საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ნებისმიერი - ოღონდ არა ქალი, ოღონდ არა ავღანელი“ - რა არის ბაჩა-პოში: ვაჟად "გადაკეთებული" გოგონები და ფულის სანაცვლოდ გათხოვილი ბავშვები
"ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ნებისმიერი - ოღონდ არა ქალი, ოღონდ არა ავღანელი“ - რა არის ბაჩა-პოში: ვაჟად "გადაკეთებული" გოგონები და ფულის სანაცვლოდ გათხოვილი ბავშვები

თუ ავ­ღა­ნურ ოჯახ­ში არ არის ბიჭი, მისი როლი შე­საძ­ლოა ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თმა შე­ას­რუ­ლოს. ამ ჩვე­უ­ლე­ბას ბაჩა-პოში ჰქვია და ის მშობ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ეხ­მა­რე­ბა, გო­გო­ნებს კი ცო­ტა­ო­დენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას აძ­ლევს.

"ვოც­ნე­ბობ­დი, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ნე­ბის­მი­ე­რი - ოღონდ არა ქალი, ოღონდ არა ავ­ღა­ნე­ლი“, - ამ სი­ტყვე­ბით მთავ­რდე­ბა ავ­ღა­ნე­ლი პო­ე­ტის, რო­ი­ას ლექ­სი, რო­მე­ლიც 2010 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ოთხი წლის შემ­დეგ, სწო­რედ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი გა­ნა­თავ­სა თა­ვი­სი წიგ­ნის - "ქა­ბუ­ლის ია­ტაქ­ვე­შე­თის გო­გო­ნე­ბი“ პირ­ველ გვერ­დზე ამე­რი­კელ­მა მწე­რალ­მა ჯენი ნორდბეგ­მა. წიგ­ნი ავ­ღა­ნელ ქა­ლებს ეძღვნე­ბათ, რომ­ლებ­მაც, რო­გორც ნორდბერ­გი წერს, "გა­არ­კვი­ეს, რომ შარ­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა უფრო მარ­ტი­ვია“.

ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში ქა­ლის ბრა­ლია. რო­გორც თა­ვის წიგნ­ში ნორ­დნერ­გი წერს, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ დე­დას შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს მო­მა­ვა­ლი შვი­ლის სქე­სი, თუკი გა­მუდ­მე­ბით მას­ზე იფიქ­რებს.

სულ­თან აჰ­მედ შო­ი­ა­ბი ამ ფაქტს გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნით ხსნის. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ცრუ­წუ­მე­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ვა­ჟიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის შან­სი იზ­რდე­ბა თუ ოჯახ­ში ბაჩა-პოში ჩნდე­ბა.

ზო­გი­ერ­თი მშობ­ლე­ბი მარ­თლაც "აქ­ცე­ვენ“ გო­გო­ნებს ბი­ჭე­ბად, რათა მემ­კვიდ­რე­ე­ბი "მო­ი­ზი­დონ“, თუმ­ცა ხან­და­ხან ბაჩა-პოში მე­ო­რე ვა­ჟიშ­ვი­ლის როლს თა­მა­შობს. ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა ავ­ღა­ნელ­მა შუ­კი­რამ უკვე სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და. ბავ­შვო­ბა­ში მას ბი­ჭის ტან­საც­მელს აც­მევ­დნენ და აი­ძუ­ლებ­დნენ, თა­ვი­სი ძმის­თვის უფ­რო­სი ძმის როლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. დე­დას ეში­ნო­და, რომ მის ვაჟს რამე და­ე­მარ­თე­ბო­და, ამი­ტომ შუ­კი­რა პირ­ვე­ლი სინ­ჯავ­და მის­თვის გან­კუთ­ვნილ საჭ­მელ­სა და სას­მელს... მშობ­ლე­ბი არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ეს როლი - მის­თვის პა­ტი­ვი იყო.

სხვა შემ­თხვე­ვებ­ში ბაჩა-პოში ეხ­მა­რე­ბა თა­ვის ოჯახს სო­ცი­ა­ლურ სტიგ­მა­სა და ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბის თა­ვის არი­დე­ბას, რად­გან ოჯა­ხი, სა­დაც ვაჟი არ იზ­რდე­ბა, არას­რულ­ყო­ფი­ლად მი­ი­ჩენ­ვა, ხოლო ქალი, რო­მელ­მაც მემ­კვიდ­რე ვერ გა­ა­ჩი­ნა - შე­უმ­დგა­რია.

ასე, მა­გა­ლი­თად, ავ­ღა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რის, აზი­ტა რა­ფა­ა­ტის ოჯა­ხი და კა­რი­ე­რა სწო­რედ იმ ფაქტს შე­ე­წი­რა, რომ მან ოთხი გოგო გა­ა­ჩი­ნა. New York Times-თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მან გა­ნა­ცხა­და, რომ იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავ­და, ამომ­რჩევ­ლე­ბი მას­ში პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­დავ­დნენ. მა­შინ, აზი­ტამ შეს­თა­ვა­ზა ქმარს, რომ ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, მა­ნუ­ში, ბი­ჭის ტან­საც­მელ­ში გა­მო­ე­წყოთ და მის­თვის ახა­ლი სა­ხე­ლი - მერ­ჰა­ნი მი­ე­ცათ. ეს ფაქ­ტი მას პარ­ლა­მენ­ტში ად­გილს შე­უ­ნა­ხავ­და. ისი­ნი, ვინც ოჯახს ახ­ლოს არ იც­ნობ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ რა­ფა­ა­ტე­ბი ბიჭს ზრდიდ­ნენ, მაგ­რამ მე­ზობ­ლებ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა ბავ­შვის ნამ­დვი­ლი სქე­სი იცოდ­ნენ.

  • მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

"რო­დე­საც ერთი სქე­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­ო­რე კი არც ისე, ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ის, ვინც მო­ინ­დო­მებს მე­ო­რე მხა­რეს გა­დას­ვლას“, - ამ­ბობ­და National Geographic-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია Women for Afghan Women-ის დი­რექ­ტო­რი ნა­ჯია ნა­სი­მი. უფ­ლე­ბე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს აქვთ, ამი­ტომ გო­გო­ნე­ბი ბაჩა-პო­შის როლს მარ­ტი­ვად თან­ხმდე­ბი­ან, ამით ისი­ნი მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას იღე­ბენ.

გენ­დერუ­ლი დის­ბა­ლან­სი და ქა­ლე­ბის რთუ­ლი ყოფა, ავ­ღა­ნე­თის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი პრობლმაა ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ავ­ღა­ნე­ლე­ბის ჩაგ­ვრა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა "თა­ლი­ბან­მა“, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა პირ­ვე­ლად ხელ­ში 1990-იან წლებ­ში ჩა­იგ­დო. შა­რი­ა­თის სა­კუ­თა­რი ვერ­სი­ის აღ­სრუ­ლე­ბით, მებ­რძო­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს ქა­ლე­ბის ჰი­ჯა­ბის ტა­რე­ბა და აუკ­რძა­ლეს მათ სახ­ლი­დან გას­ვლა მა­მა­კა­ცე­ბის თან­ხლე­ბის გა­რე­შე. სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა ასე­ვე აიკ­რძა­ლა და წე­სე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვა ის­ჯე­ბო­და სრუ­ლი ზო­მით - დამ­ნა­შა­ვე ავ­ღა­ნე­ლებს სა­ჯა­როდ სჯიდ­ნენ, იყო ჩა­ქოლ­ვის შემ­თხვე­ვე­ბიც.

2001 წელს, თა­ლი­ბე­ბის რე­ჟი­მი ამე­რი­კუ­ლი და ბრი­ტა­ნუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ემ­ხო. 2004 წელს ავ­ღა­ნეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია კრძა­ლავ­და ყო­ველ­გვარ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას და ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბის გა­რანტს წარ­მო­ად­გენ­და. თუ 2003 წელს ავ­ღა­ნე­ლი გო­გო­ნე­ბის მხო­ლოდ 10% ირი­ცხე­ბო­და და­წყე­ბით სკო­ლა­ში, 2017 წლის­თვის მათი წილი 33%-მდე გა­ი­ზარ­და. 2020 წლის­თვის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა 21% ქალი იყო.

ამას­თა­ნა­ვე, 2011 წელს სწო­რედ ავ­ღა­ნე­თი მოხ­ვდა ქა­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ცუდი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში, პრო­ექტ TrustLaw-ის ვერ­სი­ით. უმე­ტეს­წი­ლად ამი­სი მი­ზე­ზი ის იყო, რომ გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის დამ­ყა­რე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა ცენ­ტრალრ რა­ი­ო­ნებ­ზე მო­დი­ო­და, ცალ­კე­ულ პრო­ვინ­ცი­ებ­ში კი სი­ტუ­ა­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იც­ვლე­ბო­და.

ერ­თის მხრივ, ავ­ღა­ნე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას თა­ლი­ბე­ბი ახ­დენ­დნენ, რომ­ლებ­მაც არ მი­ა­ტო­ვეს ქვე­ყა­ნა 2001 წელს. ისი­ნი პა­კის­ტა­ნის მიმ­დე­ბა­რე მთებ­სა და სო­ფელბ­ში გა­ი­ხიზ­ნენ, სა­დაც ახა­ლი ბრძო­ლე­ბის­თვის ვარ­ჯი­ში და მზა­დე­ბა და­ი­წყეს.

მე­ო­რე მხრივ, პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი იყო იმ რა­ი­ო­ნებ­შიც, სა­დაც თა­ლი­ბებს სრუ­ლი კონ­ტრო­ლი არ ჰქონ­დათ დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცია "გა­ე­რო ქა­ლე­ბის“ მი­ხედ­ვით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც 2019 წელს ავ­ღა­ნე­თის 14 პრო­ვინ­ცი­ა­ში ჩა­ტარ­და, ქა­ლებ­მა საკ­მა­ოდ ბევ­რის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს. ქა­ბუ­ლის გა­რეთ მა­მა­კა­ცე­ბი გა­ნაგ­რძობ­დნენ თა­ვი­სი ცო­ლე­ბი­სა და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის კონ­ტროლს. მათ კვლა­ვაც ეკ­რძა­ლე­ბო­დათ სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა, მო­მა­ვალ­სა და ცხოვ­რე­ბას კი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი წე­სე­ბი გან­სა­ზღვრავ­და. ერთ-ერთი ასე­თი იყო მა­გა­ლი­თად, ბა­ა­დი - პრაქ­ტი­კა, რო­მელ­საც თე­მე­ბი მი­მარ­თა­ვენ კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რო­დე­საც ერთი ოჯა­ხი­დან გო­გო­ნას მე­ო­რეს აძ­ლე­ვენ მო­სამ­სა­ხუ­რედ ან პა­ტარ­ძლად.

გენ­დერუ­ლი შზღუდ­ვე­ბის გამო, ბაჩა-პოში ავ­ღა­ნე­ლი გო­გო­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გახ­და. ბი­ჭის როლ­ში გა­მო­წყო­ბი­ლებს მათ მშვი­დად შე­უძ­ლი­ათ ია­რონ სკო­ლა­ში, გა­და­ად­გილ­დნენ ქუ­ჩა­ში და ერთი ობი­ექ­ტი­დან მე­ო­რემ­დე მი­ა­ცი­ლონ თა­ვი­სი ოჯა­ხის ქა­ლე­ბი.

2019 წელს, CNN-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გე­რა­ტის პრო­ვინ­ცი­ა­ში კა­რი­მე­ბის ოჯა­ხი ჩა­წე­რეს. 13 წლის მა­დი­ნა, ბაჩა-პოში გახ­და და მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი მან­გა­ლი მი­ი­ღო. მშობ­ლებ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ი­ღეს, რომ გო­გო­ნა მა­მას მინ­დორ­ში სა­მუ­შა­ო­ში მიხ­მა­რე­ბო­და და ოჯა­ხი გა­მო­ეკ­ვე­ბა. ისი­ნი ერ­თა­დაც კი, საკ­მა­ოდ ცო­ტას გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ. ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­დი­ნა ამ­ბობს, რომ მოს­წონს ბი­ჭის როლი და ის, რომ სხვა ბი­ჭებ­თან ერ­თად ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში შე­უძ­ლია, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში ის კვლავ გო­გო­ნად ისურ­ვებ­და ყოფ­ნას.

  • ქა­ლის როლ­თან დაბ­რუ­ნე­ბა

რო­გორც წესი, ბაჩა-პოში ქა­ლის როლს სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის შემ­დეგ უბ­რუნ­დე­ბა. ასე­თი გარ­და­სახ­ვა ყო­ველ­თვის უპ­რობ­ლე­მოდ არ ხდე­ბა - ზო­გი­ერთ მათ­განს უჭირს ქა­ლი­ვით მოქ­ცე­ვის მო­დელ­თან ადაპ­ტი­რე­ბა. New York Times-ის მა­სა­ლა­ში ავ­ღა­ნე­ლი შუქ­რია, რო­მე­ლიც 20 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­და, იხ­სე­ნებს, რომ დიდი ხანი დას­ჭირ­და, თავი ქა­ლად ეგ­რძნო, შე­სა­ბა­მი­სად, ესა­უბ­რა და ა.შ. ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ფა­რან­ჯის ტა­რე­ბაც უჭირს.

  • ბაჩა-პოში თა­ლი­ბებ­თან

ავ­ღა­ნე­თის ერთ-ერთი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თქმით, 2021 წლამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბაჩა-პო­შის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი ჰქონ­და. მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ეს იყო პრაქ­ტი­კა - ავ­ღა­ნუ­რი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი, რომ­ლის შეც­ვლაც არ შე­იძ­ლე­ბა.

2021 წლის აგ­ვის­ტო­ში, როცა ქვე­ყა­ნა­ზე კონ­ტრო­ლი კვლავ თა­ლი­ბებ­მა და­ამ­ყა­რეს, ბევ­რს აინ­ტე­რე­სებ­და ბაშა-პო­ჩის ბედი. ჯენი ნორდბერ­გის აზ­რით, "თა­ლი­ბა­ნი“ არ უჭერს მხარს ამ პრაქ­ტი­კას და ის გო­გო­ნებს უკეთ შე­ნიღბვას ურ­ჩევს, რათა კვლავ მი­ი­ღონ ბი­ჭის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი. მწე­რა­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ტრა­დი­ცია მა­ნამ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ვიდ­რე ქა­ლე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის თა­ნას­წო­რე­ბი არ გახ­დე­ბი­ან.

ავ­ღა­ნეთ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის შემ­დეგ, მებ­რძო­ლე­ბი ქა­ლებს პა­ტი­ვის­ცე­მას და­პირ­დნენ. თა­ლი­ბე­ბის თქმით, ქა­ლებს მი­ე­ცე­მო­დათ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დნენ გა­ნათ­ლე­ბა­ზე წვდო­მა. "ავ­ღა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას ეს­მო­და, რომ ეს სიც­რუე იყო და დღეს მთე­ლი მსოფ­ლიო ხე­დავს, რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში“, - ამ­ბობს სულ­თა­ნი აჰ­მედ შო­ი­ა­ბი.

თა­ლი­ბა­ნის დროს მე­წარ­მე ქა­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი სა­მუ­შა­ოს გა­რე­შე დარ­ჩნენ. შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ე­ხო ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას: მათ ეკ­რძა­ლე­ბათ ჰი­ჯა­ბის გა­რე­შე გას­ვლა და სპორ­ტით და­კა­ვე­ბა. თა­ლი­ბა­ნის კულ­ტუ­რუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, აჰ­მე­დუ­ლა ვა­სი­კის თქმით, ის­ლამ­ში ქა­ლებს სახ­ლი­დან გას­ვლა მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ. მათ და­ხუ­რეს სკო­ლე­ბი გო­გო­ნე­ბის­თვის, დაჰ­პირ­დნენ, რომ სკო­ლე­ბი გა­ნა­ახ­ლებ­დნენ მუ­შა­ო­ბას 2022 წლის მარ­ტში, მაგ­რამ ეს არ მოხ­და.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰუ­მა­ნი­უ­მის“ ცნო­ბით, ავ­ღა­ნეთ­ში თა­ლი­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბით, ბავ­შვთა უკა­ნო­ნო ქორ­წი­ნე­ბე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და. ჯერ კი­დევ 2021 წლის ივ­ლის­ში, რო­დე­საც მებ­რძო­ლებ­მა და­ი­პყრეს ტა­ხა­რი­სა და ბა­დახ­შა­ნის პრო­ვინ­ცი­ე­ბი, მათ შე­ად­გი­ნეს 15 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის გო­გო­ნე­ბი­სა და 45 წლამ­დე ქვრი­ვე­ბის სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის მებ­რძო­ლებ­ზე და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად "სჭირ­დე­ბო­დათ“. ავ­ღა­ნეთ­ში ბავ­შვთა ქორ­წი­ნე­ბის ზრდას ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ Amnesty International-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ჩვე­უ­ლე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად ეკო­ნო­მი­კურ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზისს ასა­ხე­ლე­ბენ. Amnesty International-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში 35 წლის ავ­ღა­ნელ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც იყე­ნებს ფსევ­დო­ნიმს ხორ­შიდს, თქვა, რომ სი­ღა­რი­ბემ აი­ძუ­ლა 13 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი 60 000 ავ­ღა­ნის სა­ნაც­ვლოდ გა­ე­თხო­ვე­ბი­ნა.

ამ მხრივ, ბაჩა-პოში რჩე­ბა გო­გო­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად შე­საძ­ლებ­ლო­ბად, რის გა­მოც ეს პრაქ­ტი­კა ავ­ღა­ნეთ­ში დღე­საც გრძელ­დე­ბა.

და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ბაჩა-პოშს არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის პრობ­ლე­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტა. მელ­ბურ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რე­ბის, ნი­ლაბ ჰა­მი­დი­სა და მე­გან ბო­რე­ნის აზ­რით, ავ­ღა­ნელ ქა­ლებს არ აქვთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იცხოვ­რონ მა­მა­კა­ცის კარ­ნა­ხის გა­რე­შე და ძვე­ლი ჩვე­უ­ლე­ბა არა­ნა­ი­რად არ მოქ­მე­დებს დად­გე­ნილ წეს­რიგ­ზე. ჯენი ნორდბერ­გი ეთან­ხმე­ბა ამ პო­ზი­ცი­ას:

"ეს არის ძა­ლი­ან დის­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სინ­დრო­მი. ქა­ლე­ბი რჩე­ბი­ან სახ­ლში, მათ აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ მუ­შა­ო­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ბაჩა-პოში არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წყვეტს“.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ზაზა
0

გამოუსწორებელი სიბნელე!!! ჯერ ბრიტანეთის იმპერია, მერე საბჭოთა კავშირის კომუნისტური -"ინტერნაციონალური" არმია, ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ე. წ. "დემოკრატია" და საბოლოოდ "რადიკალური ისლამის" - თალიბანის ტყვეობაში - საცოდავი, მარადიული მონები!!! 

ციცო
6

სასწრაფოდ მიავლინეთ ლომჯარია,კაპიტანი გიგაური და ბაიკო პატარაია ავღანეთში,იქ რო მორჩებიან მერე ირანში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ნებისმიერი - ოღონდ არა ქალი, ოღონდ არა ავღანელი“ - რა არის ბაჩა-პოში: ვაჟად "გადაკეთებული" გოგონები და ფულის სანაცვლოდ გათხოვილი ბავშვები

"ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ნებისმიერი - ოღონდ არა ქალი, ოღონდ არა ავღანელი“ - რა არის ბაჩა-პოში: ვაჟად "გადაკეთებული" გოგონები და ფულის სანაცვლოდ გათხოვილი ბავშვები

თუ ავღანურ ოჯახში არ არის ბიჭი, მისი როლი შესაძლოა ქალიშვილებიდან ერთ-ერთმა შეასრულოს. ამ ჩვეულებას ბაჩა-პოში ჰქვია და ის მშობლებს სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ეხმარება, გოგონებს კი ცოტაოდენ თავისუფლებას აძლევს.

"ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ნებისმიერი - ოღონდ არა ქალი, ოღონდ არა ავღანელი“, - ამ სიტყვებით მთავრდება ავღანელი პოეტის, როიას ლექსი, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა. ოთხი წლის შემდეგ, სწორედ ეს ნაწარმოები განათავსა თავისი წიგნის - "ქაბულის იატაქვეშეთის გოგონები“ პირველ გვერდზე ამერიკელმა მწერალმა ჯენი ნორდბეგმა. წიგნი ავღანელ ქალებს ეძღვნებათ, რომლებმაც, როგორც ნორდბერგი წერს, "გაარკვიეს, რომ შარვალში წარმატების მიღწევა უფრო მარტივია“.

ქალიშვილის დაბადება ავღანეთში ქალის ბრალია. როგორც თავის წიგნში ნორდნერგი წერს, ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ დედას შეუძლია აირჩიოს მომავალი შვილის სქესი, თუკი გამუდმებით მასზე იფიქრებს.

სულთან აჰმედ შოიაბი ამ ფაქტს განათლების დაბალი დონით ხსნის. არსებობს კიდევ ერთი ცრუწუმენა, რომლის თანახმად, ვაჟიშვილის დაბადების შანსი იზრდება თუ ოჯახში ბაჩა-პოში ჩნდება.

ზოგიერთი მშობლები მართლაც "აქცევენ“ გოგონებს ბიჭებად, რათა მემკვიდრეები "მოიზიდონ“, თუმცა ხანდახან ბაჩა-პოში მეორე ვაჟიშვილის როლს თამაშობს. ასეთი გამოცდილება ავღანელმა შუკირამ უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა. ბავშვობაში მას ბიჭის ტანსაცმელს აცმევდნენ და აიძულებდნენ, თავისი ძმისთვის უფროსი ძმის როლი შეესრულებინა. დედას ეშინოდა, რომ მის ვაჟს რამე დაემართებოდა, ამიტომ შუკირა პირველი სინჯავდა მისთვის განკუთვნილ საჭმელსა და სასმელს... მშობლები არწმუნებდნენ, რომ ეს როლი - მისთვის პატივი იყო.

სხვა შემთხვევებში ბაჩა-პოში ეხმარება თავის ოჯახს სოციალურ სტიგმასა და ზედმეტი კითხვების თავის არიდებას, რადგან ოჯახი, სადაც ვაჟი არ იზრდება, არასრულყოფილად მიიჩენვა, ხოლო ქალი, რომელმაც მემკვიდრე ვერ გააჩინა - შეუმდგარია.

ასე, მაგალითად, ავღანეთის პარლამენტის ყოფილი წევრის, აზიტა რაფაატის ოჯახი და კარიერა სწორედ იმ ფაქტს შეეწირა, რომ მან ოთხი გოგო გააჩინა. New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავდა, ამომრჩევლები მასში პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. მაშინ, აზიტამ შესთავაზა ქმარს, რომ ერთ-ერთი ქალიშვილი, მანუში, ბიჭის ტანსაცმელში გამოეწყოთ და მისთვის ახალი სახელი - მერჰანი მიეცათ. ეს ფაქტი მას პარლამენტში ადგილს შეუნახავდა. ისინი, ვინც ოჯახს ახლოს არ იცნობდა, დარწმუნებული იყო, რომ რაფაატები ბიჭს ზრდიდნენ, მაგრამ მეზობლებმა და ნათესავებმა ბავშვის ნამდვილი სქესი იცოდნენ.

  • მეტი თავისუფლება

"როდესაც ერთი სქესი მნიშვნელოვანია, მეორე კი არც ისე, ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც მოინდომებს მეორე მხარეს გადასვლას“, - ამბობდა National Geographic-თან ინტერვიუში ორგანიზაცია Women for Afghan Women-ის დირექტორი ნაჯია ნასიმი. უფლებები ავღანეთში მხოლოდ მამაკაცებს აქვთ, ამიტომ გოგონები ბაჩა-პოშის როლს მარტივად თანხმდებიან, ამით ისინი მეტ თავისუფლებას იღებენ.

გენდერული დისბალანსი და ქალების რთული ყოფა, ავღანეთის ერთ-ერთი ძირითადი პრობლმაა ათწლეულების განმავლობაში.

ავღანელების ჩაგვრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა "თალიბანმა“, რომელმაც ქვეყანაში ძალაუფლება პირველად ხელში 1990-იან წლებში ჩაიგდო. შარიათის საკუთარი ვერსიის აღსრულებით, მებრძოლებმა მოითხოვეს ქალების ჰიჯაბის ტარება და აუკრძალეს მათ სახლიდან გასვლა მამაკაცების თანხლების გარეშე. სწავლა და მუშაობა ასევე აიკრძალა და წესების ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა სრული ზომით - დამნაშავე ავღანელებს საჯაროდ სჯიდნენ, იყო ჩაქოლვის შემთხვევებიც.

2001 წელს, თალიბების რეჟიმი ამერიკული და ბრიტანული ოპერაციის შედეგად დაემხო. 2004 წელს ავღანეთში მიღებული კონსტიტუცია კრძალავდა ყოველგვარ დისკრიმინაციას და ავღანელი ქალებისა და მამაკაცების თანაბარი უფლებების გარანტს წარმოადგენდა. თუ 2003 წელს ავღანელი გოგონების მხოლოდ 10% ირიცხებოდა დაწყებით სკოლაში, 2017 წლისთვის მათი წილი 33%-მდე გაიზარდა. 2020 წლისთვის საჯარო მოხელეთა 21% ქალი იყო.

ამასთანავე, 2011 წელს სწორედ ავღანეთი მოხვდა ქალებისთვის ყველაზე ცუდი საცხოვრებელი ქვეყნების რეიტინგში, პროექტ TrustLaw-ის ვერსიით. უმეტესწილად ამისი მიზეზი ის იყო, რომ გენდერული თანასწორობის დამყარების ყველა მცდელობა ცენტრალრ რაიონებზე მოდიოდა, ცალკეულ პროვინციებში კი სიტუაცია, ფაქტობრივად, არ იცვლებოდა.

ერთის მხრივ, ავღანელების ცხოვრებაზე გავლენას თალიბები ახდენდნენ, რომლებმაც არ მიატოვეს ქვეყანა 2001 წელს. ისინი პაკისტანის მიმდებარე მთებსა და სოფელბში გაიხიზნენ, სადაც ახალი ბრძოლებისთვის ვარჯიში და მზადება დაიწყეს.

მეორე მხრივ, პატრიარქალური ტრადიციები საკმაოდ ძლიერი იყო იმ რაიონებშიც, სადაც თალიბებს სრული კონტროლი არ ჰქონდათ დამყარებული. ორგანიზაცია "გაერო ქალების“ მიხედვით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2019 წელს ავღანეთის 14 პროვინციაში ჩატარდა, ქალებმა საკმაოდ ბევრის უფლება მოიპოვეს. ქაბულის გარეთ მამაკაცები განაგრძობდნენ თავისი ცოლებისა და ქალიშვილების კონტროლს. მათ კვლავაც ეკრძალებოდათ სწავლა და მუშაობა, მომავალსა და ცხოვრებას კი პატრიარქალური წესები განსაზღვრავდა. ერთ-ერთი ასეთი იყო მაგალითად, ბაადი - პრაქტიკა, რომელსაც თემები მიმართავენ კონფლიქტების მოსაგვარებლად, როდესაც ერთი ოჯახიდან გოგონას მეორეს აძლევენ მოსამსახურედ ან პატარძლად.

გენდერული შზღუდვების გამო, ბაჩა-პოში ავღანელი გოგონებისთვის აუცილებლობა გახდა. ბიჭის როლში გამოწყობილებს მათ მშვიდად შეუძლიათ იარონ სკოლაში, გადაადგილდნენ ქუჩაში და ერთი ობიექტიდან მეორემდე მიაცილონ თავისი ოჯახის ქალები.

2019 წელს, CNN-ის ჟურნალისტებმა გერატის პროვინციაში კარიმების ოჯახი ჩაწერეს. 13 წლის მადინა, ბაჩა-პოში გახდა და მამაკაცის სახელი მანგალი მიიღო. მშობლებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ გოგონა მამას მინდორში სამუშაოში მიხმარებოდა და ოჯახი გამოეკვება. ისინი ერთადაც კი, საკმაოდ ცოტას გამოიმუშავებდნენ. ინტერვიუში მადინა ამბობს, რომ მოსწონს ბიჭის როლი და ის, რომ სხვა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში შეუძლია, თუმცა მომავალში ის კვლავ გოგონად ისურვებდა ყოფნას.

  • ქალის როლთან დაბრუნება

როგორც წესი, ბაჩა-პოში ქალის როლს სქესობრივი მომწიფების შემდეგ უბრუნდება. ასეთი გარდასახვა ყოველთვის უპრობლემოდ არ ხდება - ზოგიერთ მათგანს უჭირს ქალივით მოქცევის მოდელთან ადაპტირება. New York Times-ის მასალაში ავღანელი შუქრია, რომელიც 20 წლის ასაკში გათხოვდა, იხსენებს, რომ დიდი ხანი დასჭირდა, თავი ქალად ეგრძნო, შესაბამისად, ესაუბრა და ა.შ. ქალების უმეტესობას ფარანჯის ტარებაც უჭირს.

  • ბაჩა-პოში თალიბებთან

ავღანეთის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მთავარი რედაქტორის თქმით, 2021 წლამდე ხელისუფლებას ბაჩა-პოშის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო პრაქტიკა - ავღანური კულტურის ნაწილი, რომლის შეცვლაც არ შეიძლება.

2021 წლის აგვისტოში, როცა ქვეყანაზე კონტროლი კვლავ თალიბებმა დაამყარეს, ბევრს აინტერესებდა ბაშა-პოჩის ბედი. ჯენი ნორდბერგის აზრით, "თალიბანი“ არ უჭერს მხარს ამ პრაქტიკას და ის გოგონებს უკეთ შენიღბვას ურჩევს, რათა კვლავ მიიღონ ბიჭის პრივილეგიები. მწერალი მიიჩნევს, რომ ტრადიცია მანამ იქნება ქვეყანაში აქტუალური, ვიდრე ქალები მამაკაცების თანასწორები არ გახდებიან.

ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, მებრძოლები ქალებს პატივისცემას დაპირდნენ. თალიბების თქმით, ქალებს მიეცემოდათ მუშაობის უფლება და შეინარჩუნებდნენ განათლებაზე წვდომა. "ავღანეთის მოსახლეობას ესმოდა, რომ ეს სიცრუე იყო და დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება სინამდვილეში“, - ამბობს სულთანი აჰმედ შოიაბი.

თალიბანის დროს მეწარმე ქალები, მასწავლებლები, ჯანდაცვის მუშაკები და სახელმწიფო მოხელეები სამუშაოს გარეშე დარჩნენ. შეზღუდვები შეეხო ავღანელი ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას: მათ ეკრძალებათ ჰიჯაბის გარეშე გასვლა და სპორტით დაკავება. თალიბანის კულტურული კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, აჰმედულა ვასიკის თქმით, ისლამში ქალებს სახლიდან გასვლა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ. მათ დახურეს სკოლები გოგონებისთვის, დაჰპირდნენ, რომ სკოლები განაახლებდნენ მუშაობას 2022 წლის მარტში, მაგრამ ეს არ მოხდა.

დამოუკიდებეილი ორგანიზაცია "ჰუმანიუმის“ ცნობით, ავღანეთში თალიბების დაბრუნებით, ბავშვთა უკანონო ქორწინებების რიცხვი გაიზარდა. ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში, როდესაც მებრძოლებმა დაიპყრეს ტახარისა და ბადახშანის პროვინციები, მათ შეადგინეს 15 წელზე უფროსი ასაკის გოგონებისა და 45 წლამდე ქვრივების სიები, რომლებიც თავის მებრძოლებზე დასაქორწინებლად "სჭირდებოდათ“. ავღანეთში ბავშვთა ქორწინების ზრდას ასევე აღნიშნავენ Amnesty International-ის თანამშრომლები, რომლებიც ამ ჩვეულების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს ასახელებენ. Amnesty International-თან ინტერვიუში 35 წლის ავღანელმა ქალმა, რომელიც იყენებს ფსევდონიმს ხორშიდს, თქვა, რომ სიღარიბემ აიძულა 13 წლის ქალიშვილი 60 000 ავღანის სანაცვლოდ გაეთხოვებინა.

ამ მხრივ, ბაჩა-პოში რჩება გოგონების განათლების მიღებისა და ოჯახის დასახმარებლად შესაძლებლობად, რის გამოც ეს პრაქტიკა ავღანეთში დღესაც გრძელდება.

დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბაჩა-პოშს არ შეიძლება ეწოდოს გენდერული უთანასწორობის პრობლემის წარმატებული გადაწყვეტა. მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარების, ნილაბ ჰამიდისა და მეგან ბორენის აზრით, ავღანელ ქალებს არ აქვთ თავისუფლება და შესაძლებლობა იცხოვრონ მამაკაცის კარნახის გარეშე და ძველი ჩვეულება არანაირად არ მოქმედებს დადგენილ წესრიგზე. ჯენი ნორდბერგი ეთანხმება ამ პოზიციას:

"ეს არის ძალიან დისფუნქციური საზოგადოების სინდრომი. ქალები რჩებიან სახლში, მათ აკრძალული აქვთ მუშაობა. ამ თვალსაზრისით, ბაჩა-პოში არანაირ პრობლემას არ წყვეტს“.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი