პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო "ტვ პირველი“ და "ფორმულა“ გააფრთხილა, "მთავარი არხი“ კი 118 688 67 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო "ტვ პირველი“ და "ფორმულა“ გააფრთხილა, "მთავარი არხი“ კი 118 688 67 ლარით დააჯარიმა

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ არა­წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის ეთერ­ში კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გან­თავ­სე­ბის გამო „ტვ პირ­ვე­ლი“ და „ფორ­მუ­ლა“ წე­რი­ლო­ბით გა­აფრ­თხი­ლა, „მთა­ვა­რი არხი“ კი მა­უ­წყებ­ლის წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის 1%-ით და­ა­ჯა­რი­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია ავ­რცე­ლებს.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია გან­მარ­ტავს, რომ საქ­მე ეხე­ბა 23 და 24 ივ­ნისს მა­უ­წყებ­ლე­ბის ეთე­რით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ორ­გოლს, რომ­ლის გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბაც ტე­ლე­ვი­ზი­ებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ ჰქონ­დათ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ორ­გოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას სა­ჩივ­რით პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მი­მარ­თა.

„რეკ­ლა­მის სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრის­თვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კი­სა და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ყუ­რა­დღე­ბა რო­გორც სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის ში­ნა­არსზე და კონ­ტექ­სტზე, ასე­ვე მის მი­ზან­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა. ვი­დე­ორ­გო­ლის შეს­წავ­ლი­სას კო­მი­სი­ამ და­ად­გი­ნა, რომ აშ­კა­რაა მა­უ­წყებ­ლე­ბის ეთერ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი რეკ­ლა­მის მი­ზა­ნი ერ­თის მხრივ, იყო 24 ივ­ნისს გა­სა­მარ­თი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბა, რომ მას­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტ მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ხოლო მე­ო­რეს მხრივ, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და მათი ლი­დე­რე­ბის უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში წარ­მო­ჩე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მო­ად­გენს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია პირ­თა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი წრი­სათ­ვის, ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის და მისი წევ­რე­ბის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი აზ­რის ფორ­მი­რე­ბას და მათი არ­ჩე­ვის ხელ­შეშ­ლას. გარ­და ამი­სა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თა­ვად მა­ნი­ფეს­ტა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ მი­იჩ­ნია, რომ სა­და­ვო ვი­დე­ორ­გო­ლი წარ­მო­ად­გენს პო­ლი­ტი­კურ რეკ­ლა­მას.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მკაც­რად არე­გუ­ლი­რებს პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში გან­თავ­სე­ბის სა­კითხს. „მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მა­უ­წყე­ბე­ლი, რო­გორც რეკ­ლა­მის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი, ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს მის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი რეკ­ლა­მის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა და არ უნდა და­უშ­ვას არა­სა­თა­ნა­დო რეკ­ლა­მის ეთერ­ში გან­თავ­სე­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო/პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა მა­უ­წყე­ბელს შე­ზღუ­დუ­ლი აქვს თუ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო/პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში გან­თავ­სე­ბა იკ­რძა­ლე­ბა კენ­ჭისყრამ­დე 50-ე დღემ­დე. კერ­ძოდ, რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა უნდა და­ი­წყოს კენ­ჭისყრამ­დე 50 დღით ადრე და დას­რულ­დეს კენ­ჭისყრამ­დე 8 სა­ა­თით ადრე, ხოლო მე­ო­რე ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში - მე­ო­რე ტუ­რის და­ნიშ­ვნის დღის მომ­დევ­ნო ორ­შა­ბა­თი­დან და უნდა დას­რულ­დეს კენ­ჭისყრამ­დე 8 სა­ა­თით ადრე. ვი­ნა­ი­დან 2022 წლის 23 და 24 ივ­ნისს არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, მა­უ­წყებ­ლებს არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მა. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არა­წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო/პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გან­თავ­სე­ბის გამო, მა­უ­წყებ­ლე­ბის სან­ქცი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ „ტვ პირ­ველ­სა“ და „ფორ­მუ­ლას“ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩა­უ­დე­ნი­ათ და მათ მი­მართ სან­ქცი­ის არც ერთი სახე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ მა­უ­წყებ­ლე­ბი წე­რი­ლო­ბით გა­აფრ­თხი­ლა. „მთა­ვა­რი არხი“ კი ანა­ლო­გი­უ­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის 2019, 2020 და 2021 წლებ­ში სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო­ბი­ლი 4-ჯერ იყო, ამას­თან, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „მთა­ვა­რი არ­ხის“ მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა მე­ო­რედ გან­ხორ­ცი­ელ­და და მა­უ­წყე­ბე­ლი უკვე იყო და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ მას კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცია, წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის 1%-ის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა, 118,688.67 ლარი და­ა­კის­რა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
G G
1

დახურეთ!!!!!! სამივე!!!!!

ქოცუნია
25

წინ

ლუსეთისაკენ!

ავტორი:

კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო "ტვ პირველი“ და "ფორმულა“ გააფრთხილა, "მთავარი არხი“ კი 118 688 67 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო "ტვ პირველი“ და "ფორმულა“ გააფრთხილა, "მთავარი არხი“ კი 118 688 67 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ საქმე ეხება 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის განთავსების უფლებაც ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

„რეკლამის სტატუსის განსაზღვრისთვის კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, ყურადღება როგორც სარეკლამო რგოლის შინაარსზე და კონტექსტზე, ასევე მის მიზანზე გაამახვილა. ვიდეორგოლის შესწავლისას კომისიამ დაადგინა, რომ აშკარაა მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი ერთის მხრივ, იყო 24 ივნისს გასამართი მანიფესტაციის რეკლამირება, რომ მასში მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების მიმართ უარყოფითი აზრის ფორმირებას და მათი არჩევის ხელშეშლას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას.

საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსების საკითხს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე. კერძოდ, რეკლამის განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე და დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში - მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე. ვინაიდან 2022 წლის 23 და 24 ივნისს არ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მაუწყებლებს არ ჰქონდათ უფლება განეთავსებინათ პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო, მაუწყებლების სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აღნიშნული კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ და მათ მიმართ სანქციის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. „მთავარი არხი“ კი ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 2019, 2020 და 2021 წლებში სამართალდამრღვევად ცნობილი 4-ჯერ იყო, ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მთავარი არხის“ მიერ აღნიშნული კანონდარღვევა მეორედ განხორციელდა და მაუწყებელი უკვე იყო დაჯარიმებული. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მას კანონით გათვალისწინებული სანქცია, წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა, 118,688.67 ლარი დააკისრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.