ავტორი:

იუპიტერი ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში - შთამბეჭდავი კადრი

იუპიტერი ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში - შთამბეჭდავი კადრი

მსოფლიოს ახალი და ყველაზე დიდი, გასაოცარი შესაძლებლობების მქონე კოსმოსური ტელესკოპი სამყაროს სულ სხვა ფერებით გვიჩვენებს. საუბარია ჯეიმს ვების ტელესკოპზე, რომლის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც ნასა დროდადრო საზოგადოებას უზიარებს.

ამჯერად იუპიტერის ფოტო გამოაქვეყნეს. ეს არის პლანეტის აქამდე არსებულ ფოტოებს შორის ყველაზე მაღალი გარჩევადობის, ყველაზე ხასხასა კადრი.

"ასეთი იუპიტერი აქამდე არ გვინახავს, ეს შთამბეჭდავია“, - ამბობს ასტრონომი კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი იმკ დე პიტერი. მისივე თქმით, ეს ფოტო მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის შესახებ წარმოდგენებს ცვლის.

ფოტოები ტელესკოპის ინფრაწითელმა კამერამ გადაიღო და ვინაიდან ინფრაწითელ სინათლეს ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს, მეცნიერებმა გამოიყენეს სპეციალური ტექნოლოგია მის დასამუშავებლად, რათა ფოტო ადამიანის თვალისთვის აღსაქმელი ყოფილიყო.