დარია დუგინას აფეთქების შემდეგ მარგარიტა სიმონიანი ისტერიკაშია - ის რუსეთის ხელისუფლებას კიევის დაბომბვას სთხოვს.
რუსული და უკრაინული გამოცემები წერენ, რომ რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი "რუსული სამყაროს" მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას გარდაცვალების გამო სრულ ისტერიკაშია.
თავდაპირველად, როდესაც სიმონიანმა შეიტყო დუგინის ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ, "ტელეგრამის" საკუთარ არხზე დაწერა, რომ, "უბრალოდ, სიტყვები არ ჰქონდა". შემდეგ კი დაიწყო მოთხოვნა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარტყას კიევს. ჯერ კიდევ ღამით, პროპაგანდისტი იმედოვნებდა, რომ დილით იხილავდა სიახლეებს უკრაინის "დაბომბილი" დედაქალაქის შესახებ.
მოგვიანებით, სიმონიანი კიდევ ერთხელ ისტერიულად შეევედრა კრემლს, კიევისთვის დაერტყა. დილას, კი როდესაც პროპაგანდისტმა გააცნობიერა, რომ მისი ვედრება არავის გაუგონია, აღიარა, რომ ეშინოდა.
როგორც ირკვევა, "მამაცმა" პროპაგანდისტმა, რომელსაც ძალიან უყვარს მუქარა, დაცვა დაიქირავა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც სიმონიანს ქუჩაში მარტო სიარულის ეშინია.
ამ ცოტა ხნის წინ, მისი დაცვის წევრებს ჩვეულებრივი საბავშვო ბურთიც კი საშიში მოეჩვენათ, რაც მარგარიტასთვის სასაცილო აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პროპაგანდისტი აღარ არის ხუმრობის ხასიათზე. წყარო
20 აგვისტოს, გვიან ღამით ალექსანდრე დუგინის 29 წლის ქალიშვილი მანქანაში ააფეთქეს. დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 20 აგვისტოს საღამოს მოხდა. დუგინა Toyota Land Cruiser-ს მართავდა, მანქანა აფეთქდა, ღობეს შეეჯახა და დაიწვა, ნამსხვრევები კი მთელ გზაზე გაიფანტა.
იხილეთ ასევე: