ავტორი:

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მეორე, ამჯერად გრანდიოზული ქორწილი - პატარძლის შთამბეჭდავი კაბა, ოკეანის სანაპირო და სიყვარულით სავსე გარემო (ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მეორე, ამჯერად გრანდიოზული ქორწილი - პატარძლის შთამბეჭდავი კაბა, ოკეანის სანაპირო და სიყვარულით სავსე გარემო (ფოტოები)

ვარსკვლავურმა წყვილმა, ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა მეორე ქორწილი გადაიხადეს, თუმცა ქორწინების პირველი ცერემონისსგან განსხვავებით, მეორე ქორწილი გრანდიოზული იყო. ჯეი ლოს შთამბეჭდავი საქორწილო კაბა ეცვა, გრძელი ვუალით, რომლის სიგრძეც 6 მეტრს აღემატებოდა.

როგორც TMZ წერს, წყვილი ცერემონიაზე ნავით მივიდა. იქ ელოდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები, საიდანა გზა ბენის სახლისკენ გააგრძელეს.

ცერემონიის მთავარი ფერი თეთრი იყო - პატარძლის მსგავსად, ყველა სტუმარს თეთრი ფერის სამოსი ეცვა და დეკორაციაც ამავე ფერში იყო. გამონაკლისი იყო მხოლოდ ბენ აფლეკის შავი შარვალი.

ცერემონია ჯორჯიის შტატში, სავანაში, ბენ აფლეკის 8-მილიონიან ვილაში გაიმართა.

სტუმრებს შორის იყვნენ მეთ დეიმონი ცოლთან ერთად, კევინ სმიტი და მისი ცოლი ჯენიფერი და სხვა ცნობილი ადამაინები.

  • ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაახლოებით ერთი თვის წინ საზოგადოებისგან და მედიისგან ფარულად დაქორწინდნენ. ქორწილის მოკრძალებული ცერემონია ლას ვეგასში გაიმართა და მას მხოლოდ ვარსკვლავების რამდენიმე უახლოესი ადამიანი ესწრებოდა.

"ბენიფერის" სასიყვარულო ურთიერთობა წლების წინ დაიწყო. თუმცა მაშინ მათი სიყვარულის ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ბენი და ჯენიფერი 2002 წლიდან 2004 წლამდე დანიშნულები იყვნენ, მაგრამ საქმე ქორწილამდე არ მისულა და მათი გზები გაიყო. დაშორებიდან 17 წლის შემდეგ კი შერიგდნენ და დაქორწინდნენ.