ავტორი:

"ატყდა ამბავი, თითქოს საქართველოს რკინიგზა თავის ბილეთებს რუსულ ენაზე ბეჭდავს ... რეალურად ეს არის გაყალბებული და დამუშავებული" - რას წერს დაჩი ცაგურია

"ატყდა ამბავი, თითქოს საქართველოს რკინიგზა თავის ბილეთებს რუსულ ენაზე ბეჭდავს ... რეალურად ეს არის გაყალბებული და დამუშავებული" - რას წერს დაჩი ცაგურია

საქართელოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია "ფეისბუქში" წერს, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით გაყალბებულ ცნობებს ავრცელებს. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და დოკუმენტი, თითქოს საქართველოს რკინიგზა თავის ბილეთებს რუსულ ენაზე ბეჭდავს.

"ძვირფასო მეგობრებო, მინდა გამოვეხმაურო ფეიკნიუსების მომგონებლებს, ფაქტების დამმახინჯებლებს და ფაბრიკაციების უბადლო მცოდნეთა სექტას, სადაც მორიგი სიყალბე გამოაცხვეს, რომ თითქოს საქართველოს რკინიგზა თავის ბილეთებს რუსულ ენაზე ბეჭდავს და რა თქმა უნდა, ატყდა ამბავი - ჩვენ ვართ რუსეთის აგენტები და თან ეხლა "ოკუპანტების გასახარებლად" დაგვიწყია ეს უმსგავსო საქმე. ამ მავნებელებს, მინდა ვუთრა, რომ მათ მიერ დადებული ეს ბილეთი არის დამუშავებული ისე, რომ არ ჩანს, თუ რა ბილეთია და ხალხის შეცდომაში შესაყვანად. წაშლილია მთელი რიგი ინფორმაცია და შეგნებულად დატოვებულია ჩვენი ბლანკის ნაწილი და რუსული წარწერები. მოკლედ, რეალურად არის გაყალბებული და დამუშავებული ერევნის მატარებლის ბილეთი. აღნიშნულ მარშუტზე დადის ჩვენი მეზობელი ქვეყნის სომხეთის რკინიგზის საკუთრებაში არსებული მოძრავი შემადგენლობა, მატარებელიც მათია და სამგზავრო ბილეთიც შესაბამისად მათ ეკუთვნის, რომელიც საქართველოს რკინიგზის სალაროებშიც იყიდება. საქრთველოს რკინიგზა ბილეთებს ბეჭდავს "მათ შორის ერევნის რეისზეც" საქართველოს რკინიგზის არსებულ ბლანკზე ოღონდ იმ დადგენილი წესის შესაბამისად რაც აგერ უკვე 30 წელია არსებობს და ეს ბილეთებიც ასე გაიცემა ათეულობით წელია. მოკლედ, ძვირფასო "პატრიოტებო" ეს მატარებელი ეკუთვნის სომხეთის რკინიგზას, (ЗАО «Южно-кавказская железная дорога») ბილეთიც მათია, მოძრავი შადგენლობაც და კიდევ ერთ დეტალს გაგიმხელთ თუ ამას თქვენი ფაქიზი გულები გადაიტანს მაინც იცოდეთ, რომ სომხეთის რკინიგზის მფლობელი რუსეთის რკინიგზაა." - წერს ცაგურია,