ავტორი:

აფეთქებები ბელბეკსა და ქერჩთან - რა ხდება რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში  - ვითარება საომარ ზონაში, რომელსაც რუსეთში "დივერსიას" უწოდებენ, უკრაინელები კი მათ აფრთხილებენ, რომ "მოწევა კლავს"

აფეთქებები ბელბეკსა და ქერჩთან - რა ხდება რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში  - ვითარება საომარ ზონაში, რომელსაც რუსეთში "დივერსიას" უწოდებენ, უკრაინელები კი მათ აფრთხილებენ, რომ "მოწევა კლავს"

ხანძრებისა და აფეთქებების რაოდენობა რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ობიექტებზე მატულობს. რუსეთში, ბელგოროდის პროვინციაში, უკრაინის საზღვართან მდებარე ორ სოფელში მასალის საცავში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

• "საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარე სოფელ ტიმონოვის მახლობლად საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი გაუჩნდა", - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა და დასძინა, რომ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, სულ მცირე, ოთხი აფეთქება მოხდა ბელბეკის მთავარ საავიაციო ბაზასთან, სევასტოპოლის ჩრდილოეთით, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე. სევასტოპოლის პრორუსმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა და ზიანი არავის მიუღია.

⚡️#БНР. Детонирует склад БК русни#бавовна #хлопки pic.twitter.com/XodMXun4xe
— Белгород новости (БНР News) (@belgorodnewsbnr) August 18, 2022

აფეთქებების ხმა ისმოდა ქერჩის მახლობლადაც, მთავარ ხიდთან, რომელიც სტრატეგიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია რუსეთისთვის.. ადგილობრივი მედია წერს, რომ უკრაინელთა დრონი ჩამოაგდეს.

• ტიმონოვოში ხანძრის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ირონიული "ტვიტი" გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც მოკლე შეტყობინება იყო - "მოწევა კლავს!“

.@WHO
Smoking kills! pic.twitter.com/OdsniswTVS
— Defense of Ukraine (@DefenceU) August 18, 2022

უკრაინელი ოფიციალური პირები მანამდე ხუმრობდნენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტებზე აფეთქებები და ხანძრები მწეველთა უყურადღებობით იყო გამოწვეული.

• სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადება

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 73 ოკუპანტი და მტრის აღჭურვილობა გაანადგურეს,- ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი“ ავრცელებს. "ჩვენმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 200-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა, მათ შორის ჩაშალეს მტრის გეგმები კახოვკას ხიდის შეკეთებასა და გამოყენებასან დაკავშირებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს : 73 ოკუპანტი, 2 ტანკი, ოთხი გამშვები მოწყობილობა და ერთი სარადარო სადგური S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, 5 ერთეული ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა, საბრძოლო მასალის ერთი საცავი.

• რუსები ყირიმს ტოვებენ

ყირიმის ნახევარკუნძულზე გასულ სამშაბათს მომხდარი აფეთქებების შემდეგ მედიაში გავრცელდა კადრები თუ როგორ ტოვებდნენ რუსები ნახევარკუნძულს. არსებული ინფორმაციით, სამშაბათს რეკორდულად ბევრმა, 38 000-მა მანქანამ დატოვა ნახევარკუნძული.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პანიკაში ჩავარდნილმა რუსებმა გააცნობიერეს, რომ ყირიმი არ არის მათი ადგილი. ზელენსკიმ ასევე მიანიშნა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე უფრო მეტი თავდასხმა იყო მოსალოდნელი.

ცნობისთვის, რუსეთში ყირიმში მომხდარ აფეთქებებს "ადგილობრივ დივერსიას" უწოდებენ. მოსკოვის მიერ დანიშნული ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ოთხშაბათს ექვსი სავარაუდო ისლამისტი დააკავეს. გაურკვეველია, ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი თავდასხმებთან.