პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოცარი გოგო იყო თინა, კეთილი, მხიარული... მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი
"საოცარი გოგო იყო თინა, კეთილი, მხიარული... მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ავ­ლევ­ში გუ­შინ სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 29 წლის ქალი მე­უღ­ლემ გა­გუ­და. უც­ნო­ბია, რა გახ­და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მა­მის თქმით, ცოლ-ქმა­რი მაყ­ვლის საკ­რე­ფად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი სო­ფელ ავ­ლევ­ში. ბრალ­დე­ბულ­მა თა­ნა­სოფ­ლელ ბი­ჭებს თა­ვად გა­უმ­ხი­ლა, რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, რის შემ­დე­გაც ად­გილ­ზე მა­ლე­ვე მი­ვი­და პო­ლი­ცია და ის და­ა­კა­ვა.

სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქალი თინა ჩოჩ­ნი­ძეა, რო­მე­ლიც ხა­შუ­რი­დან, სო­ფელ ვა­ყა­დან იყო.

რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი გვიყ­ვე­ბა, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

"სა­ო­ცა­რი გოგო იყო თინა... თბი­ლი, კე­თი­ლი, მხი­ა­რუ­ლი. ჩემი სოფ­ლი­დან იყო, ვა­ყე­დან. მაყ­ვლის კრე­ფის დროს ჩვე­ნი სოფ­ლის მინ­დვ­რე­ბი­დან გაჰ­ყვნენ გზას და ავ­ლევ­ში ასე მოხ­ვდნენ. მის ქმარს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. შვი­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ, რამ­დე­ნა­დაც ვიცი." - ამ­ბობს ambebi.ge -სთან ნიკა მო­სი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ "ფე­ის­ბუქ­ში" შემ­დე­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ვაჰ, რა უბე­დუ­რე­ბაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თა­ნა­სოფ­ლე­ლია, ქმარ­მა იმ­სხვერ­პლა. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სენი გახ­და ეს სა­ში­ნე­ლი ქცე­ვა. რო­გორ ზრდით ბი­ჭებს? რა ჯან­და­ბას ას­წავ­ლით? რას ეუბ­ნე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ კა­ცია? ისევ თქვენ და­ლევთ მერე ქა­ლე­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს. ფუ, რა­ნა­ი­რი ხალ­ხი ხართ. ძა­ლი­ან კე­თი­ლი და ძა­ლი­ან თბი­ლი გოგო იყო თინი" - და­წე­რა ნიკა მო­სი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის პო­ზი­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 18 აგ­ვის­ტოს, 34 წლის ბრალ­დე­ბულ­მა 29 წლის მე­უღ­ლე ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით და­ახ­რჩო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ავ­ლევ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნაც­ნო­ბი ქალი - თ.ჩ. გა­გუ­და. პო­ლი­ცი­ამ თ.კ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 19 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „კ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქტს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, და­ი­ნიშ­ნე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს ბრალ­დე­ბუ­ლის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ის­წავ­ლის.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შალვა
0

რა ხდება კავკასიური ველური ტომის გამოვლინებაა? უყურებენ ან ესმით ძალადობა და არავინ რეაგირებს.ევროპა კი არა ყრუებით დასახლებული ხალხია აქ. 

გიორგი
2

რატომ მოკალი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"საოცარი გოგო იყო თინა, კეთილი, მხიარული... მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი

"საოცარი გოგო იყო თინა, კეთილი, მხიარული... მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავლევში გუშინ საზარელი მკვლელობა მოხდა. 29 წლის ქალი მეუღლემ გაგუდა. უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი. გარდაცვლილი ქალის მამის თქმით, ცოლ-ქმარი მაყვლის საკრეფად იყვნენ წასულები სოფელ ავლევში. ბრალდებულმა თანასოფლელ ბიჭებს თავად გაუმხილა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რის შემდეგაც ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და ის დააკავა.

სასტიკად მოკლული ქალი თინა ჩოჩნიძეა, რომელიც ხაშურიდან, სოფელ ვაყადან იყო.

როგორც მისი მეგობარი გვიყვება, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

"საოცარი გოგო იყო თინა... თბილი, კეთილი, მხიარული. ჩემი სოფლიდან იყო, ვაყედან. მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ. მის ქმარს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შვილი არ დარჩენიათ, რამდენადაც ვიცი." - ამბობს ambebi.ge -სთან ნიკა მოსიაშვილი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ "ფეისბუქში" შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"ვაჰ, რა უბედურებაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თანასოფლელია, ქმარმა იმსხვერპლა. ჩვენი საზოგადოების სენი გახდა ეს საშინელი ქცევა. როგორ ზრდით ბიჭებს? რა ჯანდაბას ასწავლით? რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია? ისევ თქვენ დალევთ მერე ქალების სადღეგრძელოს. ფუ, რანაირი ხალხი ხართ. ძალიან კეთილი და ძალიან თბილი გოგო იყო თინი" - დაწერა ნიკა მოსიაშვილმა.

რაც შეეხება სამართალდამცავი უწყებების პოზიციას, საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს, 34 წლის ბრალდებულმა 29 წლის მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით დაახრჩო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გარდა ამისა, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

იხილეთ ასევე: