ავტორი:

"ორკები" უკრაინელებს სთხოვენ, რუს დამპყრობლებს მათი სახელი აღარ დაუძახონ - "ორკების სამიზნე ქალები და ბავშვები არ არიან, ისინი არ იპარავენ სარეცხ მანქანებს"

"ორკები" უკრაინელებს სთხოვენ, რუს დამპყრობლებს მათი სახელი აღარ დაუძახონ - "ორკების სამიზნე ქალები და ბავშვები არ არიან, ისინი არ იპარავენ სარეცხ მანქანებს"

"ბეჭდების მბრძანებელში" მონაწილე მსახიობებმა უკრაინელებს მიმართეს და სთხოვეს მათ, რომ რუს დამპყრობლებს ორკები აღარ დაუძახონ.

"ორკების მსოფლიო დიასპორის სახელით მნიშვნელოვანი რამ მინდა გთხოვოთ: ნუ დაუძახებთ რუსებს ორკებს. ჩვენ შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს! მრავალი საუკუნის მანძილზე აღარ მიგვიმართავს ბრძოლის ბარბაროსული მეთოდებისთვის.

ორკები არ იღებენ ქალებსა და ბავშვებს მიზანში, არ იპარავენ სარეცხ მანქანებს და არ ისაქმებენ ხალიჩებზე. ჩვენ მებრძოლები ვართ, და არა ნაგვები", - ამბობს ერთ-ერთი ორკის როლის შემსრულებელი.

მეორე მსახიობი, რომელიც ასევე ორკის როლს ასრულებს, ამბობს, რომ რუსული არმია დაუცველ ცხოველებსაც კი ხოცავს:

"გავიგე, რომ რუსები ზოოპარკებშიც ისვრიან და დაუცველ ცხოველებს კლავენ. არ მესმის, მათ რა დაუშავეს? გთხოვთ, ნუ ეძახით რუსებს ორკებს. ჩემი შვილების მრცხვენია", - თქვა მან.

ახალ ზელანდიელმა მსახიობმა, სალა ბეიკერმა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ხალხს ცხოველების დახმარებისკენ მოუწოდა: "მე "ბეჭდების მბრძანებელში" საურონი ვიყავი, მაგრამ ამ აბსოლუტური ბოროტებით, რომელსაც უკრაინელები ებრძვიან, შოკირებული ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო UAnimals-ს, რომლებიც ცხოველებს ომისგან იცავენ: ისინი ცხოველებს კვებავენ, მკურნალობენ და მათ ევაკუირებას ახდენენ. ეს გასაოცარი და შთამაგონებელია!" - თქვა მსახიობმა.

წყარო: perild

მოამზადა: ანა სიბოშვილი