ავტორი:

"ჩემი პერსპექტივები შეუძლებლად შემცირდა... გაუმარჯოს სოჭს და სევასტოპოლს" - რას წერს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც მის ქმარს კანადამ სანქციები დააკისრა

"ჩემი პერსპექტივები შეუძლებლად შემცირდა... გაუმარჯოს სოჭს და სევასტოპოლს" - რას წერს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც მის ქმარს კანადამ სანქციები დააკისრა

ვასილი ბროვკო, კრემლის პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის ქმარი, ბიზნესმენი და როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის სპეციალური დავალებების დირექტორი, კანადის ხელისუფლებამ სანქცირებულთა ახალ სიაში შეიყვანა.

სანქცირებულთა 62-კაციანი სია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

  • თავად თინამ ეს სიახლე იუმორით მიიღო და "ტელეგრამის" არხზე ირონიანარევი პოსტი გამოაქვეყნა:

"მაშ, მას შემდეგ, რაც კანადის ხელისუფლებამ ჩემი ქმარი შეიყვანა სანქციების ახალ სიაში და მის გარეშე მე არ ვისვენებ, ჩემი პერსპექტივები შეუძლებლად შემცირდა.

ნუ გამაფრენთ ახლა ჩემს შალეში კვებეკში კერძო თვითმფრინავით. არ ჩავჯდები ჩემს ექვსმეტრიან "მაიბახში," რომ არ დაინახოთ, როგორ გვესალმებიან კანადელი მსახურები მე და ჩემს ქმარს.

გაუმარჯოს სოჭს, ყირიმს და სევასტოპოლს!“ - წერს კანდელაკი.