პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა დარია დუგინას გარდაცვალების საკითხზე, რომელიც დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
პუტინმა დუგინას ოჯახს მიუსამძიმრა და მის სიკვდილს "მზაკვრული, სასტიკი დანაშაული“ უწოდა.
"მზაკვრულმა, სასტიკმა მკვლელობამ დარია დუგინას სიცოცხლე შეწყვიტა, რომელიც იყო ნათელი, დიდი ტალანტის მქონე ადამიანი, ნამდვილი რუსული გულით - კეთილი, მოსიყვარულე და ღია ადამიანი. ის იყო ჟურნალისტი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, სამხედრო კორესპონდენტი. ის გულწრფელად ემსახურებოდა სამშობლოს. საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი“, - ნათქვამია კრემლის ლიდერის სამძიმრში.
შეგახსენებთ, რომ დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.
იხილეთ ასევე: