პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქცა ერთ დროს შინიდან გაქცევაზე მეოცნებე დარია დუგინა პუტინის პროპაგანდისტად და მამის იდეების მემკვიდრედ - "ადრე ვერც იფიქრებდი, რომ ის მისი ქალიშვილი იყო"
როგორ იქცა ერთ დროს შინიდან გაქცევაზე მეოცნებე დარია დუგინა პუტინის პროპაგანდისტად და მამის იდეების მემკვიდრედ - "ადრე ვერც იფიქრებდი, რომ ის მისი ქალიშვილი იყო"

20 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს, ფი­ლო­სო­ფო­სი­სა და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი იდე­ო­ლო­გის, ალექ­სან­დრე დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია დუ­გი­ნა, მან­ქა­ნის მარ­თვი­სას აფეთ­ქდა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ჯიპ­ში" ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა 400 გრა­მი ტრო­ტი­ლი იყო ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. რუ­სულ­მა მე­დი­ამ მომ­ხდარ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, მაგ­რამ მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ეროვ­ნულ­მა რეს­პუბ­ლი­კურ­მა არ­მი­ამ” აიღო.

ბოლო წლებ­ში და­რია დუ­გი­ნა მა­მის ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მო­აზ­რე გახ­და. ამავდრო­უ­ლად, იგი აქ­ტი­უ­რად ით­ვი­სებ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი "პო­ლი­ტო­ლო­გის“ და პუბ­ლი­ცის­ტის როლს. ფსევ­დო­ნი­მით - "პლა­ტო­ნო­ვა", ის სა­უბ­რობ­და პრო­სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ა­ში, აკ­რი­ტი­კებ­და და­სავ­ლეთს და მი­ე­სალ­მე­ბო­და რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის შეს­ვლას უკ­რა­ი­ნა­ში.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია, წერს, თუ რო­გორ გა­და­იქ­ცა კე­თი­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი გო­გო­ნა, ომის მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რად.

  • ”ძნე­ლი იყო იმის თქმა, რომ ის დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლია”
ასევე დაგაინტერესებთ
18:54 / 21-08-2022

"ქირქილებენ მხოლოდ არაადამიანები" - მარია ზახაროვა მიწიერი და ზეციური სასამართლოთი იმუქრება: რას წერს კრემლის რუპორი დარია დუგინას მკვლელობაზე?

20:48 / 21-08-2022

"დისტანციურად მომიწია დარიას გაცნობა და... . ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს" - ზურაბ მახარაძე დუგინს უსამძიმრებს

22:59 / 21-08-2022

ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა აიღო "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” - ისინი რუსეთის პრეზიდენტსაც ემუქრებიან: "პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ"

10:21 / 22-08-2022

"საკუთარ შვილსაც არ ვაპატიებ რუსებთან უბრალო კოლაბორაციასაც კი, რა დროს დუგინის შვილია, უკრაინელ ხალხს ბავშვებიანად ხოცავენ" - კობა სუბელიანი

13:51 / 25-08-2022

"თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეში... იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი ალექსანდრ დუგინს

და­რია დუ­გი­ნა და­ი­ბა­და 1992 წლის 15 დე­კემ­ბერს ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის ნა­ტა­ლია მე­ლენ­ტი­ე­ვის ოჯახ­ში. 2014 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი, შემ­დეგ კი და­წე­რა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია ძვე­ლი ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სის პლა­ტო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. "მე­დუ­ზას“ წყა­რო იხ­სე­ნებს, რომ დუ­გი­ნა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი და "ჭკვი­ა­ნი“ სტუ­დენ­ტი იყო.

ვიქ­ტო­რია სკუ­ი­ბე­დი­ნა დუ­გი­ნას ნაც­ნო­ბია. ქალი ამ­ბობს, რომ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ფი­ლო­სო­ფო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე აპი­რებ­და სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვას, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ვერ გა­ბე­და. მას უყ­ვარ­და ოჯა­ხი, ძმა. ერთხელ, შუ­ა­ღა­მი­სას, ჯერ ნა­ტა­ლი­ამ - და­შას დე­დამ და­მი­რე­კა, მერე თა­ვად ალექ­სან­დრ დუ­გინ­მა, მი­თხრეს, რომ დაშა გა­უ­ჩი­ნარ­დაო, თუმ­ცა მა­ლე­ვე იპო­ვეს. როცა ვკი­თხე, რა მოხ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ის, უბ­რა­ლოდ, იყო იმ ბი­ჭთან, რო­მე­ლიც შე­უყ­ვარ­და. მა­ლე­ვე, სკუ­ი­ბე­დი­ნას თქმით, დუ­გი­ნა სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა.

საფ­რან­გეთ­ში, 2012/13 სას­წავ­ლო წელს დუ­გი­ნამ გა­ი­ა­რა აკა­დე­მი­უ­რი სტა­ჟი­რე­ბა მი­შელ დე მონ­ტე­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, იგი "გა­ეც­ნო პლა­ტო­ნის­ტუ­რი კვლე­ვის ფრან­გულ ტრა­დი­ცი­ას“ და ასე­ვე მუ­შა­ობ­და უცხო­ურ წყა­რო­ებ­ზე საფ­რან­გე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში.

ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ დუ­გი­ნა ას­პი­რან­ტუ­რა­ში შე­ვი­და. 2020 წლამ­დე ის ატა­რებ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ებს და შე­ი­მუ­შა­ვა სა­კუ­თა­რი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე ეძღვნე­ბო­და პლა­ტო­ნის ფი­ლო­სო­ფი­ას.

დუ­გი­ნას კი­დევ ერთი ნაც­ნო­ბი, რო­მე­ლიც მას ესა­უბ­რა 2015 წელს (ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ), იხ­სე­ნებს, რომ და­რია მა­შინ იყო "ახალ­გაზ­რდა, თა­ნა­მედ­რო­ვე გო­გო­ნა, რო­მელ­საც უყ­ვარ­და მუ­სი­კა და თა­ვა­დაც მღე­რო­და".

ვიქ­ტო­რია სკუ­ი­ბე­დი­ნა იმ დროს დუ­გი­ნას­თან ერ­თად იყო, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ჰქონ­და. ისი­ნი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ვიდ­ნენ კონ­ცერ­ტებ­ზე. თვი­თონ დუ­გი­ნა ფლე­ი­ტა­ზე უკ­რავ­და, მისი ჯგუ­ფი Dasein May Refuse კი - ელექტრო­ნულ მუ­სი­კას.

”მის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ მსმე­ნო­და, რა­ტომ­ღაც მკაც­რი ადა­მი­ა­ნი მე­გო­ნა, მაგ­რამ ძა­ლი­ან თბი­ლად შემ­ხვდა”, - იხ­სე­ნებს ერთ-ერთი ძვე­ლი ნაც­ნო­ბი პრო­რო­კო­ვა. - შე­სა­ნიშ­ნა­ვი და ღრმა მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნდა, ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი, გარ­და მა­მის იდე­ე­ბი­სა...“

”რაც ბო­ლოს ხდე­ბო­და, უც­ნა­უ­რი იყო, რად­გან მა­ნამ­დე იგი არ ავ­ლენ­და მის მი­მართ ინ­ტე­რესს და მა­მა­მისს მას­ზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ ჰქონ­და... იყო დრო, ვერც კი იფიქ­რებ­დი, ის მისი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი გახ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ევ­რა­ზი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტი, და­ი­წყო მა­მის აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა და, რო­გორც ჩანს, მისი გავ­ლე­ნით, აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და. ამ დროს ჩვენ შევ­წყვი­ტეთ ურ­თი­ერ­თო­ბა“, - იხ­სე­ნებს დუ­გი­ნას ნაც­ნო­ბი "მე­დუ­ზას­თან" სა­უ­ბარ­ში.

  • "ქა­ლის ინ­ტუ­ი­ცია ძლი­ე­რია"

მალე დუ­გი­ნა რა­დი­ო­სა და ფე­დე­რა­ლუ­რი არ­ხე­ბის ეთერ­ში (რომ­ლებ­საც მთლი­ა­ნად აკონ­ტრო­ლებს კრემ­ლი) გა­მოჩ­ნდა, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­და პო­ლი­ტი­კურ დის­კუ­სი­ებ­ში. 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში, "პირ­ვე­ლი არ­ხის" გა­და­ცე­მა­ში (იგი ეძღვნე­ბო­და "სამ­ხედ­რო ის­ტე­რი­ის ინექ­ცი­ას" რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე გა­დაყ­ვა­ნის კონ­ტექ­სტში), დუ­გი­ნამ უკ­რა­ი­ნას "კორ­დო­ნის სა­ნი­ტა­რი" უწო­და, რო­მე­ლიც აშო­რებს რუ­სეთს ევ­რო­პას­თან".

ახალ­გაზ­რდა ქალ­მა და­ი­წყო მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა მა­მის ვებგ­ვერ­დის­თვის. დუ­გი­ნას ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მი­თი­თე­ბუ­ლია მა­მის პრო­ფილ­ში, რო­გორც პრესმდივ­ნის კონ­ტაქ­ტი. ქალ­მა სა­ჯა­როდ და­უ­ჭი­რა მხა­რი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გაგ­ზავ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. 24 თე­ბერ­ვალს სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, თა­ვის "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი და­წე­რა:

"წუ­ხელ მოს­კო­ვის უკაც­რი­ელ ქუ­ჩა­ზე მივ­დი­ო­დი და შო­რი­დან და­ვი­ნა­ხე, რომ ერთ-ერთ სახლზე რუ­სე­თის დრო­შა ფრი­ა­ლებ­და. მშვი­დად შრი­ა­ლებ­და: რუ­სე­ბი მო­დი­ან. ქა­ლის ინ­ტუ­ი­ცია ძლი­ე­რია. რა­ტომ­ღაც ამ სიმ­შვი­დე­ზე და დრო­შა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რა­დღე­ბა. ჩემს თავ­ში სლო­გა­ნი გაჩ­ნდა "იმ­პე­რია, იყა­ვი!" - გა­ვიღ­ვი­ძე და იმ­პე­რი­ა­ზე ფიქ­რი ახდა.

  • 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ...

ომის და­წყე­ბი­დან და­რია დუ­გი­ნა ორ­ჯერ იყო დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ავ­სტრა­ლი­ის სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში. ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დუ­გი­ნას სი­ა­ში შეყ­ვა­ნა იმით ახ­სნა, რომ, ის იყო "უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ხში­რი და ცნო­ბი­ლი წყა­რო; მხარს უჭერ­და და ხელს უწყობ­და პო­ლი­ტი­კას ან ქმე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას უქ­მნი­და უკ­რა­ი­ნას, ძირს უთხრი­და ან საფრ­თხეს უქ­მნი­და მის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას“.

ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში დუ­გი­ნა ეწ­ვია მა­რი­უ­პოლს, აზოვსტა­ლის ქარ­ხა­ნას. ბრი­ტა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტთან, ბლო­გერ გრე­ჰემ ფი­ლიპს­სა და რუ­სე­თის ის­ლან­დი­ელ ექ­სპერტ ჰა­უ­კურ ჰა­უკ­სონ­თან ერ­თად...

”მი­ჭირს შე­და­რე­ბა იმ და­რი­ას­თან, რო­მელ­საც ვიც­ნობ­დი და რო­მე­ლიც შემ­დგომ ატა­რებ­და აზოვსტა­ლის ამაზ­რზენ პრო­პა­გან­დის­ტურ ტურს”, - ამ­ბობს ვიქ­ტო­რია სკუ­ი­ბე­დი­ნა, დუ­გი­ნას ნაც­ნო­ბი. "დიდი ხა­ნია არ მი­ლა­პა­რა­კია მას­თან. შე­საძ­ლოა მან მარ­თლაც მთლი­ა­ნად მი­ი­ღო მა­მის იდე­ე­ბი ან შე­საძ­ლოა, გა­ნაგ­რძო დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის რო­ლის თა­მა­ში. დაშა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და დაშა გა­რეთ - ეს ყო­ველ­თვის ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

  • მამა და მისი იდე­ე­ბი

”დიდი პა­ტი­ვია იყო ისე­თი ადა­მი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­გო­რიც არის ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი”, - თქვა და­რი­ამ 2021 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. - ის, რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იბ­რძვი­ან, ეძე­ბენ რა­ღაც სიბ­რძნეს, ცოდ­ნის ერ­თობ­ლი­ო­ბას, მე ბავ­შვო­ბი­დან მომ­ცეს. მე ვა­მა­ყობ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ღირ­სე­უ­ლად გან­ვა­დი­დო მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი, გა­ვაგ­რძე­ლო მისი იდე­ე­ბი და ბრძო­ლა“.

ფი­ლო­სო­ფო­სის ქა­ლიშ­ვი­ლის ბოლო ინ­ტერ­ვიუ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს შედ­გა. რო­გორც ექ­სპერ­ტი, და­რია დუ­გი­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და სერ­გეი კარ­ნა­უ­ხო­ვის გა­და­ცე­მა­ში. დუ­გი­ნამ თქვა, რომ "და­სავ­ლუ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი დას­რულ­და, "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“, მეჩ­ვე­ნე­ბა, ამ მსოფ­ლიო ჰე­გე­მო­ნი­ის კუ­ბო­ში ბოლო ლურ­სმა­ნია...”

”რო­დე­საც წა­ვი­კი­თხე აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ, ვი­ფიქ­რე, რომ ეს იქ­ნე­ბო­და და­რი­ას ხუმ­რო­ბა”, - ამ­ბობს ვიქ­ტო­რია სკუ­ი­ბე­დი­ნა, დუ­გი­ნას მე­გო­ბა­რი Meduza-სთან სა­უბ­რი­სას, ”ვფიქ­რობ­დი, რომ თა­ვად გა­ავ­რცე­ლა ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ, შემ­დეგ კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა, გა­ი­ცი­ნებს და იტყვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგით რა!!!!!
1

ახალი ქათული მტიცებულებაა, დარია, ალექსანდრეს შვილი არ ყოფილა, იმიტომ რომ სქესით არ ჰგვანან.

ლიკა
6

მარტივ აზროვნებას სხვას რომ უწუნებ, ახლა მთელი მსოფლიო რომ დადგა ფეხზე, შედეგს ხედავ? თუ უნდა დაველოდოთ მომავალს, რა იცი რა ხდება ... არადა გაწყდა უკრაინაში ხალხი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

როგორ იქცა ერთ დროს შინიდან გაქცევაზე მეოცნებე დარია დუგინა პუტინის პროპაგანდისტად და მამის იდეების მემკვიდრედ - "ადრე ვერც იფიქრებდი, რომ ის მისი ქალიშვილი იყო"

როგორ იქცა ერთ დროს შინიდან გაქცევაზე მეოცნებე დარია დუგინა პუტინის პროპაგანდისტად და მამის იდეების მემკვიდრედ - "ადრე ვერც იფიქრებდი, რომ ის მისი ქალიშვილი იყო"

20 აგვისტოს საღამოს, ფილოსოფოსისა და პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა, მანქანის მართვისას აფეთქდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მოგვიანებით გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ "ჯიპში" ასაფეთქებელი მოწყობილობა 400 გრამი ტროტილი იყო ჩამონტაჟებული. რუსულმა მედიამ მომხდარში უკრაინული მხარე დაადანაშაულა, მაგრამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო.

ბოლო წლებში დარია დუგინა მამის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე გახდა. ამავდროულად, იგი აქტიურად ითვისებდა დამოუკიდებელი "პოლიტოლოგის“ და პუბლიცისტის როლს. ფსევდონიმით - "პლატონოვა", ის საუბრობდა პროსამთავრობო მედიაში, აკრიტიკებდა დასავლეთს და მიესალმებოდა რუსული ჯარების შესვლას უკრაინაში.

უკრაინული მედია, წერს, თუ როგორ გადაიქცა კეთილი და თავისუფალი გოგონა, ომის მხურვალე მხარდამჭერად.

  • ”ძნელი იყო იმის თქმა, რომ ის დუგინის ქალიშვილია”

დარია დუგინა დაიბადა 1992 წლის 15 დეკემბერს ალექსანდრე დუგინისა და ფილოსოფოსის ნატალია მელენტიევის ოჯახში. 2014 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, შემდეგ კი დაწერა სადოქტორო დისერტაცია ძველი ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიის ინტერპრეტაციების შესახებ. "მედუზას“ წყარო იხსენებს, რომ დუგინა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და "ჭკვიანი“ სტუდენტი იყო.

ვიქტორია სკუიბედინა დუგინას ნაცნობია. ქალი ამბობს, რომ სტუდენტობის პერიოდში ფილოსოფოსის ქალიშვილი რამდენჯერმე აპირებდა სახლიდან გაქცევას, მაგრამ რატომღაც, ვერ გაბედა. მას უყვარდა ოჯახი, ძმა. ერთხელ, შუაღამისას, ჯერ ნატალიამ - დაშას დედამ დამირეკა, მერე თავად ალექსანდრ დუგინმა, მითხრეს, რომ დაშა გაუჩინარდაო, თუმცა მალევე იპოვეს. როცა ვკითხე, რა მოხდა, აღმოჩნდა, რომ ის, უბრალოდ, იყო იმ ბიჭთან, რომელიც შეუყვარდა. მალევე, სკუიბედინას თქმით, დუგინა სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა.

საფრანგეთში, 2012/13 სასწავლო წელს დუგინამ გაიარა აკადემიური სტაჟირება მიშელ დე მონტენის სახელობის უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებში, იგი "გაეცნო პლატონისტური კვლევის ფრანგულ ტრადიციას“ და ასევე მუშაობდა უცხოურ წყაროებზე საფრანგეთის ბიბლიოთეკებში.

ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დუგინა ასპირანტურაში შევიდა. 2020 წლამდე ის ატარებდა პრეზენტაციებს და შეიმუშავა საკუთარი სასწავლო გეგმა, რომელიც ასევე ეძღვნებოდა პლატონის ფილოსოფიას.

დუგინას კიდევ ერთი ნაცნობი, რომელიც მას ესაუბრა 2015 წელს (ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ), იხსენებს, რომ დარია მაშინ იყო "ახალგაზრდა, თანამედროვე გოგონა, რომელსაც უყვარდა მუსიკა და თავადაც მღეროდა".

ვიქტორია სკუიბედინა იმ დროს დუგინასთან ერთად იყო, რომელსაც საკუთარი მუსიკალური პროექტი ჰქონდა. ისინი რამდენჯერმე გამოვიდნენ კონცერტებზე. თვითონ დუგინა ფლეიტაზე უკრავდა, მისი ჯგუფი Dasein May Refuse კი - ელექტრონულ მუსიკას.

”მის შესახებ ბევრი რამ მსმენოდა, რატომღაც მკაცრი ადამიანი მეგონა, მაგრამ ძალიან თბილად შემხვდა”, - იხსენებს ერთ-ერთი ძველი ნაცნობი პროროკოვა. - შესანიშნავი და ღრმა მოსაუბრე აღმოჩნდა, ჩვენ განვიხილეთ ყველაფერი, გარდა მამის იდეებისა...“

”რაც ბოლოს ხდებოდა, უცნაური იყო, რადგან მანამდე იგი არ ავლენდა მის მიმართ ინტერესს და მამამისს მასზე არანაირი გავლენა არ ჰქონდა... იყო დრო, ვერც კი იფიქრებდი, ის მისი ქალიშვილი იყო. მოგვიანებით იგი გახდა საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის აქტივისტი, დაიწყო მამის აუდიტორიისთვის ლექციების წაკითხვა და, როგორც ჩანს, მისი გავლენით, აქტიური მხარდამჭერი გახდა. ამ დროს ჩვენ შევწყვიტეთ ურთიერთობა“, - იხსენებს დუგინას ნაცნობი "მედუზასთან" საუბარში.

  • "ქალის ინტუიცია ძლიერია"

მალე დუგინა რადიოსა და ფედერალური არხების ეთერში (რომლებსაც მთლიანად აკონტროლებს კრემლი) გამოჩნდა, ასევე მონაწილეოდა პოლიტიკურ დისკუსიებში. 2021 წლის ნოემბერში, "პირველი არხის" გადაცემაში (იგი ეძღვნებოდა "სამხედრო ისტერიის ინექციას" რუსული ჯარების უკრაინის საზღვარზე გადაყვანის კონტექსტში), დუგინამ უკრაინას "კორდონის სანიტარი" უწოდა, რომელიც აშორებს რუსეთს ევროპასთან".

ახალგაზრდა ქალმა დაიწყო მასალების მომზადება მამის ვებგვერდისთვის. დუგინას ტელეფონის ნომერი მითითებულია მამის პროფილში, როგორც პრესმდივნის კონტაქტი. ქალმა საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსული ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილებას. 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თავის "ტელეგრამის" არხზე შემდეგი კომენტარი დაწერა:

"წუხელ მოსკოვის უკაცრიელ ქუჩაზე მივდიოდი და შორიდან დავინახე, რომ ერთ-ერთ სახლზე რუსეთის დროშა ფრიალებდა. მშვიდად შრიალებდა: რუსები მოდიან. ქალის ინტუიცია ძლიერია. რატომღაც ამ სიმშვიდეზე და დროშაზე გავამახვილე ყურადღება. ჩემს თავში სლოგანი გაჩნდა "იმპერია, იყავი!" - გავიღვიძე და იმპერიაზე ფიქრი ახდა.

  • 24 თებერვლის შემდეგ...

ომის დაწყებიდან დარია დუგინა ორჯერ იყო დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სანქციების სიაში. ბრიტანეთის ხელისუფლებამ დუგინას სიაში შეყვანა იმით ახსნა, რომ, ის იყო "უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დეზინფორმაციის ხშირი და ცნობილი წყარო; მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა პოლიტიკას ან ქმედებებს, რომლებიც დესტაბილიზაციას უქმნიდა უკრაინას, ძირს უთხრიდა ან საფრთხეს უქმნიდა მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.

ივნისის შუა რიცხვებში დუგინა ეწვია მარიუპოლს, აზოვსტალის ქარხანას. ბრიტანელ ჟურნალისტთან, ბლოგერ გრეჰემ ფილიპსსა და რუსეთის ისლანდიელ ექსპერტ ჰაუკურ ჰაუკსონთან ერთად...

”მიჭირს შედარება იმ დარიასთან, რომელსაც ვიცნობდი და რომელიც შემდგომ ატარებდა აზოვსტალის ამაზრზენ პროპაგანდისტურ ტურს”, - ამბობს ვიქტორია სკუიბედინა, დუგინას ნაცნობი. "დიდი ხანია არ მილაპარაკია მასთან. შესაძლოა მან მართლაც მთლიანად მიიღო მამის იდეები ან შესაძლოა, განაგრძო დუგინის ქალიშვილის როლის თამაში. დაშა პირად ცხოვრებაში და დაშა გარეთ - ეს ყოველთვის ორი განსხვავებული ადამიანი იყო.

  • მამა და მისი იდეები

”დიდი პატივია იყო ისეთი ადამიანის ქალიშვილი, როგორიც არის ალექსანდრე დუგინი”, - თქვა დარიამ 2021 წელს მიცემულ ინტერვიუში. - ის, რისთვისაც ადამიანები მთელი ცხოვრება იბრძვიან, ეძებენ რაღაც სიბრძნეს, ცოდნის ერთობლიობას, მე ბავშვობიდან მომცეს. მე ვამაყობ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად განვადიდო მამაჩემის სახელი, გავაგრძელო მისი იდეები და ბრძოლა“.

ფილოსოფოსის ქალიშვილის ბოლო ინტერვიუ მისი გარდაცვალების დღეს შედგა. როგორც ექსპერტი, დარია დუგინა მონაწილეობდა სერგეი კარნაუხოვის გადაცემაში. დუგინამ თქვა, რომ "დასავლური ტოტალიტარიზმი დასრულდა, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, მეჩვენება, ამ მსოფლიო ჰეგემონიის კუბოში ბოლო ლურსმანია...”

”როდესაც წავიკითხე აფეთქების შესახებ, ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა დარიას ხუმრობა”, - ამბობს ვიქტორია სკუიბედინა, დუგინას მეგობარი Meduza-სთან საუბრისას, ”ვფიქრობდი, რომ თავად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია სიკვდილის შესახებ, შემდეგ კი მოულოდნელად გამოჩნდება, გაიცინებს და იტყვის, რომ ყველაფერი რიგზეა".

იხილეთ ასევე: