ვა.

sagzaokultura.ge-ზე მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, შე­ავ­სოს ტეს­ტი და გა­ი­გოს, რამ­დე­ნად იც­ნობს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ შექ­მნილ ახალ ნიშ­ნებს. ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. კონ­ტენ­ტი მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლდე­ბა და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ბლო­გე­ბიც გან­თავ­სდე­ბა.

ვებგ­ვერ­დის დი­ზა­ინ­ზე, ისე­ვე რო­გორც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის შექ­მნა­ზე, "ჰოლი მო­ტორ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გუნ­დმა იმუ­შა­ვა.

---

"თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 29 სერ­ვის-ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 2500-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

sagzaokultura.ge – "თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა

sagzaokultura.ge – "თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა

"თეგეტა ჰოლდინგი“ საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვას განაგრძობს. ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდის შექმნა სწორედ გრძელვადიანი გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის კულტურის საკითხებზე საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.

სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე - sagzaokultura.ge-ზე მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან უკვე შექმნილ 20 საგზაო ნიშანს და კულტურული მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს.

მარიამ კარკალაია, "თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: "კამპანიის დაწყებამდე საზოგადოებას ვკითხეთ, ყველაზე მეტად რა აწუხებდათ ქალაქში გადაადგილებისას. როგორც ვვარაუდობდით, ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც კამპანიის მნიშვნელოვანი აქტივობები მოიყრიდა თავს და ასევე საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა, ამ კამპანიას გამოხმაურებოდა. თეგეტა, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი რეგიონში, მუდმივად ზრუნავს, რომ ეს სფერო ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. დროთა განმავლობაში კი, გვჯერა, ამ წესების დაცვა თითოეული მოქალაქისთვის ჩვევად და ყოველდღიურობად იქცევა და საგზაო მოძრაობის კულტურა გაუმჯობესდება“.

საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება. სწორედ ამიტომ მასზე მუშაობის დროს ჰოლდინგში გადაწყვიტეს, პროექტში აქტიურად ჩაერთოთ თავად საზოგადოების წევრები და აქცენტი მათთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაეკეთებინათ.

ვებგვერდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ახალი საგზაო ნიშნის დამატების შესაძლებლობაა. მომხმარებელს შეუძლია სპეციალურ ველში ჩაწეროს და გააგზავნოს საგზაო მოძრაობის მონაწილეების ის მანკიერი ჩვევები, რომლებიც უნდა, რომ კამპანიაში მოხვდეს. კამპანიის ფარგლებში იგეგმება დამატებით 10 საგზაო ნიშნის შექმნა, რომელთა თემატიკაც საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით შეირჩევა.

sagzaokultura.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეავსოს ტესტი და გაიგოს, რამდენად იცნობს საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ შექმნილ ახალ ნიშნებს. ვებგვერდზე განთავსებულია კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობაზე საუბრობენ. კონტენტი მუდმივად განახლდება და გარკვეული პერიოდულობით საგზაო მოძრაობის კულტურასთან დაკავშირებული საინტერესო ბლოგებიც განთავსდება.

ვებგვერდის დიზაინზე, ისევე როგორც ალტერნატიული საგზაო ნიშნების შექმნაზე, "ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების გუნდმა იმუშავა.

---

"თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვის-ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.