პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაათვალიერეთ პუტინთან დაახლოებული, სანქცირებული რუსი მილიარდერის მრავალმილიონიანი იახტა, რომელსაც გიბრალტარში, აუქციონზე გაყიდიან (ფოტოები)
დაათვალიერეთ პუტინთან დაახლოებული, სანქცირებული რუსი მილიარდერის მრავალმილიონიანი იახტა, რომელსაც გიბრალტარში, აუქციონზე გაყიდიან (ფოტოები)

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რუსი ოლი­გარ­ქის დი­მიტ­რი პუმ­პი­ანსკის სუ­პე­რი­ახ­ტას, სამ­შა­ბათს გიბ­რალ­ტა­რის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნენ. პუმ­პი­ანსკი და­სა­ველ­თის მიერ სან­ქცი­ე­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სი­ა­შია. მისი იახ­ტა Axioma კი გიბ­რალ­ტარ­მა მარ­ტში, ამე­რი­კუ­ლი ბან­კის JP Morgan-ის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვა. ბან­კი აცხა­დებს, რომ იახ­ტის მფლო­ბელს, $20 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ვალი ბან­კის­თვის არ და­უბ­რუ­ნე­ბია. გიბ­რალ­ტა­რის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აუქ­ცი­ო­ნით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა სწო­რედ ამ ბან­კში გა­და­ი­რი­ცხე­ბა.

მას მერე, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, არა­ერთ რუს მი­ლი­არ­დერს და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს და­უ­წე­სა და­სავ­ლეთ­მა სან­ქცი­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე მათ­განს იახ­ტაც ჩა­მო­არ­თვეს, თუმ­ცა ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც რუსი ოლი­გარ­ქის ქო­ნე­ბა აუქ­ცი­ონ­ზე გა­აქვთ. იახ­ტა შე­ფა­სე­ბუ­ლია 75 მი­ლი­ონ დო­ლა­რად.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Axioma 72.5-მეტ­რი სიგ­რძის იახ­ტაა, მას­ზე 6 კა­ბი­ნაა, რომ­ლებ­შიც 12 ადა­მი­ა­ნი თავ­სდე­ბა. ეკი­პა­ჟის 20 წევ­რის­თვის კი და­მა­ტე­ბი­თი სივ­რცეა გა­მო­ყო­ფი­ლი. იახ­ტა­ზე არის სა­ცუ­რაო აუზი, ჯა­კუ­ზი, სპა და 3D კი­ნო­თე­ატ­რი.

$75 მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის იახ­ტა დი­ზა­ი­ნერ ალ­ბერ­ტო პინ­ტოს დი­ზა­ი­ნით, 2013 წელს თურ­ქეთ­ში აა­წყვეს. მას თავ­და­პირ­ვე­ლად “წი­თე­ლი მო­ე­და­ნი” ერ­ქვა, შემ­დგომ კი - Axioma.

ოლი­გარ­ქი პუმ­პი­ანსკი ფო­ლა­დის მი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია OAO TMK-ის მფლო­ბე­ლია. ის 58 წლი­საა და და­ახ­ლო­ე­ბით 1,84 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის ქო­ნე­ბა აქვს. სან­ქცი­რე­ბუ­ლია დიდ ბრი­ტა­ნე­თის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ს მიერ.

ტოტო
0

სავარაუდოდ ისევ თვითონ იყიდის, მესამე პირის მეშვეობით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

დაათვალიერეთ პუტინთან დაახლოებული, სანქცირებული რუსი მილიარდერის მრავალმილიონიანი იახტა, რომელსაც გიბრალტარში, აუქციონზე გაყიდიან (ფოტოები)

დაათვალიერეთ პუტინთან დაახლოებული, სანქცირებული რუსი მილიარდერის მრავალმილიონიანი იახტა, რომელსაც გიბრალტარში, აუქციონზე გაყიდიან (ფოტოები)

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის დიმიტრი პუმპიანსკის სუპერიახტას, სამშაბათს გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აუქციონზე გაიტანენ. პუმპიანსკი დასაველთის მიერ სანქციერებული პირების სიაშია. მისი იახტა Axioma კი გიბრალტარმა მარტში, ამერიკული ბანკის JP Morgan-ის მოთხოვნით დააკავა. ბანკი აცხადებს, რომ იახტის მფლობელს, $20 მილიონიანი ვალი ბანკისთვის არ დაუბრუნებია. გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აუქციონით მიღებული თანხა სწორედ ამ ბანკში გადაირიცხება.

მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არაერთ რუს მილიარდერს და სახელმწიფო მოხელეს დაუწესა დასავლეთმა სანქციები, რამდენიმე მათგანს იახტაც ჩამოართვეს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსი ოლიგარქის ქონება აუქციონზე გააქვთ. იახტა შეფასებულია 75 მილიონ დოლარად.

BBC-ის ინფორმაციით, Axioma 72.5-მეტრი სიგრძის იახტაა, მასზე 6 კაბინაა, რომლებშიც 12 ადამიანი თავსდება. ეკიპაჟის 20 წევრისთვის კი დამატებითი სივრცეა გამოყოფილი. იახტაზე არის საცურაო აუზი, ჯაკუზი, სპა და 3D კინოთეატრი.

$75 მილიონის ღირებულების იახტა დიზაინერ ალბერტო პინტოს დიზაინით, 2013 წელს თურქეთში ააწყვეს. მას თავდაპირველად “წითელი მოედანი” ერქვა, შემდგომ კი - Axioma.

ოლიგარქი პუმპიანსკი ფოლადის მილების მწარმოებელი კომპანია OAO TMK-ის მფლობელია. ის 58 წლისაა და დაახლოებით 1,84 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ქონება აქვს. სანქცირებულია დიდ ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ.