23 ივნისს, 31 წლის ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა შემსრულებელი ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა. მეგობრებმა მას შემდეგ, რაც მათ ზარებს არ პასუხობდა, შინ მიაკითხეს და სამწუხაროდ, გარდაცვლილი ნახეს.
იმჟამად გარდაცვალების მიზეზის უამრავი ვერსია გავრცელდა, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ კოვიდის შემდეგ ძვლის დაშლა დაემართა. თუმცა ლევანს წინა დღეს კონცერტი ჰქონდა, რომელიც წარმატებით ჩაატარა...
"ფეისბუქის" პირად გვერდზე მომღერლის დედა მელიტა ფურცელაძე წერს, რომ უკვემიიღო ესპერტიზის პასუხი:
"საზარელი დღე, ორი თვე უშენოდ, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაც მივიღეთ - ანევრიზმა... დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ვერ შევძელი... ლევანიკოს ამბავი სოც. ქსელით გავიგე, რამოდენიმე საათი არ იყო გასული და გარდაცვალების მიზეზიც” დააზუსტა” ერთ-ერთმა ცნობილმა ქალბატონმა, რის საფუძველზე და რატომ ვერ გეტყვით. ორი თვე გავიდა და ლევანიკოს სიმღერა ყველგან ისმის, ლევანიკოზე ყველგან საუბრობენ, ლევანჩო ყველას ენატრება, ეს ხომ განსაკუთრებული შემთხვევაა, ამას ხომ დამსახურება უნდა? უნდა და ამიტომაა, რომ ლევანიკოს თაყვანისმცეების რიცხვი ყოველდღე იზრდება. არადა, როგორ ოცნებობდა, როგორ უნდოდა ეს ასე ყოფილიყო, ამიტომ არ დაზოგა საკუთარი თავი, ამიტომ ჩქარობდა ყველაფერს... გააკეთა... მიაღწია... ჩუმად, თავისთვის... მოკრძალებულმა და უაღრესად პატიოსანმა ისე, რომ ერთ “ცუდ “ ადამიანსაც არ დაუტოვა რაიმე სათქმელი. ჩემო ლევანო, დე, ასეა და რა ვქნა, მეამაყები ძალიან კი არა სიტყვაარ არსებობს შესაფერისი რომელიც შენ გეკადრება... ამიტომაც ვწერ და დავწერ შენთან მოსვლამდე".