სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში, განათლების სისტემის 30-მდე თანამშრომელი დასაჯეს, სახელმძღვანელოში შეტანილი ნახატებისთვის - კომპარტიაში მიიჩნიეს, რომ ზოგიერთი პერსონაჟი "მახინჯია და ავლენს ავ სულს"
ჩინეთში, განათლების სისტემის 30-მდე თანამშრომელი დასაჯეს, სახელმძღვანელოში შეტანილი ნახატებისთვის -  კომპარტიაში მიიჩნიეს, რომ ზოგიერთი პერსონაჟი "მახინჯია და ავლენს ავ სულს"

ჩი­ნეთ­მა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ოც­და­ა­თამ­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი და­სა­ჯა, მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში შე­ტა­ნი­ლი ნა­ხა­ტე­ბის სე­რი­ის­თვის. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად წიგნ­ში ბავ­შვე­ბი "მა­ხინ­ჯად" გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან - ინ­ფორ­მა­ცი­ას Bloomberg -ი ავ­რცე­ლებს...

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო გა­მომ­ცემ­ლო­ბის 27-მდე თა­ნამ­შრო­მელს კი საყ­ვე­დუ­რი გა­მო­უ­ცხა­დეს ან სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ილუსტრა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც "არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და მო­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ძი­რი­თად მო­თხოვ­ნებს“.

"ილუსტრა­ცი­ე­ბის ზო­გა­დი სტი­ლი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეს­თე­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბას. ზო­გი­ერ­თი ილუსტრი­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი "მა­ხინ­ჯია“, ავ­ლენს ავ სულს და და არ ასა­ხავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბავ­შვე­ბის და­დე­ბით იმიჯს", - აცხა­დე­ბენ კომ­პარ­ტი­ა­ში.

ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში People's Education Press-ის და­წყე­ბი­თი სკო­ლის წიგ­ნებ­მა აჟი­ო­ტა­ჟი კი­დევ იმის გამო გა­მო­იწ­ვია, რომ მათი აზ­რით, ნა­ხა­ტე­ბი რა­სის­ტუ­ლი იყო, ბავ­შვებს ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­დათ, მათ შარ­ვლებ­ზე კი აშ­კა­რად გა­მო­სა­ხუ­ლი იყო მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო...

ქვეყ­ნის უმ­სხვი­ლეს­მა გა­მომ­ცე­მელ­მა სა­ჯა­რო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ WeChat ან­გა­რიშ­ზე. გა­მომ­ცემ­ლო­ბას და­ე­ვა­ლა, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის ახა­ლი დი­ზა­ი­ნის წიგ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მომ­ცე­მელს არ ეს­მო­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. მან პი­რო­ბა დადო, რომ გა­აძ­ლი­ე­რებ­და კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გი­ას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლებ­ში, რათა მათ და­იც­ვან სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა და ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ორი­ენ­ტა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
4

არა და ლამაზები ხომ არიან 😄😄😄

იოანე
12

კარგად მოქცეულან, ყოᲩაᲦ Ჩინელებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჩინეთში, განათლების სისტემის 30-მდე თანამშრომელი დასაჯეს, სახელმძღვანელოში შეტანილი ნახატებისთვის - კომპარტიაში მიიჩნიეს, რომ ზოგიერთი პერსონაჟი "მახინჯია და ავლენს ავ სულს"

ჩინეთში, განათლების სისტემის 30-მდე თანამშრომელი დასაჯეს, სახელმძღვანელოში შეტანილი ნახატებისთვის -  კომპარტიაში მიიჩნიეს, რომ ზოგიერთი პერსონაჟი "მახინჯია და ავლენს ავ სულს"

ჩინეთმა განათლების სამინისტროს ოცდაათამდე თანამშრომელი დასაჯა, მათემატიკის სახელმძღვანელოში შეტანილი ნახატების სერიისთვის. გამოძიების თანახმად წიგნში ბავშვები "მახინჯად" გამოიყურებიან - ინფორმაციას Bloomberg -ი ავრცელებს...

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო გამომცემლობის 27-მდე თანამშრომელს კი საყვედური გამოუცხადეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს ილუსტრაციებისთვის, რომლებიც "არ აკმაყოფილებდა მორალური განათლების ძირითად მოთხოვნებს“.

"ილუსტრაციების ზოგადი სტილი არ შეესაბამება საზოგადოების ესთეტიკურ გემოვნებას. ზოგიერთი ილუსტრირებული პერსონაჟი "მახინჯია“, ავლენს ავ სულს და და არ ასახავს ჩვენი ქვეყნის ბავშვების დადებით იმიჯს", - აცხადებენ კომპარტიაში.

ჩინურ სოციალურ მედიაში People's Education Press-ის დაწყებითი სკოლის წიგნებმა აჟიოტაჟი კიდევ იმის გამო გამოიწვია, რომ მათი აზრით, ნახატები რასისტული იყო, ბავშვებს ჩამოშვებული თვალები ჰქონდათ, მათ შარვლებზე კი აშკარად გამოსახული იყო მამაკაცის სასქესო ორგანო...

ქვეყნის უმსხვილესმა გამომცემელმა საჯარო ბოდიში მოიხადა თავის ოფიციალურ WeChat ანგარიშზე. გამომცემლობას დაევალა, ახალი სასწავლო წლისთვის ახალი დიზაინის წიგნების მომზადება.

განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ გამომცემელს არ ესმოდა სახელმძღვანელოების დანიშნულება. მან პირობა დადო, რომ გააძლიერებდა კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას საგანმანათლებლო მასალებში, რათა მათ დაიცვან სწორი პოლიტიკური მიმართულება და ღირებულებითი ორიენტაცია.