საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახრა ავიძბა გადარჩა, მაგრამ თანამებრძოლები დაკარგა" - აფხაზთა დანაკარგი უკრაინელების მიერ "პიატნაშკის" დაბომბვის შემდეგ და მზარდი უკმაყოფილება ოკუპირებულ რეგიონში
"ახრა ავიძბა გადარჩა, მაგრამ თანამებრძოლები დაკარგა" - აფხაზთა დანაკარგი უკრაინელების მიერ "პიატნაშკის" დაბომბვის შემდეგ და მზარდი უკმაყოფილება ოკუპირებულ რეგიონში

რამ­დე­ნი­მე დღეა უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია დო­ნეც­კის მიმ­დე­ბა­რედ, აფხა­ზი "მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან" შემ­დგა­რი ბა­ტა­ლი­ო­ნის, Пятнашка -ს გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ წერს. ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ლუ­განსკის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­მო­ქა­ლა­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, სერ­გეი გა­ი­და­ის გან­ცხა­დე­ბით, დო­ნეც­კის გა­რე­უ­ბან­ში "პი­ატ­ნაშ­კის" ბა­ტა­ლი­ო­ნის ბა­ზა­ზე აფეთ­ქე­ბა 22 აგ­ვის­ტოს, დი­ლით მოხ­და. შე­დე­გად, "ბევ­რი და­ი­ღუ­პა და და­იჭ­რა."

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, აფეთ­ქე­ბე­ბი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცავ­ში მოხ­და. დარ­ტყმა, სა­ვა­რა­უ­დოდ, HIMARS-ის მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მით გან­ხორ­ცი­ელ­და.

დო­ნეცკ­ში მომ­ხდარ მას­შტა­ბურ და­ბომბვა­ზე წერს რუ­სუ­ლი ria-ც, რომ­ლის რე­პორ­ტი­ო­რიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სწო­რედ იქა­უ­რო­ბას სტუმ­რობ­და და მე­ომ­რე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბა­ზე წერ­და.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ცე­მის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­პორ­ტა­ჟის მი­ხედ­ვით, "დო­ნეც­კის ფრონტზე გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი გა­მო­იკ­ვე­თა და რუსი და ად­გი­ლობ­რი­ვი რეს­პუბ­ლი­კუ­რი ჯა­რე­ბი მო­ბი­ლიზ­დნენ სამ­ხრე­თი­დან ავ­დი­ივ­კა­ზე თავ­დას­ხმის­თვის. სწო­რედ იქ არის თავ­მოყ­რი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის ლო­მის წილი დონ­ბას­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თით­ქმის სა­ზღვარ­ზე არი­ან ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ტა­ლი­ონ "პი­ატ­ნაშ­კის" სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრი­გა­დის მებ­რძო­ლე­ბი. მათი პო­ზი­ცი­ე­ბი ფრონ­ტის ხა­ზი­დან სულ რამ­დე­ნი­მე ასე­ულ მეტრშია."

"რიას" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში კი ნათ­ქვა­მია, რომ "დარ­ტყმა ოშა­ნის ჰი­პერ­მარ­კე­ტის მი­და­მო­ში მდე­ბა­რე სა­წყო­ბებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და".

შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ ამ და­ბომბვას დიდი ალ­ბა­თო­ბით, აფხა­ზი "მო­ხა­ლი­სე­ე­ბის" მე­თა­უ­რი, ახრა ავი­ძ­ბა ემსხვერ­პლა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არ­ხის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ "უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სი­ნად­ვი­ლე­ში მხო­ლოდ ერთი "უაზი" აა­ფეთ­ქეს."

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავი­ძ­ბა გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ის, რომ და­ნა­კარ­გი ძა­ლი­ან მცი­რეა, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნე­ვა. აფხა­ზე­ბის თქმით, მათ­მა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ" კარ­გად აით­ვი­სა რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვი და და­ნა­კარ­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბას ერ­თდრო­უ­ლად კი არა, პე­რი­ო­დუ­ლად აწ­ვდი­ან, რათა "პა­ტა­რა აფხა­ზეთ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრო­ტეს­ტი შემ­ცირ­დეს."

ზო­გი­ერ­თის თქმით, არც ავი­ძ­ბა­სა და არც სხვას, უკ­რა­ი­ნის ომში ძა­ლით არა­ვინ მიჰ­ყავს, "მო­ხა­ლი­სე­ე­ბი" იქ გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის ან შემ­დგო­მი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის და­პი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­დი­ან. "ისიც უნდა ეს­მო­დეთ, რომ ომი და სიკ­ვდი­ლი გარ­და­უ­ვა­ლი ცნე­ბე­ბია", - ამ­ბო­ბენ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ავი­ძ­ბას, ბოლო ხანს არც ის აქ­ტი­უ­რობს, რაც მის­გან ცოტა უჩ­ვე­უ­ლოა, რად­გან აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა პრო­ცესს აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბო­და

"მომ­ხრე­ე­ბი შე­მო­აკ­ლდა და თა­ვი­სი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­წყვი­ტა. ის ჩვენ, ხალ­ხმა გავ­ხა­დეთ გმი­რი და ამი­ტო­მაც ღირ­სი ვართ მის­გან ჭკუ­ის და­რი­გე­ბის. იმე­დია, ცო­ცხა­ლია. არა­ვის სიკ­ვდი­ლი არ მსურს, მაგ­რამ იქ­ნებ ვინ­მე იმით და­ინ­ტე­რეს­დეს, ავი­ძ­ბა 20-25 წლის ბი­ჭე­ბის გა­და­ბი­რე­ბით რა­ტომ არის და­კა­ვე­ბუ­ლი", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ლა­რი­სა ან­ქვა­ბი.

სხვე­ბის თქმით, ავი­ძ­ბა გა­მოც­დი­ლი კად­რია და ასე ად­ვი­ლად მო­სა­ხელ­თე­ბე­ლიც არ არის.

"მე გა­ვი­გე, რომ ახრა ავი­ძ­ბა გა­დარ­ჩა, მაგ­რამ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი და­კარ­გა. ახლა ნა­ხეთ მისი გამ­წა­რე­ბა. ის არა­ვის არა­ფე­რის პა­ტი­ობს", - წერს ენ­ვერ კვარ­ჩია.

ახრა ავი­ძ­ბა დონ­ბას­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში 2014 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს, ის "დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის" გმი­რია. უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ავი­ძ­ბა ძებ­ნილ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

ავი­ძ­ბას მი­მართ აფხა­ზეთ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბია, რად­გან მას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის რაულ ხა­ჯიმ­ბას "გა­და­ყე­ნე­ბა­ში".

2020 წლის ივ­ნის­ში ავი­ძ­ბა, აფხა­ზე­თის "პრე­ზი­დენ­ტის," ას­ლან ბჟა­ნი­ას თა­ნა­შემ­წედ და­ნიშ­ნეს, მას სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე ზრუნ­ვა ევა­ლე­ბო­და, რა­ზეც აფხა­ზე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რს წერ­დნენ ირო­ნი­უ­ლად. იმა­ვე წლის 9 ნო­ემ­ბერს, მან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა "სა­ერ­თო საქ­მი­სად­მი რწმე­ნის და­კარ­გვის" გამო. შემ­დეგ რამ­დნ­ჯერ­მე შე­ე­ცა­და რე­გი­ონ­ში მღელ­ვა­რე­ბის მუხ­ტი აე­წია, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო, რის გა­მოც მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, დო­ნეცკ­ში დაბ­რუნ­და და სა­ო­მარ პრო­ცე­სებ­ში ჩა­ერ­თო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

უარესი ხვდებათ მაგათ

ქართლელი
2

,,აფხაზი ერი ,,რუსეთის იმპერიის და საბჭოთა ბოლშევიზმის ფანტაზიის ნაყოფია! აფხაზი ქართული ეთნონიმია! მართებულია აფსუების ბატალიონი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ახრა ავიძბა გადარჩა, მაგრამ თანამებრძოლები დაკარგა" - აფხაზთა დანაკარგი უკრაინელების მიერ "პიატნაშკის" დაბომბვის შემდეგ და მზარდი უკმაყოფილება ოკუპირებულ რეგიონში

"ახრა ავიძბა გადარჩა, მაგრამ თანამებრძოლები დაკარგა" - აფხაზთა დანაკარგი უკრაინელების მიერ "პიატნაშკის" დაბომბვის შემდეგ და მზარდი უკმაყოფილება ოკუპირებულ რეგიონში

რამდენიმე დღეა უკრაინული მედია დონეცკის მიმდებარედ, აფხაზი "მოხალისეებისგან" შემდგარი ბატალიონის, Пятнашка -ს განადგურების შესახებ წერს. ekhokavkaza.com-ის ცნობით, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, დონეცკის გარეუბანში "პიატნაშკის" ბატალიონის ბაზაზე აფეთქება 22 აგვისტოს, დილით მოხდა. შედეგად, "ბევრი დაიღუპა და დაიჭრა."

თვითმხილველების თქმით, აფეთქებები საბრძოლო მასალის საცავში მოხდა. დარტყმა, სავარაუდოდ, HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით განხორციელდა.

დონეცკში მომხდარ მასშტაბურ დაბომბვაზე წერს რუსული ria-ც, რომლის რეპორტიორიც რამდენიმე დღის წინ სწორედ იქაურობას სტუმრობდა და მეომრების მოტივაციასა და საბრძოლო სულისკვეთებაზე წერდა.

რუსეთის სახელმწიფო გამოცემის მიერ მომზადებული რეპორტაჟის მიხედვით, "დონეცკის ფრონტზე გარდამტეხი მომენტი გამოიკვეთა და რუსი და ადგილობრივი რესპუბლიკური ჯარები მობილიზდნენ სამხრეთიდან ავდიივკაზე თავდასხმისთვის. სწორედ იქ არის თავმოყრილი უკრაინული ძალების ლომის წილი დონბასში. ამ მიმართულებით თითქმის საზღვარზე არიან ინტერნაციონალური ბატალიონ "პიატნაშკის" საერთაშორისო ბრიგადის მებრძოლები. მათი პოზიციები ფრონტის ხაზიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრშია."

"რიას" მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ "დარტყმა ოშანის ჰიპერმარკეტის მიდამოში მდებარე საწყობებზე განხორციელდა".

შემთხვევიდან რამდენიმე საათში გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ დაბომბვას დიდი ალბათობით, აფხაზი "მოხალისეების" მეთაური, ახრა ავიძბა ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით, რუსეთის "პირველი არხის" ეთერში განაცხადეს, რომ "უკრაინელებმა სინადვილეში მხოლოდ ერთი "უაზი" ააფეთქეს."

  • არსებული ინფორმაციით, ავიძბა გადარჩა, მაგრამ ის, რომ დანაკარგი ძალიან მცირეა, რუსული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევა. აფხაზების თქმით, მათმა "ხელმძღვანელობამ" კარგად აითვისა რუსული ნარატივი და დანაკარგების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას ერთდროულად კი არა, პერიოდულად აწვდიან, რათა "პატარა აფხაზეთში ადამიანური დანაკარგით გამოწვეული პროტესტი შემცირდეს."

ზოგიერთის თქმით, არც ავიძბასა და არც სხვას, უკრაინის ომში ძალით არავინ მიჰყავს, "მოხალისეები" იქ გარკვეული ანაზღაურების ან შემდგომი პრივილეგიების დაპირების სანაცვლოდ მიდიან. "ისიც უნდა ესმოდეთ, რომ ომი და სიკვდილი გარდაუვალი ცნებებია", - ამბობენ ოკუპირებულ აფხაზეთში.

  • რაც შეეხება ავიძბას, ბოლო ხანს არც ის აქტიურობს, რაც მისგან ცოტა უჩვეულოა, რადგან აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესს აქტიურად ეხმაურებოდა

"მომხრეები შემოაკლდა და თავისი თავის რეალიზაცია უკრაინაში გადაწყვიტა. ის ჩვენ, ხალხმა გავხადეთ გმირი და ამიტომაც ღირსი ვართ მისგან ჭკუის დარიგების. იმედია, ცოცხალია. არავის სიკვდილი არ მსურს, მაგრამ იქნებ ვინმე იმით დაინტერესდეს, ავიძბა 20-25 წლის ბიჭების გადაბირებით რატომ არის დაკავებული", - წერს ადგილობრივი ლარისა ანქვაბი.

სხვების თქმით, ავიძბა გამოცდილი კადრია და ასე ადვილად მოსახელთებელიც არ არის.

"მე გავიგე, რომ ახრა ავიძბა გადარჩა, მაგრამ თანამებრძოლები დაკარგა. ახლა ნახეთ მისი გამწარება. ის არავის არაფერის პატიობს", - წერს ენვერ კვარჩია.

ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს, ის "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" გმირია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ავიძბას მიმართ აფხაზეთში განსხვავებული განწყობებია, რადგან მას დიდი წვლილი მიუძღვის რაულ ხაჯიმბას "გადაყენებაში".

2020 წლის ივნისში ავიძბა, აფხაზეთის "პრეზიდენტის," ასლან ბჟანიას თანაშემწედ დანიშნეს, მას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე ზრუნვა ევალებოდა, რაზეც აფხაზები ძალიან ბევრს წერდნენ ირონიულად. იმავე წლის 9 ნოემბერს, მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" გამო. შემდეგ რამდნჯერმე შეეცადა რეგიონში მღელვარების მუხტი აეწია, მაგრამ ვერ შეძლო, რის გამოც მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავდა. უკრაინის ომის დაწყებისთანავე, დონეცკში დაბრუნდა და საომარ პროცესებში ჩაერთო.