უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ადგილობრივებმა დაუდასტურეს. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს.
როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
ზურაბ შინდელაშვილი, სოფელ უჯარმის რწმუნებული:
- ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს. ბიჭები სოფელში სტუმრად იყვნენ, დედა ჰყავთ უჯარმელი, ბებია-ბაბუასთან იყვნენ ჩამოსულები, თბილისელები არიან. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ერთი ძმა მეორედ დასახმარებლად წყალში შევიდა. სამწუხარო ამბავი მოხდა. ოჯახს მხოლოდ ერთი შვილი დარჩა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადა ძებნის ოპერაციას უკვე რამდენიმე საათია აწარმოებდნენ.