სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვავენ ვარსკვლავები“  - რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს ლიდერები ცეკვას იწყებენ - პოლიტიკოსების ცეკვა: ყველაზე შთამბეჭდავი და ყველაზე უხერხული მოძრაობები
"ცეკვავენ ვარსკვლავები“  - რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს ლიდერები ცეკვას იწყებენ - პოლიტიკოსების ცეკვა: ყველაზე შთამბეჭდავი და ყველაზე უხერხული მოძრაობები

ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ სანა მა­რი­ნის, რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ერ­თო­ბა ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, მა­რინს ისე კარ­გად გა­მოს­დის ცეკ­ვა, რომ თა­მა­მად შე­უძ­ლია "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

ფი­ნელ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თა კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი თან­ხმდე­ბა, რომ არა­ფე­რია მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა­ში სა­მარ­ცხვი­ნო. მა­რინ­მა თქვა, რომ მას კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არ ჩა­უ­დე­ნია და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თა მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ, ნარ­კო­ტეს­ტი ჩა­ა­ბა­რა.

სანა მა­რი­ნი არ არის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­თა ცეკ­ვაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნა­ხავს. მათ შო­რის ზო­გი­ერ­თმა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აჩ­ვე­ნა მო­ცეკ­ვა­ვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე, ზო­გი­ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში კი, სანა მა­რი­ნის მსგავ­სად, ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და მე­დი­ა­ში.

ვნა­ხოთ "მო­ცეკ­ვა­ვე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი", თუმ­ცა სა­ნამ ქვე­მოთ მო­ცე­მულ ვი­დე­ო­კად­რებს ნა­ხავ­დეთ, იცო­დეთ, რო სანა მა­რი­ნის მსგავ­სი უნა­რე­ბით ცეკ­ვის თვალ­საზ­რი­სით, სხვე­ბი არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

  • სანა მა­რი­ნი

გა­მო­ცე­მა Politico 5-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მით აფა­სებს ფი­ნე­თის პრე­მი­ერს, რო­გორ მო­ცეკ­ვა­ვეს და ხუ­თი­დან ხუთ ქუ­ლას უწერს. "გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ცეკ­ვავს ფი­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის პეტ­რი ნი­გარ­დი­სა და ანტი ტუ­ი­კუს ჰი­ტებ­ზე. სანა მა­რინ­მა უმაღ­ლე­სი სვლე­ბი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით და­ი­პყრო სა­ცეკ­ვაო მო­ე­და­ნი. ამი­ტო­მაც ის სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს", - წერს გა­მო­ცე­მა.

  • ტე­რე­ზა მეი

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ტე­რე­ზა მეის ცეკ­ვა ცნო­ბი­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც 2018 წელს, ABBA-ს პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რის, Dancing Queen-ის თან­ხლე­ბით შე­ვი­და ერთ-ერთ ოფი­ცი­ა­ლურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 2018. მსგავ­სად მო­იქ­ცა ტე­რე­ზა ნა­ი­რო­ბი­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს.

ზო­გი­ერ­თმა მეის მოძ­რა­ო­ბე­ბი რო­ბო­ტის მოძ­რა­ო­ბებს შე­ა­და­რა და მი­იჩ­ნი­ეს, რომ ის არც ისე მო­ხერ­ხე­ბუ­ლია. ბევ­რმა ყო­ფილ პრე­მი­ერს რჩე­ვაც მის­ცა, რომ სჯობ­და, ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­ევ­ლო.

  • ბო­რის ელ­ცი­ნი

რუ­სე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ბო­რის ელ­ცინ­მა, 1996 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს შე­ას­რუ­ლა ცეკ­ვა, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი Gangam Style-ის ცეკ­ვას მო­გა­გო­ნებთ. შე­საძ­ლოა, პო­პუ­ლა­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის პირ­ვე­ლი ვერ­სია სწო­რედ ელ­ცინს ეკუთ­ვნო­დეს და კო­რე­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი იყო.

მსგავ­სე­ბა გა­სა­ო­ცა­რია. PSY-ის ჰიტი ელ­ცი­ნის ცეკ­ვი­დან 15 წლის შემ­დეგ გა­მო­ვი­და.

  • ბო­რის ჯონ­სო­ნი

ჯონ­სო­ნი, რო­მე­ლიც და­უ­ნინგ სტრიტს სექ­ტემ­ბერ­ში და­ტო­ვებს, გა­მო­ირ­ჩე­ვა გარ­თო­ბი­სა და წვე­უ­ლე­ბე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით და არა­ერ­თი ვი­დეო არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც მისი არ­ცთუ ისე მოქ­ნი­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი.

ეს ვი­დეო კი ბო­რის ჯონ­სო­ნის ქორ­წი­ლი­და­ნაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მეტ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას მო­ე­ლო­და სა­ქორ­წი­ლო ცეკ­ვის დროს, თუმ­ცა ის ხომ ბო­რის ჯონ­სო­ნია?!

  • დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი

2011 წელს "იუ­თუბ­ზე“ გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ ცეკ­ვავს რუ­სე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი რუ­სუ­ლი პოპ ჯგუ­ფის Kombinaciya-ს სიმ­ღე­რა­ზე “American Boy”

ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ უხერ­ხუ­ლად ტრი­ალ­დე­ბა ის და ხე­ლე­ბით უჩ­ვე­უ­ლო მოძ­რა­ო­ბებს აკე­თებს. მისი ცეკ­ვა რა თქმა უნდა, არა­ვის მოს­წონს, მაგ­რამ ცი­ვი­ლურ სამ­ყა­როს ურ­ჩევ­ნია, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, წვე­უ­ლე­ბებ­ზე ია­როს და თუნ­დაც ამა­ზე უა­რე­სად იცეკ­ვოს.

  • ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი

2018 წელს ლა­გოს­ში ვი­ზი­ტის დროს, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი Afrobeat-ის მუ­სი­კოს­მა ფემი კუ­ტიმ სცე­ნა­ზე მი­იწ­ვია, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მუ­სი­კა­ლუ­რი რიტ­მე­ბის შეგ­რძნე­ბა და აფ­რი­კულ ცე­ცხლო­ვან ნო­ტებ­ზე ფე­ხის აწყო­ბა მაკ­რო­ნის ძლი­ე­რი მხა­რე არ არის. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ცოტა და­იბ­ნა კი­დეც,

  • დო­ნალდ ტრამ­პი

აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს სა­უ­დის არა­ბეთ­ში ხმლით ხელ­ში მო­უ­წია ცეკ­ვა. მას სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა მო­უწ­ვეს და ცეკ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სთხო­ვეს, თუმ­ცა პრე­ზი­დენტს დი­დად არ გა­მო­უ­ვი­და რიტ­მის­თვის ფე­ხის აწყო­ბა და სა­ერ­თო სინ­ქრო­ნი­დან ამო­ვარ­და. კარ­გი ისაა, რომ შემ­თხვე­ვით ამ ხმლით არა­ვინ და­ა­ზი­ა­ნა, სინ­ქრო­ნი ვის აღელ­ვებს?!

  • ბო­ნუ­სი:

რა თქმა უნდა, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კა­ლიბ­რის არ არის, თუმ­ცა როცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცეკ­ვა­ზე ვსა­უბ­რობთ, მისი "კავ­კა­სი­უ­რი" სი­ა­ში უნდა იყოს

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თეო
0

ყველაზე მაგრად ობამა ცეკვავდა

ფიქრია
10

ელცინი გადაკრულში იყო და მთელი გულით მოილხინა. 😄 ეგეც არ იყო ანგელოზი, მაგრამ მის მემკვიდრე ორ ბოროტ რობოტთან შედარებით, წარმოსადეგი და ემოციური მაინც იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ცეკვავენ ვარსკვლავები“  - რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს ლიდერები ცეკვას იწყებენ - პოლიტიკოსების ცეკვა: ყველაზე შთამბეჭდავი და ყველაზე უხერხული მოძრაობები

"ცეკვავენ ვარსკვლავები“  - რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს ლიდერები ცეკვას იწყებენ - პოლიტიკოსების ცეკვა: ყველაზე შთამბეჭდავი და ყველაზე უხერხული მოძრაობები

ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინის, როგორც მოცეკვავის შესაძლებლობები, მთელმა მსოფლიომ ნახა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ის მეგობრებთან ერთად წვეულებაზე. ზოგიერთის აზრით, მარინს ისე კარგად გამოსდის ცეკვა, რომ თამამად შეუძლია "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის მიღება.

ფინელ ოპოზიციონერთა კრიტიკის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ არაფერია მეგობრებთან ერთად გართობაში სამარცხვინო. მარინმა თქვა, რომ მას კანონდარღვევა არ ჩაუდენია და ოპოზიციონერთა მოთხოვნის საპასუხოდ, ნარკოტესტი ჩააბარა.

სანა მარინი არ არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელთა ცეკვაც საზოგადოებას უნახავს. მათ შორის ზოგიერთმა საკუთარი გადაწყვეტილებით აჩვენა მოცეკვავევის შესაძლებლობები ფართო აუდიტორიას სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრაზე, ზოგიერთის შემთხვევაში კი, სანა მარინის მსგავსად, ფარულად გადაღებული ვიდეო გავრცელდა მედიაში.

ვნახოთ "მოცეკვავე პოლიტიკოსები", თუმცა სანამ ქვემოთ მოცემულ ვიდეოკადრებს ნახავდეთ, იცოდეთ, რო სანა მარინის მსგავსი უნარებით ცეკვის თვალსაზრისით, სხვები არ გამოირჩევიან.

  • სანა მარინი

გამოცემა Politico 5-ქულიანი სისტემით აფასებს ფინეთის პრემიერს, როგორ მოცეკვავეს და ხუთიდან ხუთ ქულას უწერს. "გავრცელებულ ვიდეოში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი დიდი ენთუზიაზმით ცეკვავს ფინელი ვარსკვლავების პეტრი ნიგარდისა და ანტი ტუიკუს ჰიტებზე. სანა მარინმა უმაღლესი სვლებითა და ენთუზიაზმით დაიპყრო საცეკვაო მოედანი. ამიტომაც ის საუკეთესო შეფასებას იმსახურებს", - წერს გამოცემა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Q_UcaY8nNVA" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
  • ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ცეკვა ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წელს, ABBA-ს პოპულარული სიმღერის, Dancing Queen-ის თანხლებით შევიდა ერთ-ერთ ოფიციალურ კონფერენციაზე 2018. მსგავსად მოიქცა ტერეზა ნაირობიში მოგზაურობის დროს.

ზოგიერთმა მეის მოძრაობები რობოტის მოძრაობებს შეადარა და მიიჩნიეს, რომ ის არც ისე მოხერხებულია. ბევრმა ყოფილ პრემიერს რჩევაც მისცა, რომ სჯობდა, ცეკვის გაკვეთილები გაევლო.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/tbCDFNRA-Wo" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
  • ბორის ელცინი

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, 1996 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს შეასრულა ცეკვა, რომელიც პოპულარული Gangam Style-ის ცეკვას მოგაგონებთ. შესაძლოა, პოპულარული მოძრაობების პირველი ვერსია სწორედ ელცინს ეკუთვნოდეს და კორეელი შემსრულებლისთვის ქორეოგრაფიაზე მუშაობისას, ის შთამაგონებელი იყო.

მსგავსება გასაოცარია. PSY-ის ჰიტი ელცინის ცეკვიდან 15 წლის შემდეგ გამოვიდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/6Wmf1cHR9Ps" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
  • ბორის ჯონსონი

ჯონსონი, რომელიც დაუნინგ სტრიტს სექტემბერში დატოვებს, გამოირჩევა გართობისა და წვეულებების სიყვარულით და არაერთი ვიდეო არსებობს სოციალურ ქსელში, სადაც მისი არცთუ ისე მოქნილი მოძრაობებია აღბეჭდილი.

ეს ვიდეო კი ბორის ჯონსონის ქორწილიდანაა. საზოგადოება უფრო მეტ კოორდინაციას მოელოდა საქორწილო ცეკვის დროს, თუმცა ის ხომ ბორის ჯონსონია?!

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/FncWUKjxpa0" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
  • დმიტრი მედვედევი

2011 წელს "იუთუბზე“ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ცეკვავს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი რუსული პოპ ჯგუფის Kombinaciya-ს სიმღერაზე “American Boy”

ვიდეოში ჩანს, როგორ უხერხულად ტრიალდება ის და ხელებით უჩვეულო მოძრაობებს აკეთებს. მისი ცეკვა რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, მაგრამ ცივილურ სამყაროს ურჩევნია, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, წვეულებებზე იაროს და თუნდაც ამაზე უარესად იცეკვოს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/S6Ksc7R6jhc" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
  • ემანუელ მაკრონი

2018 წელს ლაგოსში ვიზიტის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Afrobeat-ის მუსიკოსმა ფემი კუტიმ სცენაზე მიიწვია, თუმცა როგორც ჩანს, მუსიკალური რიტმების შეგრძნება და აფრიკულ ცეცხლოვან ნოტებზე ფეხის აწყობა მაკრონის ძლიერი მხარე არ არის. საფრანგეთის პრეზიდენტი ცოტა დაიბნა კიდეც,

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ioF_BD54E_Y" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
  • დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საუდის არაბეთში ხმლით ხელში მოუწია ცეკვა. მას საზეიმო დახვედრა მოუწვეს და ცეკვაში მონაწილეობა სთხოვეს, თუმცა პრეზიდენტს დიდად არ გამოუვიდა რიტმისთვის ფეხის აწყობა და საერთო სინქრონიდან ამოვარდა. კარგი ისაა, რომ შემთხვევით ამ ხმლით არავინ დააზიანა, სინქრონი ვის აღელვებს?!

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/eFOyCwCRTgw" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
  • ბონუსი:

რა თქმა უნდა, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსების კალიბრის არ არის, თუმცა როცა პოლიტიკოსების ცეკვაზე ვსაუბრობთ, მისი "კავკასიური" სიაში უნდა იყოს

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/UQR9CyA7Ubk" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>