"ნაპოლის" მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მეორე ტურშიც გამოიჩინა თავი - "მონცასთან" საშინაო მატჩის 35-ე წუთზე მან შორიდან ულამაზესი დარტყმით ნეაპოლელები დააწინაურა, მეორე გოლი კი ოსიმენმა კომპენსირებულ დროში გაიტანა.
პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" იგებდა - 2:0.
მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა. საჯარიმოში მცველები გააბითურა და გოლიც შეაგდო. კვარაცხელია 70-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დასასრულს კორეელმა მცველმა კიმ მინმა თავურით დალაშქრა დი გრეგორიოს კარი და "ნაპოლიმ" კვლავ დამაჯერებლად 4:0 იმარჯვა.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნახეთ, როგორ სკანდირებს მარადონას სახელობის სტადიონი ხვიჩა კვარაცხელიას სახელსა და გვარს.
ვინმემ უთხარით სანაიას და იმ ვიღაცას აქტივისტი რომ არის. გამოიღონ :):)
იქნებ ეხლა მაინც მიხვდება ზოგიერთები 'თუ რატომ იკავებდნენ რუსები თავს 'ხვიჩას ევროპაში გაშვებაზე. ხვიჩას ეს წარმატება 'მარტო მისი არ არის . რამდენ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი 'მიბაძოს მას. მან თავისი ნიჭით ' შრომით' მონდომებით ' გზა გაუხსნა ბევრ ახალგაზრდას ევროპაში. წარმატებები ხვიჩა.
.