მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ!" - როგორ გაუშვილეს ჭიათურელ ოჯახს ვაჟი: დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები
"დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ!" - როგორ გაუშვილეს ჭიათურელ ოჯახს ვაჟი: დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები

"40 წლის წინ ჭი­ა­თუ­რის სამ­შო­ბი­ა­რო­ში "გარ­დაც­ვლი­ლი" და თბი­ლი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­დან გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი... დე­დას 40 წელი ატი­რეს შვი­ლი და ჩვენ ცო­ცხა­ლი მი­ვუყ­ვა­ნეთ! ამა­ზე ვინ აგებთ პა­სუხს, ვინ?“ - წერს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ ხვდე­ბი­ან დედა-შვი­ლი პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს. შემ­თხვე­ვა შარ­შან მოხ­და, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლისტ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ჯგუ­ფის "ვე­ძებ“ სა­შუ­ა­ლე­ბით კი­დევ ერ­თმა დედა-შვილ­მა იპო­ვა ერ­თმა­ნე­თი...

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:

- ეს ამ­ბა­ვი შარ­შან მოხ­და. ის­ტო­რია ასე­თია - ჭი­ა­თუ­რა­ში დე­დამ ბიჭი გა­ა­ჩი­ნა და უთხრეს, რომ ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ბიჭი გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში, კა­მო­ზე. მშვი­ლე­ბელ მშობ­ლებს უთხრეს, რომ ბავ­შვი დე­დამ და­ტო­ვა და შე­იყ­ვა­ნეს ოთახ­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი იყო და უთხრეს, აერ­ჩი­ათ. მშვი­ლებ­ლებ­მა ეს ბიჭი აირ­ჩი­ეს. რო­დე­საც ბავ­შვი მოჰ­ყავ­დათ, უარი ბავ­შვის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის მა­გი­ერ და­ა­წე­რი­ნეს მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­როს და­რაჯს. მაგ­რამ აღ­მზრდე­ლებ­მა იცოდ­ნენ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის გვა­რე­ბი.

რო­დე­საც ჯგუ­ფი გა­ვა­კე­თეთ, გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბი­ჭის მე­უღ­ლე დაგ­ვი­კავ­შირ­და და მოგ­ვიყ­ვა ქმრის ის­ტო­რია. ოღონდ ქალ­მა არ იცო­და, რომ მისი ქმა­რი ჭი­ა­თუ­რა­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, რად­გან სა­ბუ­თებ­ში თბი­ლი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. რო­დე­საც ის­ტო­რია ჯგუფ­ში დავ­წე­რეთ, მსგავ­სე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა ძმამ, ერ­თმა­ნეთს მარ­თლაც ჰგავ­დნენ და მხო­ლოდ ამ მსგავ­სე­ბის გამო გა­ა­კე­თეს გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი... მო­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი.

ახლა ეს ოჯა­ხი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს...

- თა­მუ­ნა, ხში­რად წერთ, მსგავს ის­ტო­რი­ებ­ზე, რო­დე­საც დე­დას უთხრეს, რომ შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და რე­ა­ლუ­რად ბავ­შვი გა­ყი­დეს... აქამ­დე ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი თუ დამ­დგა­რა.

- არა­სო­დეს, რად­გან ეს საქ­მე­ე­ბი ხან­დაზ­მუ­ლია და პა­სუ­ხი არა­ვის მო­ე­კი­თხე­ბა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დე­დე­ბი, რომ­ლებ­მაც იმ­შო­ბი­ა­რეს, ვერ ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნეს, რად­გან სამ­შო­ბი­ა­რო­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა მათი მშო­ბი­ა­რო­ბა. ვის უნდა მო­თხო­ვონ პა­სუ­ხი.

- ამ დრო­ის­თვის რამ­დენ­მა ოჯახ­მა იპო­ვა და­კარ­გუ­ლი შვი­ლი...

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ ვინც და­ვა­კავ­ში­რეთ, 500-ზე მეტი ოჯა­ხია, მაგ­რამ ჩვენს გა­რე­შეც იკე­თე­ბენ გე­ნე­ტი­კურ ანა­ლიზს და ეძე­ბენ მშობ­ლე­ბი და­კარ­გულ შვი­ლებს, ეს მო­ნა­ცე­მი არ გვაქვს...

  • თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ის­ტო­რი­აც მსგავ­სია, მან უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში გა­ი­გო, რომ ის იშ­ვი­ლეს. მას შემ­დეგ ბი­ლო­გი­ურ დე­დას ეძებს, მაგ­რამ ამ დრომ­დე მისი გაშ­ვი­ლე­ბის საქ­მე­ში ახა­ლი არა­ფე­რია...
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lola
2

საწყალი ქალი, ამას ელდისგან შეიძლება რამე დაემარტოს!

დიდხანს იცოხლეთ და იბედნიერეთ!

როგორ გვანან!

 

 

!!!
2

მაგ პერიოდში მეორე სამშობიაროში ყველა სადავე ხელთ ქონდათ სამედიცინოს ლექტორებს---- აზა ფადიაური, კლარა გეგეშიძე. ---არავის ბრალს არ ვდებ, ვწერ იმას რაც იყო! არც იქნებიან ცოცხალი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ!" - როგორ გაუშვილეს ჭიათურელ ოჯახს ვაჟი: დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები

"დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ!" - როგორ გაუშვილეს ჭიათურელ ოჯახს ვაჟი: დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები

"40 წლის წინ ჭიათურის სამშობიაროში "გარდაცვლილი" და თბილისის მეორე სამშობიაროდან გაშვილებული ბავშვი... დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ! ამაზე ვინ აგებთ პასუხს, ვინ?“ - წერს თამუნა მუსერიძე და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდებიან დედა-შვილი პირველად ერთმანეთს. შემთხვევა შარშან მოხდა, როდესაც ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის ჯგუფის "ვეძებ“ საშუალებით კიდევ ერთმა დედა-შვილმა იპოვა ერთმანეთი...

თამუნა მუსერიძე:

- ეს ამბავი შარშან მოხდა. ისტორია ასეთია - ჭიათურაში დედამ ბიჭი გააჩინა და უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ეს ბიჭი გადაიყვანეს თბილისის მეორე სამშობიაროში, კამოზე. მშვილებელ მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვი დედამ დატოვა და შეიყვანეს ოთახში, სადაც რამდენიმე ბავშვი იყო და უთხრეს, აერჩიათ. მშვილებლებმა ეს ბიჭი აირჩიეს. როდესაც ბავშვი მოჰყავდათ, უარი ბავშვის ბიოლოგიური მამის მაგიერ დააწერინეს მეორე სამშობიაროს დარაჯს. მაგრამ აღმზრდელებმა იცოდნენ ბიოლოგიური მშობლების გვარები.

როდესაც ჯგუფი გავაკეთეთ, გაშვილებული ბიჭის მეუღლე დაგვიკავშირდა და მოგვიყვა ქმრის ისტორია. ოღონდ ქალმა არ იცოდა, რომ მისი ქმარი ჭიათურაში იყო დაბადებული, რადგან საბუთებში თბილისის მეორე სამშობიარო იყო მითითებული. როდესაც ისტორია ჯგუფში დავწერეთ, მსგავსება აღმოაჩინა ძმამ, ერთმანეთს მართლაც ჰგავდნენ და მხოლოდ ამ მსგავსების გამო გააკეთეს გენეტიკური ანალიზი... მოვიდა დადებითი პასუხი.

ახლა ეს ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს...

- თამუნა, ხშირად წერთ, მსგავს ისტორიებზე, როდესაც დედას უთხრეს, რომ შვილი გარდაიცვალა და რეალურად ბავშვი გაყიდეს... აქამდე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი თუ დამდგარა.

- არასოდეს, რადგან ეს საქმეები ხანდაზმულია და პასუხი არავის მოეკითხება. არის შემთხვევები, როდესაც დედები, რომლებმაც იმშობიარეს, ვერ ამტკიცებენ, რომ ბავშვი გააჩინეს, რადგან სამშობიაროში არ ფიქსირდება მათი მშობიარობა. ვის უნდა მოთხოვონ პასუხი.

- ამ დროისთვის რამდენმა ოჯახმა იპოვა დაკარგული შვილი...

- ოფიციალურად ჩვენ ვინც დავაკავშირეთ, 500-ზე მეტი ოჯახია, მაგრამ ჩვენს გარეშეც იკეთებენ გენეტიკურ ანალიზს და ეძებენ მშობლები დაკარგულ შვილებს, ეს მონაცემი არ გვაქვს...

  • თამუნა მუსერიძის ისტორიაც მსგავსია, მან უკვე ზრდასრულ ასაკში გაიგო, რომ ის იშვილეს. მას შემდეგ ბილოგიურ დედას ეძებს, მაგრამ ამ დრომდე მისი გაშვილების საქმეში ახალი არაფერია...