ავტორი:

"აღარ მომწეროთ, რომ აქ ჩამოსვლა გინდათ! უკრაინას ადამიანების საკმარისი რესურსი გააჩნია, თვითონ გაუძლებენ. დროა, ჩვენს სამშობლოზე ვიფიქროთ" - ვანო ნადირაძის მიმართვა

"აღარ მომწეროთ, რომ აქ ჩამოსვლა გინდათ! უკრაინას ადამიანების საკმარისი რესურსი გააჩნია, თვითონ გაუძლებენ. დროა, ჩვენს სამშობლოზე ვიფიქროთ" - ვანო ნადირაძის მიმართვა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც უკრაინაში ომში წასვლის მოსურნე ქართველებს მიმართავს. როგოც ვანო ნადირაძე ამბობს, უკრაინას ახლა საკმარისი ადამიანური რესურსი გააჩნია და საქართველოდან იქ მოხალისეების საომრად ჩავსლის აზრს ვერ ხედავს.

"ძალიან ბევრი მწერს ჩამოსვლა მინდა, ომი მინდა. ომი საშინელებაა. საშინელება ის კი არ არის და არც იმის მეშინია, რომ დამჭრიან... დამჭრიან და ძაან მაგრად მეტკინება, მაგრამ ეს არ არის საშინელება. თუ მოვკვდები, არც ეგ არის არაფერი, ჩემს ფეხებს გავიგებ... ყველაზე საშინელება ისაა, რო შენს გვერდით კაცი კვდება და გეშინია, რომ ვერაფრით მიეხმარები.

საშინელებაა მეომარი რომ მოკვდება, უკანასკნელ გზაზე აცილებ და მის გაციებულ გულს ხელს დაადებ.

მოკლედ, არავინ მომწეროთ, ჩამოსვლა მინდა, ომი მინდა. მიხედეთ თქვენს თავს, მე არ მიჩუქანია თქვენთვის სიცოცხლე და არც მე მინდა წაგართვათ ჩემ გვერდით ყოფნით. გული გიძერთ? - იომეთ, მაგრამ მე არ მომწეროთ, რომ ჩამოვლა გინდათ.

უკრაინას ჰყავს ადამიანების საკმარისი რესურსი, რეზერვი ჰყავს უმაგრესი და თვითონ გაუძლებენ. მოდი, რა ჩვენს სამშობლოზე ვიფიქროთ, უკვე დროა. უკრაინისთვის საკმარისად დადეს ჩვენმა ბიჭებმა თავი. ამ დროისთვის უკრაინას საკმაო რესურსი აქვს, ახლა რომ ჩამოხვდიეთ ომში, ვერ ვხედავ აზრს.

როცა ძალიან უჭირდა უკრაინას, ის ქართველები ვინც ჩამოხვედით, ძალიან მაგრები ხართ ყველანი. მე აღარ მომწეროთ, რომ ჩამოსვლა გინდათ, მიხედეთ თქვენს სიცოცხლეს. თავდადება უკვე სამშობლოსთვის!" - ამბობს ვანო ნადირაძე ვიდეო მიმართვაში.