სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უზარმაზარი ემოციაა, თითქოს შვილი შეგეძინა" - 20 წლის მიტოვებული სახლის დაუჯერებელი გარდასახვა ბოდბისხევში: როგორ აქცია მარკუს მეტრეველმა ძველი სახლი ულამაზეს რანჩოდ
"უზარმაზარი ემოციაა, თითქოს შვილი შეგეძინა" - 20 წლის მიტოვებული სახლის დაუჯერებელი გარდასახვა ბოდბისხევში: როგორ აქცია მარკუს მეტრეველმა ძველი სახლი ულამაზეს რანჩოდ

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში არა­ერ­თი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლია, რო­მელ­თა პატ­რო­ნე­ბიც უმე­ტე­სად უცხო­ეთ­ში არი­ან. ზოგი ახერ­ხებს ამ სახ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბას, მი­ხედ­ვას, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად მა­ინც ყი­დი­ან და კარ-მი­და­მო­საც ახა­ლი პატ­რო­ნი უჩ­ნდე­ბა...

ასე, მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ­მა მარ­კუს მეტ­რე­ველ­მა "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რა­დი გვერ­დი­დან თა­ვის აუ­დი­ტო­რი­ას აც­ნო­ბა, რომ მის­მა ოჯახ­მა სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში (სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) ძვე­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა და მა­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვით, იქა­უ­რო­ბას ახა­ლი სი­ცო­ცხლე მი­ე­ცა.

სახ­ლი ყუ­რა­დღე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე და ძვე­ლი ელე­მენ­ტე­ბის შერ­წყმი­თაც იქ­ცევს.

ambebi.ge -ს მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი ახალ სახ­ლსა და გა­წე­ულ შრო­მა­ზე ესა­უბ­რე­ბა:

- ეს სახ­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხის შე­ნა­ძე­ნია. მე და დალი, ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვმოგ­ზა­უ­რობ­დით და ვე­ძებ­დით სა­ა­გა­რა­კედ ად­გილს. გვინ­დო­და, პა­ტა­რა სახ­ლი, რათა ჩვე­ნი მყუდ­რო თავ­შე­სა­ფა­რი მოგ­ვე­წყო. ყვე­ლა კუ­თხე მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ, მაგ­რამ მე­ტად კა­ხეთ­მა გა­მათ­ბო თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლით. აქ ბევ­რი რა­მაა ისე­თი, რაც გი­ზი­დავს, ღვი­ნის კულ­ტუ­რა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის თბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა...

მოკ­ლედ, სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში აღ­მოჩ­ნდა ძვე­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან სა­რე­მონ­ტო სახ­ლი, რა­ზეც სა­ბო­ლო­ოდ შევ­ჩერ­დით... სახ­ლში ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამ საქ­მე­ში დიდი შრო­მა, ენერ­გია ჩა­ი­დო. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ვა­კე­თეთ. რომ არა სიყ­ვა­რუ­ლი, არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­დან­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ძვე­ლი სახ­ლის­თვის თა­ვი­სი სახე არ დაგ­ვე­კარ­გა და მას­თან ახა­ლი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად შეგ­ვერ­წყა.

ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი ბევ­რს მო­ე­წო­ნა, და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და კო­მენ­ტა­რე­ბი მი­ვი­ღეთ, რა­მაც გა­მა­ხა­რა.

- სახ­ლი დიდი ხნის აშე­ნე­ბუ­ლია?

- სა­დღაც 40 წლის წინ აა­შე­ნეს, ცოტა ხანს იცხოვ­რეს და მერე უცხო­ეთ­ში წა­ვიდ­ნენ... აქ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის უცხოვ­რია. შინ და გა­რეთ ამის გამო რა­ღაც იდუ­მა­ლი გა­რე­მო იყო შექ­მნი­ლი. ეზო ლა­მის ტყედ იყო გა­დაქ­ცე­უ­ლი, მაგ­რამ აქა­უ­რო­ბა რომ და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ჩემი, ჩვე­ნი გა­რე­მო იყო და აქ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ქმნი­დით ძა­ლი­ან ლა­მაზ ატ­მოს­ფე­როს იმის­თვის, რომ სუ­ლი­ე­რი გან­ტვირ­თვა მიგ­ვე­ღო, თავი ბედ­ნი­ე­რად გვეგ­რძნო.

- სიძ­ვე­ლე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ და სი­ახ­ლე ძა­ლი­ან ფრთხი­ლად შე­უ­ხა­მეთ - ახა­ლი ფე­რე­ბით გა­ა­ცო­ცხლეთ. არ არის ცუდი...

- ასეა. მომ­წონს, როცა ვინ­ტა­ჟი თა­ნა­მედ­რო­ვეს­თა­ნაა შერ­წყმუ­ლი. მე და და­ლის ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გვქონ­და, ფე­რებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი სახ­ლი გვქო­ნო­და, ძვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე შტრი­ხე­ბით გაგ­ვე­ახ­ლე­ბი­ნა. ეს იყო მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ავიხ­დი­ნეთ.

- გე­მოვ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, ზოგი მთლი­ა­ნად გა­ა­თა­ნა­მედ­რო­ვებ­და და სახ­ლს მე­ტალპ­ლასტმა­სით, ლა­მი­ნა­ტით და­ფა­რავ­და...

- არა, ჩვენ ვერ წა­ვი­დო­დით ამ გზით, კა­ხურ სახ­ლს ეგ არ მო­უხ­დე­ბო­და. ძვე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო და ისე გა­ნა­ახ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, მა­ინც ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ავარ­ჩი­ეთ.

- ე.ი. ეს უფრო ძვი­რი ჯდე­ბა.

- კი. ხე­ლოს­ნე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ჯობ­და, ახა­ლი აგე­შე­ნე­ბი­ნა­თო. გა­და­კე­თე­ბა უფრო რთუ­ლია და ძვი­რი­აო. მაგ­რამ გვინ­დო­და, რა­ღაც ვინ­ტა­ჟუ­რი ატ­მოს­ფე­რო, უფრო რან­ჩო, ვიდ­რე ახა­ლი, სა­ო­ცა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი, ვილა-აპარ­ტა­მენ­ტი.

- სახ­ლში ძვე­ლი ავე­ჯიც დაგ­ხვდათ?

- ერ­თა­დერ­თი, რაც დაგ­ვხვდა, გარ­დე­რო­ბი იყო, რო­მე­ლიც მერე მე გან­ვა­ახ­ლე. რეს­ტავ­რა­ცია სა­კუ­თა­რი ხე­ლით ჩა­ვუ­ტა­რე. ხის ფერი ჰქონ­და და ახლა წი­თე­ლია. და­ვი­ნა­ხე თუ არა, ვთქვი, - ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­ახ­ლებ-მეთ­ქი. ზე­და­პი­რი მოვ­ხვე­წე და მერე შევ­ღე­ბე. ამის გარ­და ორი, ძვე­ლი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი სა­წო­ლიც იყო და მეტი არც არა­ფე­რი...

რე­მონ­ტი რომ და­ვას­რუ­ლეთ, ჩვე­ნი ნივ­თე­ბი გად­მო­ვი­ტა­ნეთ, ავე­ჯით შე­ვავ­სეთ და ახა­ლიც და­ვა­მა­ტეთ. ლა­მა­ზი, მყუდ­რო გა­რე­მო შე­იქ­მნა. ია­ტა­კიც ძვე­ლია, არ გა­მოგ­ვიც­ვლია. ისიც მო­იხ­ვე­წა და ნაც­რის­ფრად შევ­ღე­ბეთ. ლა­მი­ნა­ტი გა­ა­თა­ნა­მედ­რო­ვებ­და. სხვა­თა შო­რის, კარ­გი და მყა­რად აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლია. სა­ძირ­კვე­ლიც ძლი­ე­რია, ჩა­რე­ვა არ დას­ჭირ­და.

- სახ­ლს მა­რა­ნიც აქვს, ხომ?

- მა­რა­ნი აქვს და 6 ძა­ლი­ან დიდი ქვევ­რია იქ. მარ­ნის გა­ახ­ლე­ბა­საც ვეც­დე­ბით... გვაქვს უზარ­მა­ზა­რი ეზო, 2500 კვად­რა­ტი, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ხი­ლია - კა­კა­ლი, თხი­ლი, ქლი­ა­ვი, ლეღ­ვი... გავ­დი­ვარ ეზო­ში, ვწყვეტ და მი­ვირ­თმევ. ჯან­საღ პრო­დუქტს გე­ახ­ლე­ბით.

- ეზოს და­მუ­შა­ვე­ბა დას­ჭირ­დე­ბა...

- კი, ამა­ში ჩემი მშობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან. მარ­თლაც დიდი შრო­მა გავ­წი­ეთ ყვე­ლამ და ცხა­დია, ისევ ვშრო­მობთ. ახლა მე­ო­რე სარ­თუ­ლია გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ერთი სული მაქვს, რო­დის და­ვი­წყებთ და და­ვას­რუ­ლებთ. მერე ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი, ახ­ლო­ბე­ლი უნდა მო­ვიწ­ვიო და მო­ვუყ­ვე, რა რო­გორ გა­ვა­კე­თეთ. რამ­ხე­ლა შრო­მა ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში.

- დიდი ენერ­გია და­ი­ხარ­ჯა, მაგ­რამ მგო­ნი, აზარ­ტუ­ლი შრო­მაა, ხომ?

- კი. უზარ­მა­ზა­რი აზარ­ტია, უზარ­მა­ზა­რი ემო­ცი­აა და ისე­თი, თით­ქოს შვი­ლი შე­გე­ძი­ნა. მარ­თლა შვი­ლის და­ბა­დე­ბას ჰგავს. მერე გინ­და, რომ ყო­ველ აგურს მო­უფრ­თხილ­დე, სახ­ლის თი­თო­ე­უ­ლი ქვა აღად­გი­ნო. ყვე­ლა­ფერს დიდი ყუ­რა­დღე­ბით და სით­ბო­თი ეკი­დე­ბი. ად­გი­ლიც კარ­გია. 5 წუთ­ში მიხ­ვალ ბოდ­ბის მო­ნას­ტრამ­დე, აქ­ვეა სიღ­ნა­ღი, წნო­რი. გარ­შე­მო არის სი­ცო­ცხლე. თუ მო­გინ­დე­ბა, ცოტა თა­ნა­მედ­რო­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დაჯ­დე, გახ­ვალ სიღ­ნაღ­ში რო­მე­ლი­მე კა­ფე­ში, თუ სოფ­ლუ­რი ვა­რი­ანტს ისურ­ვებ, ამა­საც იპო­ვი. დიდი არ­ჩე­ვა­ნია.

ახლა ყვე­ლა­ნი აქ ვართ. დედა ამ წუ­თას ტყე­მალს აკე­თებს და ჩემი მე­უღ­ლე ეხ­მა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბოს­ტანს, ჩვე­ნი­ვე პა­მი­დო­რი გვაქვს, კიტ­რი, ბად­რი­ჯა­ნი, წი­წა­კა. ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩემ­მა და მა­მა­ჩემ­მა და­თე­სეს, დარ­გეს და მო­იყ­ვა­ნეს. რაც ოჯახს სჭირ­დე­ბა, არის ბოს­ტან­ში. ვე­ნა­ხიც მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო, გა­ვა­სუფ­თა­ვეთ, სრუ­ლი­ად, მივ­ხე­დეთ. ეზოს სა­რე­ვე­ლას­გან ვწმენდთ, ყო­ველ მე­ო­რე დღეს ხე­ხილს ვრწყავ. ვფიქ­რობთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ ქათ­მე­ბიც და ინ­და­უ­რე­ბიც მო­ვა­შე­ნოთ.

- სახ­ლი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს ფუნ­ქცი­ა­საც ხომ არ შე­ი­ძენს?

- ეს მე­გობ­რებ­მაც მირ­ჩი­ეს, მაგ­რამ არ მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის გა­ვა­კე­თეთ, თუმ­ცა ვნა­ხოთ. მე­ო­რე სარ­თულს უფრო აქვს ის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ სას­ტუმ­როს მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცეს.

სხვა­თა შო­რის, რე­გი­ონ­ში ბევ­რმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა იყი­და სახ­ლი და არე­მონ­ტე­ბენ. ეს ტენ­დენ­ცია მა­ხა­რებს, რა­ღაც და­ი­ქო­ქა, ახალ­გაზ­რდე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში გა­დი­ან, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. მე­ტად კი ის მი­ხა­რია, ჩემი სოფ­ლის უბან­ში რომ გავ­დი­ვარ, სა­ო­ცა­რი მე­ზობ­ლე­ბი მხვდე­ბი­ან, თვი­თონ ქა­ლაქ­შიც, წნორ­ში ასე­თე­ბი არი­ან. უხა­რი­ათ რომ აქ სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, დავ­ბი­ნავ­დით. აი, ასე­თი კარ­გი და ლა­მა­ზი სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­რე­მო­ში ვართ.

- კარ­გია, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბის სურ­ვი­ლიც იყო ეს და ყვე­ლამ ერ­თად სა­ერ­თო ძა­ლე­ბით და­ი­წყეთ საქ­მე...

- ნამ­დვი­ლად. ჩემი მე­უღ­ლის, დალი ხა­ბუ­ლი­ა­ნის დიდი წვლი­ლია ამ სახ­ლის გა­ნახ­ლე­ბა­ში. სა­კუ­თა­რი ხე­ლით აკე­თებ­და ბევრ რა­მეს, მეხ­მა­რე­ბო­და და ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით. დღემ­დე ასეა, ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში დგო­მით მივ­დი­ვართ წინ, ვა­შე­ნებთ სიყ­ვა­რუ­ლის სახ­ლს.

- რო­გო­რია სა­მო­მავ­ლოდ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი?

- სა­ბო­ლო­ოდ მინ­და, მალე ვნა­ხო სა­ბო­ლოო შე­დე­გი, რაც ჩა­ვი­ფიქ­რეთ. ასე­ვე ის ხალ­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­მა­ბედ­ნი­ე­რებს და უფრო ააჟ­ღე­რებს ჩემს გა­რე­მოს და შეს­ძენს ამ სახ­ლს სი­ცო­ცხლეს, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლით გან­ვა­ახ­ლეთ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ,ძალიან კარგი საქმე წამოგიწყიათ...ბევრი ახალი პატრონი მიტოვებულ სახლებს,ეს გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას...

ლელა
22

გვარი მეტრეველი რაჭიდანაა და ჯობდა რაჭაში შეგეძინათ, რაჭისნაირ სამოთხეს მართლა ვერავინ ნახავთ დედამიწაზე, სასწაული ენერგეტიკაა რაჭაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"უზარმაზარი ემოციაა, თითქოს შვილი შეგეძინა" - 20 წლის მიტოვებული სახლის დაუჯერებელი გარდასახვა ბოდბისხევში: როგორ აქცია მარკუს მეტრეველმა ძველი სახლი ულამაზეს რანჩოდ

"უზარმაზარი ემოციაა, თითქოს შვილი შეგეძინა" - 20 წლის მიტოვებული სახლის დაუჯერებელი გარდასახვა ბოდბისხევში: როგორ აქცია მარკუს მეტრეველმა ძველი სახლი ულამაზეს რანჩოდ

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი მიტოვებული სახლია, რომელთა პატრონებიც უმეტესად უცხოეთში არიან. ზოგი ახერხებს ამ სახლების განახლებას, მიხედვას, თუმცა ძირითადად მაინც ყიდიან და კარ-მიდამოსაც ახალი პატრონი უჩნდება...

ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მომღერალმა მარკუს მეტრეველმა "ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან თავის აუდიტორიას აცნობა, რომ მისმა ოჯახმა სოფელ ბოდბისხევში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) ძველი სახლი შეიძინა და მათივე აქტიური ძალისხმევით, იქაურობას ახალი სიცოცხლე მიეცა.

სახლი ყურადღებას თანამედროვე და ძველი ელემენტების შერწყმითაც იქცევს.

ambebi.ge -ს მარკუს მეტრეველი ახალ სახლსა და გაწეულ შრომაზე ესაუბრება:

- ეს სახლი ჩვენი ოჯახის შენაძენია. მე და დალი, ჩემი მეორე ნახევარი, საქართველოს მასშტაბით ვმოგზაურობდით და ვეძებდით სააგარაკედ ადგილს. გვინდოდა, პატარა სახლი, რათა ჩვენი მყუდრო თავშესაფარი მოგვეწყო. ყველა კუთხე მოვინახულეთ, მაგრამ მეტად კახეთმა გამათბო თავისი სიყვარულით. აქ ბევრი რამაა ისეთი, რაც გიზიდავს, ღვინის კულტურაზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს ყველაფერი ჩემთვის თბილი და სასიამოვნოა...

მოკლედ, სოფელ ბოდბისხევში აღმოჩნდა ძველი, მიტოვებული, ძალიან სარემონტო სახლი, რაზეც საბოლოოდ შევჩერდით... სახლში ცხოვრება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამ საქმეში დიდი შრომა, ენერგია ჩაიდო. რაც მთავარია, ყველაფერი დიდი სიყვარულით გავაკეთეთ. რომ არა სიყვარული, არაფერი გამოვიდოდა. რაც მთავარია, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ძველი სახლისთვის თავისი სახე არ დაგვეკარგა და მასთან ახალი ძალიან ფრთხილად შეგვერწყა.

ჩვენი ნამუშევარი ბევრს მოეწონა, დადებითი შეფასება და კომენტარები მივიღეთ, რამაც გამახარა.

- სახლი დიდი ხნის აშენებულია?

- სადღაც 40 წლის წინ ააშენეს, ცოტა ხანს იცხოვრეს და მერე უცხოეთში წავიდნენ... აქ 20 წლის განმავლობაში არავის უცხოვრია. შინ და გარეთ ამის გამო რაღაც იდუმალი გარემო იყო შექმნილი. ეზო ლამის ტყედ იყო გადაქცეული, მაგრამ აქაურობა რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი, ჩვენი გარემო იყო და აქ აუცილებლად შევქმნიდით ძალიან ლამაზ ატმოსფეროს იმისთვის, რომ სულიერი განტვირთვა მიგვეღო, თავი ბედნიერად გვეგრძნო.

- სიძველე შეინარჩუნეთ და სიახლე ძალიან ფრთხილად შეუხამეთ - ახალი ფერებით გააცოცხლეთ. არ არის ცუდი...

- ასეა. მომწონს, როცა ვინტაჟი თანამედროვესთანაა შერწყმული. მე და დალის ჩაფიქრებული გვქონდა, ფერებში გადაწყვეტილი სახლი გვქონოდა, ძველი თანამედროვე შტრიხებით გაგვეახლებინა. ეს იყო მთავარი სურვილი, რომელიც ავიხდინეთ.

- გემოვნება სხვადასხვანაირია, ზოგი მთლიანად გაათანამედროვებდა და სახლს მეტალპლასტმასით, ლამინატით დაფარავდა...

- არა, ჩვენ ვერ წავიდოდით ამ გზით, კახურ სახლს ეგ არ მოუხდებოდა. ძველი მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნო და ისე განაახლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაინც ეს მიმართულება ავარჩიეთ.

- ე.ი. ეს უფრო ძვირი ჯდება.

- კი. ხელოსნები რომ მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ, ჯობდა, ახალი აგეშენებინათო. გადაკეთება უფრო რთულია და ძვირიაო. მაგრამ გვინდოდა, რაღაც ვინტაჟური ატმოსფერო, უფრო რანჩო, ვიდრე ახალი, საოცარი ტექნოლოგიებით აშენებული სახლი, ვილა-აპარტამენტი.

- სახლში ძველი ავეჯიც დაგხვდათ?

- ერთადერთი, რაც დაგვხვდა, გარდერობი იყო, რომელიც მერე მე განვაახლე. რესტავრაცია საკუთარი ხელით ჩავუტარე. ხის ფერი ჰქონდა და ახლა წითელია. დავინახე თუ არა, ვთქვი, - ამას აუცილებლად გავაახლებ-მეთქი. ზედაპირი მოვხვეწე და მერე შევღებე. ამის გარდა ორი, ძველი, გამოუსადეგარი საწოლიც იყო და მეტი არც არაფერი...

რემონტი რომ დავასრულეთ, ჩვენი ნივთები გადმოვიტანეთ, ავეჯით შევავსეთ და ახალიც დავამატეთ. ლამაზი, მყუდრო გარემო შეიქმნა. იატაკიც ძველია, არ გამოგვიცვლია. ისიც მოიხვეწა და ნაცრისფრად შევღებეთ. ლამინატი გაათანამედროვებდა. სხვათა შორის, კარგი და მყარად აშენებული სახლია. საძირკველიც ძლიერია, ჩარევა არ დასჭირდა.

- სახლს მარანიც აქვს, ხომ?

- მარანი აქვს და 6 ძალიან დიდი ქვევრია იქ. მარნის გაახლებასაც ვეცდებით... გვაქვს უზარმაზარი ეზო, 2500 კვადრატი, სადაც ყველანაირი ხეხილია - კაკალი, თხილი, ქლიავი, ლეღვი... გავდივარ ეზოში, ვწყვეტ და მივირთმევ. ჯანსაღ პროდუქტს გეახლებით.

- ეზოს დამუშავება დასჭირდება...

- კი, ამაში ჩემი მშობლები მეხმარებიან. მართლაც დიდი შრომა გავწიეთ ყველამ და ცხადია, ისევ ვშრომობთ. ახლა მეორე სართულია გასაკეთებელი და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ და დავასრულებთ. მერე ყველა ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი, ახლობელი უნდა მოვიწვიო და მოვუყვე, რა როგორ გავაკეთეთ. რამხელა შრომა ჩაიდო ამ საქმეში.

- დიდი ენერგია დაიხარჯა, მაგრამ მგონი, აზარტული შრომაა, ხომ?

- კი. უზარმაზარი აზარტია, უზარმაზარი ემოციაა და ისეთი, თითქოს შვილი შეგეძინა. მართლა შვილის დაბადებას ჰგავს. მერე გინდა, რომ ყოველ აგურს მოუფრთხილდე, სახლის თითოეული ქვა აღადგინო. ყველაფერს დიდი ყურადღებით და სითბოთი ეკიდები. ადგილიც კარგია. 5 წუთში მიხვალ ბოდბის მონასტრამდე, აქვეა სიღნაღი, წნორი. გარშემო არის სიცოცხლე. თუ მოგინდება, ცოტა თანამედროვე სიტუაციაში დაჯდე, გახვალ სიღნაღში რომელიმე კაფეში, თუ სოფლური ვარიანტს ისურვებ, ამასაც იპოვი. დიდი არჩევანია.

ახლა ყველანი აქ ვართ. დედა ამ წუთას ტყემალს აკეთებს და ჩემი მეუღლე ეხმარება. რაც შეეხება ბოსტანს, ჩვენივე პამიდორი გვაქვს, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა. ყველაფერი დედაჩემმა და მამაჩემმა დათესეს, დარგეს და მოიყვანეს. რაც ოჯახს სჭირდება, არის ბოსტანში. ვენახიც მიტოვებული იყო, გავასუფთავეთ, სრულიად, მივხედეთ. ეზოს სარეველასგან ვწმენდთ, ყოველ მეორე დღეს ხეხილს ვრწყავ. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ ქათმებიც და ინდაურებიც მოვაშენოთ.

- სახლი საოჯახო სასტუმროს ფუნქციასაც ხომ არ შეიძენს?

- ეს მეგობრებმაც მირჩიეს, მაგრამ არ მინდა, ყველაფერი ჩვენთვის გავაკეთეთ, თუმცა ვნახოთ. მეორე სართულს უფრო აქვს ის პოტენციალი, რომ სასტუმროს მიმართულება მიეცეს.

სხვათა შორის, რეგიონში ბევრმა ჩემმა მეგობარმა იყიდა სახლი და არემონტებენ. ეს ტენდენცია მახარებს, რაღაც დაიქოქა, ახალგაზრდები რეგიონებში გადიან, რაც ძალიან კარგია. მეტად კი ის მიხარია, ჩემი სოფლის უბანში რომ გავდივარ, საოცარი მეზობლები მხვდებიან, თვითონ ქალაქშიც, წნორში ასეთები არიან. უხარიათ რომ აქ სახლი შევიძინეთ, დავბინავდით. აი, ასეთი კარგი და ლამაზი სასიყვარულო გარემოში ვართ.

- კარგია, რომ ოჯახის წევრების სურვილიც იყო ეს და ყველამ ერთად საერთო ძალებით დაიწყეთ საქმე...

- ნამდვილად. ჩემი მეუღლის, დალი ხაბულიანის დიდი წვლილია ამ სახლის განახლებაში. საკუთარი ხელით აკეთებდა ბევრ რამეს, მეხმარებოდა და ერთმანეთს ვეხმარებით. დღემდე ასეა, ერთმანეთის მხარში დგომით მივდივართ წინ, ვაშენებთ სიყვარულის სახლს.

- როგორია სამომავლოდ თქვენი სურვილები?

- საბოლოოდ მინდა, მალე ვნახო საბოლოო შედეგი, რაც ჩავიფიქრეთ. ასევე ის ხალხი, საზოგადოება, რომელიც გამაბედნიერებს და უფრო ააჟღერებს ჩემს გარემოს და შესძენს ამ სახლს სიცოცხლეს, რომელიც სიყვარულით განვაახლეთ.