ავტორი:

"ყველაფერი გააკეთა ხალხმა, რომ ნეკა სრულიად გაენადგურებინათ როგორც ადამიანი და ქალი" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი?

"ყველაფერი გააკეთა ხალხმა, რომ ნეკა სრულიად გაენადგურებინათ როგორც ადამიანი და ქალი" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი?

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ყველაფერი გააკეთა ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმისთვის, რომ ნეკას შერჩენილი გამბედაობაც ჩაეკლათ და სრულიად გაენადგურებინათ, როგორც ადამიანი და ქალი, თუმცა ნეკამ აჩვენა როგორ უნდა იბრძოლო, როცა ხარ მართალი და ხედავთ, როგორ ფერმკრთალდება ნელნელა, სიმართლის ფონზე, “ვარსკვლავები” ამ ხალხის თავზე.

ასე რომ, კი ლანძღავთ მას, მის ყველა მხარდამჭერს, კი გვაფურთხებთ მის დამცველებს, მაგრამ იცოდეთ, ჩვენ ვართ ამაყები და ბედნიერები, რომ ვიცავთ სიმართლეს. ამის ფონზე ყველაფერი დაძლევადია", - წერს ანა აბაშიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოში ნეკა დოროყაშვილმა ჩვენება მისცა და მის მიმართ განხორიელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაზე ისაუბრა.

ნახეთ ასევე: