პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში?
როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში?

სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, დარ­ღვე­ვით გას­წრე­ბა, უწყვე­ტი ზო­ლის გა­დაკ­ვე­თა, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა გა­და­სას­ვლე­ლის წე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, დის­ტან­ცი­ის და­უც­ვე­ლო­ბა - ეს და სხვა მრა­ვა­ლი მან­კი­ე­რი ჩვე­ვა, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ მძღო­ლებ­სა თუ ქვე­ი­თებს ახა­სი­ა­თებთ, სა­ბო­ლო­ოდ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ში აი­სა­ხე­ბა და არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გებს წარ­მოგ­ვიდ­გენს. თბი­ლის­სა თუ სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში მხო­ლოდ 2021 წელს 5900-მდე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და.

ტრან­სპორ­ტი­სა და საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტი გელა კვა­ში­ლა­ვა "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მიერ წა­მო­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ას "იზ­რუ­ნე საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რა­ზე“ ეხ­მი­ა­ნე­ბა და აცხა­დებს, რომ ასე­თი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ მსგავ­სი წა­მო­წყე­ბა ერთი მხრივ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, ხოლო მე­ო­რე მხრივ მა­გა­ლი­თი ხდე­ბა სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის, გა­მო­ი­ჩი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ხელი შე­უ­წყონ გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რაც დღე­ი­სათ­ვის ქვეყ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვაა.

"მხო­ლოდ 2021 წელს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად 450 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო 7700-ზე მეტი და­შავ­და. კი­დევ უფრო დი­დია ისეთ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვი, სა­დაც არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, თუმ­ცა და­ზი­ან­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და შე­დე­გად, ქა­ლაქ­ში ისე­დაც გა­დატ­ვირ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, და­მა­ტე­ბი­თი სა­ცო­ბე­ბი წარ­მო­იქ­მნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრობ­ლე­მა და გა­მოწ­ვე­ვა ამ მხრივ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად დგას“, - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი გელა კვა­ში­ლა­ვა.

არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან არა მხო­ლოდ ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი, არა­მედ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი, ვე­ლო­სი­პე­დი­სა და სკუ­ტე­რის მძღო­ლე­ბიც. კვა­ში­ლა­ვას თქმით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მო­ბი­ლო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა გახ­დეს. მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გზებ­ზე და­ი­ნერ­გოს ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის კულ­ტუ­რა, და­ცუ­ლი იყოს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და ამაღ­ლდეს ცნო­ბი­ე­რე­ბა.

"ერთ-ერთი პრობ­ლე­მა გზებ­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რეა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში 40-50 კმ/სთ უნდა იყოს, ხოლო სკო­ლებ­თან - არა­უ­მე­ტეს 30 კმ/სთ-ისა, რად­გან ბავ­შვე­ბი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან. 1 კმ/სთ-ით სიჩ­ქა­რის შემ­ცი­რე­ბა 4%-ით ამ­ცი­რებს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ალ­ბა­თო­ბას“.

ექ­სპერ­ტი ხაზს უს­ვამს ბიზ­ნე­სის როლს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მსგავს კამ­პა­ნი­ებს პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დეს. "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ ერთ-ერთი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­აა და თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ა­ზე შე­უძ­ლია სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა. ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის არე­ა­ლი და სან­დო­ო­ბა მის შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა და მე­ტად იმოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის ცვლი­ლე­ბა­ზე. ვფიქ­რობ, თე­გე­ტას­გან მა­გა­ლი­თი სხვა კომ­პა­ნი­ებ­მაც უნდა აი­ღონ. ბიზ­ნე­სი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მთავ­რო­ბა - პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ყვე­ლა უნდა იზი­ა­რებ­დეს“, - აცხა­დებს კვა­ში­ლა­ვა.

"მი­უ­ხე­და­ვად შე­ზღუდ­ვე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც დღეს გზებ­ზე არ­სე­ბობს, სტა­ტის­ტი­კა მა­ინც მძი­მეა. ბევ­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ის მი­ზე­ზი ისევ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვაა. ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი სწო­რედ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დის­კუ­სი­ის და­წყე­ბაა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ გა­ვი­ზი­ა­როთ ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ერ­თად გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი უკე­თე­სი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის­თვის. მჯე­რა, რომ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი და­მა­ტე­ბი­თი 20 ნიშ­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ მან­კი­ერ ქცე­ვებს და მო­ვუ­წო­დებთ, გახ­დნენ ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი“, - ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

"თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მიერ კამ­პა­ნი­ის­თვის შექ­მნი­ლი ახ­ლე­ბუ­რი საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი, ერთი მხრივ, კონ­კრე­ტულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს, მე­ო­რე მხრივ კი, მო­ქა­ლა­ქე­ებს ქცე­ვის ცვლი­ლე­ბის­კე­ნაც უბიძ­გებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში?

როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში?

სიჩქარის გადაჭარბება, დარღვევით გასწრება, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის წესების უგულებელყოფა, დისტანციის დაუცველობა - ეს და სხვა მრავალი მანკიერი ჩვევა, რომლებიც ქართველ მძღოლებსა თუ ქვეითებს ახასიათებთ, საბოლოოდ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში აისახება და არცთუ სახარბიელო შედეგებს წარმოგვიდგენს. თბილისსა თუ სხვა დიდ ქალაქებში მხოლოდ 2021 წელს 5900-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი გელა კვაშილავა "თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ წამოწყებულ კამპანიას "იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი მსხვილი კომპანიის მიერ მსგავსი წამოწყება ერთი მხრივ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ მაგალითი ხდება სხვა კომპანიებისათვის, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყონ გზებზე მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებას, რაც დღეისათვის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

"მხოლოდ 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7700-ზე მეტი დაშავდა. კიდევ უფრო დიდია ისეთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი, სადაც არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები და შედეგად, ქალაქში ისედაც გადატვირთული მოძრაობის პირობებში, დამატებითი საცობები წარმოიქმნა. აქედან გამომდინარე, პრობლემა და გამოწვევა ამ მხრივ საკმაოდ სერიოზულად დგას“, - აცხადებს ექსპერტი გელა კვაშილავა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ავტომფლობელები, არამედ ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისა და სკუტერის მძღოლებიც. კვაშილავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მობილობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ნებისმიერი მოქალაქისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. მისი თქმით, აუცილებელია, გზებზე დაინერგოს ურთიერთპატივისცემის კულტურა, დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და ამაღლდეს ცნობიერება.

"ერთ-ერთი პრობლემა გზებზე მაღალი სიჩქარეა, რომელიც ქალაქში 40-50 კმ/სთ უნდა იყოს, ხოლო სკოლებთან - არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, რადგან ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ყველაზე მეტად დაუცველები არიან. 1 კმ/სთ-ით სიჩქარის შემცირება 4%-ით ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობას“.

ექსპერტი ხაზს უსვამს ბიზნესის როლს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

"მნიშვნელოვანია, მსგავს კამპანიებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს. "თეგეტა ჰოლდინგი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა და თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე შეუძლია სასიკეთო გავლენის მოხდენა. ცნობიერების ამაღლების არეალი და სანდოობა მის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი იქნება და მეტად იმოქმედებს ადამიანების ქცევის ცვლილებაზე. ვფიქრობ, თეგეტასგან მაგალითი სხვა კომპანიებმაც უნდა აიღონ. ბიზნესი, საზოგადოება და მთავრობა - პასუხისმგებლობას ყველა უნდა იზიარებდეს“, - აცხადებს კვაშილავა.

"მიუხედავად შეზღუდვებისა, რომლებიც დღეს გზებზე არსებობს, სტატისტიკა მაინც მძიმეა. ბევრი ავტოავარიის მიზეზი ისევ გადაჭარბებული სიჩქარე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ჩვენი კამპანიის მიზანი სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ საზოგადოებაში დისკუსიის დაწყებაა. მნიშვნელოვანია, ყველამ გავიზიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ერთად გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი საგზაო მოძრაობისთვის. მჯერა, რომ კამპანიის ფარგლებში შექმნილი დამატებითი 20 ნიშნით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ მანკიერ ქცევებს და მოვუწოდებთ, გახდნენ ძირეული ცვლილებების მონაწილეები“, - ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

"თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ კამპანიისთვის შექმნილი ახლებური საგზაო ნიშნები, ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენაც უბიძგებს.