მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე: როგორია რადიაციული დასხივების დასაშვები და სასიკვდილო დოზები და რა შემთხვევაში შეგვიძლია თავის დაცვა?
მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე: როგორია რადიაციული დასხივების დასაშვები და სასიკვდილო დოზები და რა შემთხვევაში შეგვიძლია თავის დაცვა?

უკ­რა­ი­ნა­ში, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი ყვე­ლა­ზე მძლავ­რია ევ­რო­პა­ში. მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბირ­თვულ რე­აქ­ტორს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ და მე­სა­მე კვი­რაა, მის სი­ახ­ლო­ვეს ჭურ­ვე­ბი ეცე­მა. რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, გა­ე­რო კი მათ მო­უ­წო­დებს, არ და­უშ­ვან "ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა”. “ჩვენ არ უნდა და­ვი­შუ­როთ ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ელექტრო­სად­გუ­რის ობი­ექ­ტე­ბი ან მისი შე­მო­გა­რე­ნი არ იყოს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­მიზ­ნე. სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და პერ­სო­ნა­ლი უნდა გაყ­ვა­ნილ იქ­ნას ელექტრო­სად­გუ­რი­დან. ად­გილ­ზე ძა­ლე­ბის ან აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შემ­დგო­მი გან­ლა­გე­ბა თა­ვი­დან უნდა იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი. სა­ჭი­როა ტე­რი­ტო­რი­ის დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია”, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტი­სას გა­ე­როს გენმდი­ვან­მა ან­ტო­ნიო გუ­ტე­რეშ­მა.

პირ­ვე­ლი ცივი ომის დროს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი ერ­თგვარ გლო­ბა­ლურ საფრ­თხო­ბე­ლად იქცა. მისი ეში­ნო­დათ, თუმ­ცა ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ჰი­რო­სი­მი­სა და ნა­გა­სა­კის შემ­დეგ მის გა­მო­ყე­ნე­ბას ვე­რა­ვინ გა­ბე­დავ­და, მაგ­რამ აი, თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი წე­ლია, რაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის მსგავ­სი ევ­რო­პა­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს და რუ­სე­თის მიერ ბირ­თვუ­ლი, მათ შო­რის, ტაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. ამას ემა­ტე­ბა უკ­რა­ი­ნის ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, ზა­პო­რო­ჟი­ის ევ­რო­პა­ში უდი­დეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­თან მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, სა­დაც ექ­ვსი­დან ერთ-ერთი ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რის და­ზი­ა­ნე­ბა-აფეთ­ქე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ჩერ­ნო­ბი­ლის ტრა­გე­დია დაგ­ვა­ვი­წყოს.

  • რო­გო­რია ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პი?

მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ, ეს არის მძი­მე ბირ­თვე­ბის ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ით და­ყო­ფის (ატო­მუ­რი, იგი­ვე ბირ­თვუ­ლი ბომ­ბი) ან თერ­მო­ბირ­თვუ­ლი სინ­თე­ზის (თერ­მო­ბირ­თვუ­ლი ბომ­ბი) შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია.

ატო­მუ­რი, იგი­ვე ბირ­თვუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის დამ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 90%-ზე მე­ტად გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ურან-235-ის ან 94%-იანი პლუ­ტო­ნი­უმ-239-ის იზო­ტო­პე­ბი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ბუ­ნე­ბა­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა და მას ხე­ლოვ­ნუ­რად იღე­ბენ ურან-238-ის ნე­იტ­რო­ნე­ბის დას­ხი­ვე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ატო­მუ­რი ანუ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ინი­ცი­რე­ბი­სას მიმ­დი­ნა­რე­ობს მხო­ლოდ ერთი ფაზა - ურა­ნი­სა ან პლუ­ტო­ნის მძი­მე ბირ­თვე­ბის და­ყო­ფა მსუ­ბუქ ელე­მენ­ტე­ბად, უფრო ძლი­ერ თერ­მო­ბირ­თვულ ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში კი დე­ი­ტე­რი­უ­მი­სა და ტრი­ტი­უ­მის უს­წრა­ფე­სი თერ­მო­ბირ­თვუ­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გად უდი­დე­სი ენერ­გია გა­მო­ი­ყო­ფა.

თერ­მო­ბირ­თვუ­ლი ბომ­ბი ორ ან სამ­ფა­ზი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბი­საა.

ორ­ფა­ზი­ან (იგი­ვე ორ­სა­ფე­ხუ­რი­ან) ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ორი პრო­ცე­სი ვი­თარ­დე­ბა: ჯერ მძი­მე ბირ­თვე­ბის და­ყო­ფა, შემ­დეგ კი თერ­მო­ბირ­თვუ­ლი სინ­თე­ზი.

სამ­ფა­ზი­ა­ნი ბირ­თვუ­ლი, იგი­ვე წყალ­ბა­დის ბომ­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძლავ­რის მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღია და მისი ინი­ცი­რე­ბის შემ­დეგ სამ­ფა­ზი­ა­ნი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის­თვი­საც ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბუ­ლია მა­ღა­ლი რა­დი­აქ­ტი­ვო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

ცალ­კე გა­მო­სა­ყო­ფია ნე­იტ­რო­ნუ­ლი ბომ­ბი, რო­მე­ლიც აფეთ­ქე­ბი­სას სწრა­ფი ნე­იტ­რო­ნე­ბის ნა­კადს გა­მო­ტყორ­ცნის და უფრო მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცო­ცხა­ლი ძა­ლის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად არის გან­კუთ­ვნი­ლი, ვიდ­რე - საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად.

  • სად შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბა?

ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი და მისი გა­დამ­ტა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დღეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში აქვს მსოფ­ლი­ოს ცხრა ქვე­ყა­ნას, ესე­ნია: აშშ, რუ­სე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ჩი­ნე­თი, პა­კის­ტა­ნი, ინ­დო­ე­თი, ჩრდი­ლო კო­რეა და ის­რა­ე­ლი (თუმ­ცა უკა­ნას­კნე­ლი მის ქო­ნას უარ­ყოფს).

ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს შვი­დი სა­ხის: ჰა­ერ­ში (ტრო­პოს­ფე­რო­ში); მაღ­ლი­ვი (ატ­მოს­ფე­როს ზედა ფე­ნებ­ში, კოს­მო­სის სა­ზღვარ­თან, და­ახ­ლო­ე­ბით 100 კმ-ზე დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან); უშუ­ა­ლოდ კოს­მოს­ში, ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ორ­ბი­ტა­ზე ან სუ­ლაც შო­რე­ულ კოს­მოს­ში; მი­წის ზე­და­პირ­ზე; მი­წის ქვეშ; წყლის ზე­და­პირ­ზე და წყლის ქვეშ.

მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გა­რე­მო რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იზო­ტო­პე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად ბინ­ძურ­დე­ბა მი­წის ზე­და­პირ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის დროს.

  • ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის სიმ­ძლავ­რე

ბირ­თვუ­ლი ბომ­ბის სიმ­ძლავ­რე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ტრი­ნიტ­რო­ტო­ლუ­ო­ლის რა­ო­დე­ნო­ბით, ანუ რამ­დე­ნი ტონა ტრო­ტი­ლი უნდა აფეთ­ქდეს, რომ მისი ძალა ბირ­თვულ აფეთ­ქე­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს...

ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი სიმ­ძლავ­რის მი­ხედ­ვით იყო­ფა ხუთ ჯგუ­ფად: ზემ­ცი­რე (ერთ კი­ლო­ტო­ნა­ზე ნაკ­ლე­ბი სიმ­ძლავ­რის); მცი­რე (1-10 კი­ლო­ტო­ნა); სა­შუ­ა­ლო (10-100 კი­ლო­ტო­ნა); დიდი სიმ­ძლავ­რის (100 კი­ლო­ტო­ნი­დან ერთ მე­გა­ტო­ნამ­დე) და ზემ­ძლავ­რი (ერთ მე­გა­ტო­ნა­ზე მეტი).

1945 წლის წლის 6 აგ­ვის­ტოს ია­პო­ნი­ის ქა­ლაქ ჰი­რო­სი­მის თავ­ზე, 600 მ სი­მაღ­ლე­ზე აფეთ­ქე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბის სიმ­ძლავ­რე 13-დან 18 კი­ლო­ტო­ნამ­დე ტრო­ტი­ლის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი იყო, ხოლო სამი დღის შემ­დეგ, 9 აგ­ვის­ტოს, ქა­ლაქ ნა­გა­სა­კის თავ­ზე ატო­მურ­მა ბომბმა 21 კი­ლო­ტო­ნა ტრო­ტი­ლის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი სიმ­ძლავ­რის აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია.

  • რა სა­ხის ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა არ­სე­ბობს?

ბირ­თვუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­თავ­სდეს შე­ი­ა­რა­ღე­ბის შვიდ ძი­რი­თად კლას­ში. ესე­ნია: სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბი; სა­ა­ვი­ა­ციო რა­კე­ტა; ბა­ლის­ტი­კუ­რი და ფრთო­სა­ნი რა­კე­ტის ქო­ბი­ნი; სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვი; სიღ­რმუ­ლი, ფსკე­რის და ღუ­ზის სა­ზღვაო ნაღ­მი; სა­ზღვაო ტორ­პე­დო და სახ­მე­ლე­თო სა­ინ­ჟინ­რო ნაღ­მი.

  • რა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი აქვს ბირ­თვულ აფეთ­ქე­ბას?

ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბი­სას წარ­მო­იქ­მნე­ბა ხუთი სა­ხის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი: დამ­რტყმე­ლი ტალ­ღა; სით­ბუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა; შემღწე­ვი რა­დი­ა­ცია; რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა და ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი იმ­პულ­სი.

დამ­რტყმე­ლი ტალ­ღა - 20 კი­ლო­ტო­ნა ტრო­ტი­ლის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი სიმ­ძლავ­რის ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ჰა­ე­რის დამ­რტყმე­ლი ტალ­ღა 1,4 წმ-ში - ერთ კმ-ს, 4 წმ-ში - 2 კმ-ს, 7 წმ-ში - 3-კმ-ს, 12 წმ-ში კი 5 კმ-ს ფა­რავს.

ის სა­ში­შია ადა­მი­ა­ნის­თვის, თუმ­ცა ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის გა­ელ­ვე­ბის და­ნახ­ვი­დან მცი­რე დრო რჩე­ბა თავ­შე­საფ­რის მო­სა­ძებ­ნად ან სუ­ლაც მი­წა­ზე და­წო­ლის­თვის.

სით­ბუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა - ჰი­რო­სი­მა­ში ატო­მუ­რი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში და დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის კედ­ლებ­ზე ადა­მი­ან­თა სი­ლუ­ე­ტე­ბი გა­მო­ი­სა­ხა, რაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­მო­ყო­ფის შე­დე­გი გახ­ლდათ.

ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის სით­ბუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წამი გრძელ­დე­ბა და თუ ადა­მი­ან­მა ამ დროს მო­ას­წრო გა­უმჭვირ­ვა­ლე სა­განს ამო­ფა­რე­ბა (მა­გა­ლი­თად, კე­დელს), მა­შინ ის ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის ამ კონ­კრე­ტულ და­მა­ზი­ა­ნე­ბელ ფაქ­ტორს გა­და­ურ­ჩე­ბა.

თუკი ამო­სა­ფა­რე­ბე­ლი არა­ფე­რია, ადა­მი­ა­ნი სას­წრა­ფოდ უნდა დაწ­ვეს პირ­ქვე, ფე­ხე­ბით აფეთ­ქე­ბის მხა­რეს და სახე და­ი­ფა­როს ხე­ლე­ბით. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის­კენ გა­ხედ­ვა - ამან შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი დაბრმა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე: როგორია რადიაციული დასხივების დასაშვები და სასიკვდილო დოზები და რა შემთხვევაში შეგვიძლია თავის დაცვა?

მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე: როგორია რადიაციული დასხივების დასაშვები და სასიკვდილო დოზები და რა შემთხვევაში შეგვიძლია თავის დაცვა?

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე მძლავრია ევროპაში. მარტიდან მოყოლებული, ბირთვულ რეაქტორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ და მესამე კვირაა, მის სიახლოვეს ჭურვები ეცემა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ, გაერო კი მათ მოუწოდებს, არ დაუშვან "ბირთვული კატასტროფა”. “ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ელექტროსადგურის ობიექტები ან მისი შემოგარენი არ იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე. სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაყვანილ იქნას ელექტროსადგურიდან. ადგილზე ძალების ან აღჭურვილობის შემდგომი განლაგება თავიდან უნდა იქნას აცილებული. საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია”, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტისას გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

პირველი ცივი ომის დროს ბირთვული იარაღი ერთგვარ გლობალურ საფრთხობელად იქცა. მისი ეშინოდათ, თუმცა ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჰიროსიმისა და ნაგასაკის შემდეგ მის გამოყენებას ვერავინ გაბედავდა, მაგრამ აი, თითქმის ნახევარი წელია, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, რომლის მსგავსი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს და რუსეთის მიერ ბირთვული, მათ შორის, ტაქტიკური დანიშნულების იარაღის გამოყენების შესაძლებლობა კვლავ აქტუალური ხდება. ამას ემატება უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან, განსაკუთრებით, ზაპოროჟიის ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, სადაც ექვსიდან ერთ-ერთი ატომური რეაქტორის დაზიანება-აფეთქებამ შეიძლება ჩერნობილის ტრაგედია დაგვავიწყოს.

  • როგორია ბირთვული იარაღის მოქმედების პრინციპი?

მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის მძიმე ბირთვების ჯაჭვური რეაქციით დაყოფის (ატომური, იგივე ბირთვული ბომბი) ან თერმობირთვული სინთეზის (თერმობირთვული ბომბი) შედეგად გამოყოფილი უზარმაზარი ენერგია.

ატომური, იგივე ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისას გამოიყენება 90%-ზე მეტად გამდიდრებული ურან-235-ის ან 94%-იანი პლუტონიუმ-239-ის იზოტოპები. ეს უკანასკნელი ბუნებაში არ მოიპოვება და მას ხელოვნურად იღებენ ურან-238-ის ნეიტრონების დასხივებით. შესაბამისად, ატომური ანუ ბირთვული იარაღის ინიცირებისას მიმდინარეობს მხოლოდ ერთი ფაზა - ურანისა ან პლუტონის მძიმე ბირთვების დაყოფა მსუბუქ ელემენტებად, უფრო ძლიერ თერმობირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობაში კი დეიტერიუმისა და ტრიტიუმის უსწრაფესი თერმობირთვული პროცესის შედეგად უდიდესი ენერგია გამოიყოფა.

თერმობირთვული ბომბი ორ ან სამფაზიანი მოქმედებისაა.

ორფაზიან (იგივე ორსაფეხურიან) ასაფეთქებელ მოწყობილობაში ერთიმეორის მიყოლებით ორი პროცესი ვითარდება: ჯერ მძიმე ბირთვების დაყოფა, შემდეგ კი თერმობირთვული სინთეზი.

სამფაზიანი ბირთვული, იგივე წყალბადის ბომბი განსაკუთრებული სიმძლავრის მასობრივი განადგურების იარაღია და მისი ინიცირების შემდეგ სამფაზიანი პროცესი მიმდინარეობს, რისთვისაც ასაფეთქებელ მოწყობილობაში დამატებულია მაღალი რადიაქტივობის ნივთიერებები.

ცალკე გამოსაყოფია ნეიტრონული ბომბი, რომელიც აფეთქებისას სწრაფი ნეიტრონების ნაკადს გამოტყორცნის და უფრო მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებლად არის განკუთვნილი, ვიდრე - საბრძოლო ტექნიკის გასანადგურებლად.

  • სად შეიძლება მოხდეს ბირთვული აფეთქება?

ბირთვული იარაღი და მისი გადამტანი საშუალებები დღეს შეიარაღებაში აქვს მსოფლიოს ცხრა ქვეყანას, ესენია: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩრდილო კორეა და ისრაელი (თუმცა უკანასკნელი მის ქონას უარყოფს).

ბირთვული აფეთქება შეიძლება იყოს შვიდი სახის: ჰაერში (ტროპოსფეროში); მაღლივი (ატმოსფეროს ზედა ფენებში, კოსმოსის საზღვართან, დაახლოებით 100 კმ-ზე დედამიწის ზედაპირიდან); უშუალოდ კოსმოსში, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ან სულაც შორეულ კოსმოსში; მიწის ზედაპირზე; მიწის ქვეშ; წყლის ზედაპირზე და წყლის ქვეშ.

მიიჩნევენ, რომ გარემო რადიოაქტიური იზოტოპებით ყველაზე მეტად ბინძურდება მიწის ზედაპირზე განხორციელებული ბირთვული აფეთქებების დროს.

  • ბირთვული აფეთქების სიმძლავრე

ბირთვული ბომბის სიმძლავრე განისაზღვრება ტრინიტროტოლუოლის რაოდენობით, ანუ რამდენი ტონა ტროტილი უნდა აფეთქდეს, რომ მისი ძალა ბირთვულ აფეთქებას შეესაბამებოდეს...

ბირთვული იარაღი სიმძლავრის მიხედვით იყოფა ხუთ ჯგუფად: ზემცირე (ერთ კილოტონაზე ნაკლები სიმძლავრის); მცირე (1-10 კილოტონა); საშუალო (10-100 კილოტონა); დიდი სიმძლავრის (100 კილოტონიდან ერთ მეგატონამდე) და ზემძლავრი (ერთ მეგატონაზე მეტი).

1945 წლის წლის 6 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმის თავზე, 600 მ სიმაღლეზე აფეთქებული ამერიკული ატომური ბომბის სიმძლავრე 13-დან 18 კილოტონამდე ტროტილის ეკვივალენტური იყო, ხოლო სამი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, ქალაქ ნაგასაკის თავზე ატომურმა ბომბმა 21 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტური სიმძლავრის აფეთქება გამოიწვია.

  • რა სახის ბირთვული შეიარაღება არსებობს?

ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლება მოთავსდეს შეიარაღების შვიდ ძირითად კლასში. ესენია: საავიაციო ბომბი; საავიაციო რაკეტა; ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის ქობინი; საარტილერიო ჭურვი; სიღრმული, ფსკერის და ღუზის საზღვაო ნაღმი; საზღვაო ტორპედო და სახმელეთო საინჟინრო ნაღმი.

  • რა დამაზიანებელი ფაქტორები აქვს ბირთვულ აფეთქებას?

ბირთვული აფეთქებისას წარმოიქმნება ხუთი სახის დამაზიანებელი ფაქტორი: დამრტყმელი ტალღა; სითბური გამოსხივება; შემღწევი რადიაცია; რადიოაქტიური დაბინძურება და ელექტრომაგნიტური იმპულსი.

დამრტყმელი ტალღა - 20 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტური სიმძლავრის ბირთვული აფეთქების შემდეგ ჰაერის დამრტყმელი ტალღა 1,4 წმ-ში - ერთ კმ-ს, 4 წმ-ში - 2 კმ-ს, 7 წმ-ში - 3-კმ-ს, 12 წმ-ში კი 5 კმ-ს ფარავს.

ის საშიშია ადამიანისთვის, თუმცა ბირთვული აფეთქების გაელვების დანახვიდან მცირე დრო რჩება თავშესაფრის მოსაძებნად ან სულაც მიწაზე დაწოლისთვის.

სითბური გამოსხივება - ჰიროსიმაში ატომური აფეთქების შემდეგ ქალაქის ქუჩებში და დანგრეული შენობების კედლებზე ადამიანთა სილუეტები გამოისახა, რაც ძალიან მაღალი ტემპერატურის გამოყოფის შედეგი გახლდათ.

ბირთვული აფეთქების სითბური გამოსხივება მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება და თუ ადამიანმა ამ დროს მოასწრო გაუმჭვირვალე საგანს ამოფარება (მაგალითად, კედელს), მაშინ ის ბირთვული აფეთქების ამ კონკრეტულ დამაზიანებელ ფაქტორს გადაურჩება.

თუკი ამოსაფარებელი არაფერია, ადამიანი სასწრაფოდ უნდა დაწვეს პირქვე, ფეხებით აფეთქების მხარეს და სახე დაიფაროს ხელებით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბირთვული აფეთქებისკენ გახედვა - ამან შეიძლება სრული დაბრმავება გამოიწვიოს. გააგრძელეთ კითხვა