მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამის იდეებისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ქალი - ვინ იყო და რას საქმიანობდა დარია დუგინა, რომელიც ავტომობილის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
მამის იდეებისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ქალი - ვინ იყო და რას საქმიანობდა დარია დუგინა, რომელიც ავტომობილის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში აფეთ­ქდა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც მე­მარ­ჯვე­ნე რა­დი­კა­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი­სა და "რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს“ იდე­ო­ლო­გის, ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, და­რია დუ­გი­ნა იჯდა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნას და­რია მარ­თავ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, აფეთ­ქდა ავ­ტო­მო­ბი­ლის ქვე­და ნა­წი­ლი, რის შემ­დე­გაც ცე­ცხლis ალში მთლი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ეხ­ვა. ის გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და გზატ­კე­ცილ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბას და­ე­ჯა­ხა.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შე­დე­გად, და­რია ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ქა­ლის ნაც­ნობ­მა ან­დრეი კრას­ნოვ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მან­ქა­ნა მა­მა­მისს, ალექ­სან­დრ დუ­გინს ეკუთ­ვნო­და.

რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი“ არი­ან. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც ქალი, ასე­ვე მისი მამა.

და­რია დუ­გი­ნა (პლა­ტო­ნო­ვა) მოს­კოვ­ში 1992 წლის 15 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და. 2015 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რა. სწავ­ლის შემ­დეგ და­რია ცდი­ლობ­და გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მა­მის საქ­მე და ხში­რად კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს.

  • და­რია დუ­გი­ნა იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ევ­რა­ზი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, რო­მელ­საც მა­მა­მი­სი ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის გარ­და, ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ჟურ­ნა­ლის­ტი­კით. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უძღვე­ბო­და გა­და­ცე­მას სერ­გეი მარ­დან­თან ერ­თად რა­დიო "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და­ში“.

და­რია დუ­გი­ნა ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბის მო­ნა­წი­ლე. მან კარ­გად იცო­და ფრან­გუ­ლი ენა და ამის გამო, ხში­რად იწ­ვევ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში რო­გორც ექ­სპერტს საფ­რან­გე­თის პო­ლი­ტი­კის თე­მა­ზე.

  • და­რი­ას კვლე­ვის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სის პლა­ტო­ნის იდე­ე­ბის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა ძველ სამ­ყა­რო­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სწო­რედ მისი გავ­ლე­ნით და­უ­მა­ტა სა­კუ­თარ გვარს პლა­ტო­ნო­ვა.

და­რია დუ­გი­ნა ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი. 2022 წლის ივ­ლის­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ და­რია დუ­გი­ნა (პლა­ტო­ნო­ვა) სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ "დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის“.

და­რია დუ­გი­ნა მა­რი­უ­პოლ­ში

2021 წელს მი­ცე­მულ ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­ში და­რია დუ­გი­ნამ მა­მის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვას ასე უპა­სუ­ხა:

  • "დიდი პა­ტი­ვია ვიყო ასე­თი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი. ღირ­სე­უ­ლად ვა­ტა­რებ ამ პა­ტივს, ვა­მა­ყობ მი­სით და ცდას არ ვაკ­ლებ გა­ვაგ­რძე­ლო რო­გორც მისი იდე­ე­ბი, ასე­ვე ბრძო­ლა ბო­რო­ტე­ბას­თან."

და­რია დუ­გი­ნა ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის მე­ო­რე შვი­ლია. რუსი იდე­ო­ლო­გი ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ევ­გე­ნია დებ­რი­ანსკა­ი­ა­ზე, მწე­რალ­ზე და ლგბტ მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვისტზე. დუ­გინს, მას­თან ერთი ვაჟი ჰყავს, როკ-მი­სი­კო­სი არ­ტურ ალექ­სან­დრო­ვიჩ დუ­გი­ნი, რო­მე­ლიც 1985 წელს და­ი­ბა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დუ­გინ­მა ნა­ტა­ლია მე­ლენ­ტი­ე­ვა­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია ალექ­სან­დროვ­ნა დუ­გი­ნა შე­ე­ძი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
yw
0

რა გაგიჭირდათ ასეთი, მეტ რესპოდენტს ვეღარ ქაჩავთ?

Bili
4

ესეც ესე👍👌🙏🙏🙏

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მამის იდეებისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ქალი - ვინ იყო და რას საქმიანობდა დარია დუგინა, რომელიც ავტომობილის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

მამის იდეებისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ქალი - ვინ იყო და რას საქმიანობდა დარია დუგინა, რომელიც ავტომობილის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და "რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა იჯდა. რუსული მედიის ცნობით, ქალი გარდაიცვალა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანას დარია მართავდა. მათივე ცნობით, აფეთქდა ავტომობილის ქვედა ნაწილი, რის შემდეგაც ცეცხლis ალში მთლიანი ავტომობილი გაეხვა. ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზატკეცილთან ახლომდებარე შენობას დაეჯახა.

ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, დარია ადგილზე გარდაიცვალა. ქალის ნაცნობმა ანდრეი კრასნოვმა დაადასტურა, რომ მანქანა მამამისს, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნოდა.

რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომხდარში დამნაშავეები უკრაინელი "ნაციონალისტები“ არიან. ისინი აცხადებენ, რომ თავდასხმის სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო, როგორც ქალი, ასევე მისი მამა.

დარია დუგინა (პლატონოვა) მოსკოვში 1992 წლის 15 დეკემბერს დაიბადა. 2015 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურა. სწავლის შემდეგ დარია ცდილობდა გაეგრძელებინა მამის საქმე და ხშირად კითხულობდა ლექციებს.

  • დარია დუგინა იყო საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი, რომელსაც მამამისი ალექსანდრ დუგინი ხელმძღვანელობდა.

პოლიტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიის გარდა, ის დაინტერესებული იყო ჟურნალისტიკით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უძღვებოდა გადაცემას სერგეი მარდანთან ერთად რადიო "კომსომოლსკაია პრავდაში“.

დარია დუგინა ასევე ცნობილი იყო, როგორც ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკური სატელევიზიო გადაცემების მონაწილე. მან კარგად იცოდა ფრანგული ენა და ამის გამო, ხშირად იწვევდნენ ტელევიზიებში როგორც ექსპერტს საფრანგეთის პოლიტიკის თემაზე.

  • დარიას კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის იდეების გავლენის შესწავლა ძველ სამყაროზე. შესაძლებელია, რომ სწორედ მისი გავლენით დაუმატა საკუთარ გვარს პლატონოვა.

დარია დუგინა ასევე ცნობილი იყო როგორც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის აქტიური მხარდამჭერი. 2022 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დარია დუგინა (პლატონოვა) სანქციების სიაში შეიყვანა, უკრაინაში კონფლიქტის შესახებ "დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“.

დარია დუგინა მარიუპოლში

2021 წელს მიცემულ ერთ-ერთი ინტერვიუში დარია დუგინამ მამის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

  • "დიდი პატივია ვიყო ასეთი ადამიანის შვილი. ღირსეულად ვატარებ ამ პატივს, ვამაყობ მისით და ცდას არ ვაკლებ გავაგრძელო როგორც მისი იდეები, ასევე ბრძოლა ბოროტებასთან."

დარია დუგინა ალექსანდრ დუგინის მეორე შვილია. რუსი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი დაქორწინებული იყო ევგენია დებრიანსკაიაზე, მწერალზე და ლგბტ მოძრაობის აქტივისტზე. დუგინს, მასთან ერთი ვაჟი ჰყავს, როკ-მისიკოსი არტურ ალექსანდროვიჩ დუგინი, რომელიც 1985 წელს დაიბადა. მოგვიანებით დუგინმა ნატალია მელენტიევაზე იქორწინა, რომელთანაც ერთადერთი ქალიშვილი დარია ალექსანდროვნა დუგინა შეეძინა.