ავტორი:

"ვიღაცამ ან ისევ დაუდევრად მოწია, ან "ციდან ქვები“ ჩამოცვივდა" - დონეცკში რუსულ-აფხაზური ბატალიონის, "პიატნაშკას“ ბაზა იწვის

"ვიღაცამ ან ისევ დაუდევრად მოწია, ან "ციდან ქვები“ ჩამოცვივდა" - დონეცკში რუსულ-აფხაზური ბატალიონის, "პიატნაშკას“ ბაზა იწვის

ოკუპირებული დონეცკის გარეუბანში რუსულ-აფხაზური ბატალიონის "პიატნაშკას“ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"კარგი ამბავი. ახლა დონეცკში, ვიღაცამ ან ისევ დაუდევრად მოწია, ან "ციდან ქვები“ ჩამოცვივდა - ინტერნაციონალური ბანდის, ცნობილი "პიატნაშკას“ ბაზას ცეცხლი გაუჩნდა“, - აცხადებს გაიდაი.

მისი თქმით, მოწინააღმდეგის მხარეს ბევრი დაღუპული და დაშავებულია, განადგურდა ტექნიკაც.

უკრაინული მედია წერს, რომ ბატალიონი "პიატნაშკა" - უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც ძირითადად აფხაზებისგან შედგება. აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დროს ფორმირების წევრები რუსი ბოევიკების რიგებში იბრძოდნენ. იგი 2014 წლის ივნისში შეიქმნა.