მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე იმის მეშინია, იგივე არ მოხდეს, რაც ომამდე, ბოლო წლებში აფხაზეთში ხდებოდა, როდესაც მხოლოდ რუსული ისმოდა" - ვინ რას ფიქრობს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასშტაბურ შემოსვლაზე?
"მე იმის მეშინია, იგივე არ მოხდეს, რაც ომამდე, ბოლო წლებში აფხაზეთში ხდებოდა, როდესაც მხოლოდ რუსული ისმოდა" - ვინ რას ფიქრობს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასშტაბურ შემოსვლაზე?

"კონ­ტრო­ლი მთავ­რო­ბამ უნდა აწარ­მო­ოს. ჩვენ, ხალ­ხი, თუ ვინ­მე სტუ­მარს მი­ვი­ღებთ, სტუ­მა­რი ისე უნდა იქ­ცე­ო­დეს, რო­გორც სტუ­მარს შე­ე­ფე­რე­ბა... სულ რომ ზურ­გი შე­ვაქ­ცი­ოთ, ეგეც არ არის სწო­რი და ქარ­თვე­ლე­ბის წესი! ასე­თი ქვე­ყა­ნა მე­ო­რე არ არ­სე­ბობს, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა და ამას ვამ­ბობ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან ერ­თად მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ვი­ა­რე...", - ამ­ბობს ბევ­რი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი - ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე...

სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი რუსი ტუ­რის­ტის სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან...

ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- კარ­გი, კე­თი­ლი რუ­სიც არ­სე­ბობს და - ცუ­დიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი შე­მო­დის, ამას ხალ­ხი ვერ გა­ვარ­ჩევთ, მთავ­რო­ბა უნდა ზრუ­ნავ­დეს...

მე იმის მე­ში­ნია, იგი­ვე არ მოხ­დეს, რაც ომა­მა­დე, ბოლო წლებ­ში აფხა­ზეთ­ში ხდე­ბო­და, რო­დე­საც მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ის­მო­და... ამის მა­გა­ლითს ჩემი პრაქ­ტი­კი­დან მო­გიყ­ვანთ: აფხა­ზეთ­ში თე­ატ­რი გას­ტრო­ლით ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში გას­ვლა გვინ­დო­და, სპექ­ტაკ­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნა და უკვე ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი იყო, ბენ­ზი­ნი აღარ იშო­ვე­ბო­და... აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბა კარ­გად შეგ­ვხვდა, სუფ­რაც გა­ი­შა­ლა და იქ თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა მათ სთხო­ვა, იქ­ნებ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ, თე­ატ­რის მან­ქა­ნე­ბის­თვის საწ­ვა­ვი გა­მო­ე­ყოთ... საწ­ვავს დაგვპირ­დნენ და გვი­თხრეს, მე­ო­რე დღეს ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ ერთ პი­როვ­ნე­ბას­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვით. თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა მე და­მა­დო ხელი, ჯე­მა­ლი მო­ვაო... წა­ვე­დი იმ პი­როვ­ნე­ბას­თან, გა­ვე­ცა­ნი, მო­ვახ­სე­ნე, რა სა­კი­თხზეც ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი. მას თავი არც აუ­წე­ვია, მუშ­ტი მა­გი­დას და­არ­ტყა და რუ­სუ­ლად მი­თხრა, აქ მხო­ლოდ რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კი შე­იძ­ლე­ბაო!

აი, ასე­თის ცო­ცხა­ლი მოწ­მე ვარ და ასე­თი აფხა­ზი რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მა­გას ვი­ტყვი! ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, სად ცხოვ­რობს და რა რო­გორ არის! ასე დიდ გულ­ზე თუ იქ­ნე­ბი­ან ეს შე­მო­სუ­ლი რუ­სე­ბიც და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მათი სამ­შობ­ლოა, ამას ვერ ავი­ტანთ! თუ ჩვენს წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს და­ა­ფა­სე­ბენ და აქ სტუ­მა­რი­ვით მო­იქ­ცე­ვი­ან, მა­შინ - კი, ბა­ტო­ნო...

სი­ტუ­ა­ცია არ გახ­ლავთ "და­ვარ­ცხნი­ლი" და პი­რი­ქით, მგო­ნი, ისეა ახლა აქ ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი, რას გა­არ­კვევ, ვინ კე­თი­ლი ზრახ­ვით არის შე­მო­სუ­ლი და ვინ - ბო­რო­ტით... მთავ­რო­ბამ უნდა და­ი­ჭი­როს ბა­ლან­სი, თო­რემ მა­გა­თი ნდო­ბა ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია და მოხ­დე­ბა ის, რაც ზე­მოთ მო­გი­ყე­ვით...

რუ­სეთ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლია და გა­გი­ხარ­დე­ბათ, მათ ცუ­დად რომ მო­ვექ­ცე­თო? - ეს ლო­გი­კა არას­წო­რია! არც ისი­ნი უნდა მო­ექ­ცნენ ვინ­მეს ცუ­დად და არც ჩვენ, ვინც ქვეყ­ნის ადათ-წე­სებს პა­ტივს ვცემთ. აქ თუ უფ­რო­სო­ბა და თა­ვი­ან­თი წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბა დაგ­ვი­წყეს, ამას ვე­რა­სო­დეს შე­ვე­გუ­ე­ბით! ამის კონ­ტრო­ლი მთავ­რო­ბამ უნდა აწარ­მო­ოს. ჩვენ, ხალ­ხი, თუ ვინ­მე სტუ­მარს მი­ვი­ღებთ, სტუ­მა­რი ისე უნდა იქ­ცე­ო­დეს, რო­გორც სტუ­მარს შე­ე­ფე­რე­ბა... სულ რომ ზურ­გი შე­ვაქ­ცი­ოთ, ეგეც არ არის სწო­რი და ქარ­თვე­ლე­ბის წესი! ასე­თი ქვე­ყა­ნა მე­ო­რე არ არ­სე­ბობს, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა და ამას ვამ­ბობ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან ერ­თად, მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ვი­ა­რე.

თა­თუ­ლი დო­ლი­ძე, მსა­ხიობი:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ უნდა მო­ვე­პყროთ რუს ტუ­რის­ტებს და ყვე­ლამ კარ­გად გა­და­ხე­დოს ვაჟა ფშა­ვე­ლას "სტუ­მარ-მას­პინ­ძელს"! ამა­ზე მეტს მე ნუ­ღარ მა­ლა­პა­რა­კებთ, ძა­ლი­ან გთხოვთ... ვაჟა ფშა­ვე­ლას მხო­ლოდ "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი" კი არა, უამ­რავ ნა­წარ­მო­ებ­ში აქვს აღ­წე­რი­ლი, თუ რო­გორ უნდა მო­ე­პყრო სხვას... ასე რომ, ყვე­ლამ კარ­გად წა­ვი­კი­თხოთ ამ დიდი გე­ნი­ო­სის შე­მოქ­მე­დე­ბა!

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ახლა ბა­თუმ­ში ვარ და ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხია, ამ­დე­ნი ხალ­ხი აქ არა­სო­დეს მი­ნა­ხავს... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რი რუსი ტუ­რის­ტია და მგო­ნი, მათ კარ­გად უნდა იცოდ­ნენ, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
13

ვის აწყობს ანტირრრუსტურისტული ორკესტრირებული ფონი ? მხოლოდ ომიდს დამქაშებს, ანუ კრემლს და ნაცმოს !

დ.მ.ყ.ქ
8

ქალბატონ თათულის “სტუმარ-მასპინძელი” ნამდვილად “გადახედული” აქვს და არა წაკითხული.რომ წაეკითხა ასეთ სისულელეს ვერ იტყოდა.მოასვენეთ ვაჟა და წარამარა მის სახელს ნუ ახსენებთ,ნუ დემაგოგობთ!ვერ ატყობთ რა ხავერდოვნად დაგვიპყრეს?,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მე იმის მეშინია, იგივე არ მოხდეს, რაც ომამდე, ბოლო წლებში აფხაზეთში ხდებოდა, როდესაც მხოლოდ რუსული ისმოდა" - ვინ რას ფიქრობს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასშტაბურ შემოსვლაზე?

"მე იმის მეშინია, იგივე არ მოხდეს, რაც ომამდე, ბოლო წლებში აფხაზეთში ხდებოდა, როდესაც მხოლოდ რუსული ისმოდა" - ვინ რას ფიქრობს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასშტაბურ შემოსვლაზე?

"კონტროლი მთავრობამ უნდა აწარმოოს. ჩვენ, ხალხი, თუ ვინმე სტუმარს მივიღებთ, სტუმარი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც სტუმარს შეეფერება... სულ რომ ზურგი შევაქციოთ, ეგეც არ არის სწორი და ქართველების წესი! ასეთი ქვეყანა მეორე არ არსებობს, როგორიც საქართველოა და ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც რუსთაველის თეატრთან ერთად მთელი მსოფლიო მოვიარე...", - ამბობს ბევრისათვის საყვარელი მსახიობი - ჯემალ ღაღანიძე...

სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი ხელოვანები ჩვენთან საუბრისას საქართველოში შემოსული მრავალრიცხოვანი რუსი ტურისტის საკითხს ეხმაურებიან...

ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი:

- კარგი, კეთილი რუსიც არსებობს და - ცუდიც. საქართველოში რომელი შემოდის, ამას ხალხი ვერ გავარჩევთ, მთავრობა უნდა ზრუნავდეს...

მე იმის მეშინია, იგივე არ მოხდეს, რაც ომამადე, ბოლო წლებში აფხაზეთში ხდებოდა, როდესაც მხოლოდ რუსული ისმოდა... ამის მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან მოგიყვანთ: აფხაზეთში თეატრი გასტროლით ვიმყოფებოდით, სხვადასხვა რაიონში გასვლა გვინდოდა, სპექტაკლების წარმოდგენა და უკვე ძალიან გაჭირვების წლები იყო, ბენზინი აღარ იშოვებოდა... აფხაზეთის მთავრობა კარგად შეგვხვდა, სუფრაც გაიშალა და იქ თეატრის დირექტორმა მათ სთხოვა, იქნებ მოეხერხებინათ, თეატრის მანქანებისთვის საწვავი გამოეყოთ... საწვავს დაგვპირდნენ და გვითხრეს, მეორე დღეს ამ საკითხზე სასაუბროდ ერთ პიროვნებასთან მივსულიყავით. თეატრის დირექტორმა მე დამადო ხელი, ჯემალი მოვაო... წავედი იმ პიროვნებასთან, გავეცანი, მოვახსენე, რა საკითხზეც ვიყავი მისული. მას თავი არც აუწევია, მუშტი მაგიდას დაარტყა და რუსულად მითხრა, აქ მხოლოდ რუსულად ლაპარაკი შეიძლებაო!

აი, ასეთის ცოცხალი მოწმე ვარ და ასეთი აფხაზი რომ ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგას ვიტყვი! ყველამ უნდა იცოდეს, სად ცხოვრობს და რა როგორ არის! ასე დიდ გულზე თუ იქნებიან ეს შემოსული რუსებიც და მიიჩნევენ, რომ საქართველო მათი სამშობლოა, ამას ვერ ავიტანთ! თუ ჩვენს წეს-ჩვეულებებს დააფასებენ და აქ სტუმარივით მოიქცევიან, მაშინ - კი, ბატონო...

სიტუაცია არ გახლავთ "დავარცხნილი" და პირიქით, მგონი, ისეა ახლა აქ ყველაფერი არეული, რას გაარკვევ, ვინ კეთილი ზრახვით არის შემოსული და ვინ - ბოროტით... მთავრობამ უნდა დაიჭიროს ბალანსი, თორემ მაგათი ნდობა ყოვლად შეუძლებელია და მოხდება ის, რაც ზემოთ მოგიყევით...

რუსეთში ბევრი ქართველია და გაგიხარდებათ, მათ ცუდად რომ მოვექცეთო? - ეს ლოგიკა არასწორია! არც ისინი უნდა მოექცნენ ვინმეს ცუდად და არც ჩვენ, ვინც ქვეყნის ადათ-წესებს პატივს ვცემთ. აქ თუ უფროსობა და თავიანთი წესების შემოღება დაგვიწყეს, ამას ვერასოდეს შევეგუებით! ამის კონტროლი მთავრობამ უნდა აწარმოოს. ჩვენ, ხალხი, თუ ვინმე სტუმარს მივიღებთ, სტუმარი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც სტუმარს შეეფერება... სულ რომ ზურგი შევაქციოთ, ეგეც არ არის სწორი და ქართველების წესი! ასეთი ქვეყანა მეორე არ არსებობს, როგორიც საქართველოა და ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც რუსთაველის თეატრთან ერთად, მთელი მსოფლიო მოვიარე.

თათული დოლიძე, მსახიობი:

- საქართველოში როგორ უნდა მოვეპყროთ რუს ტურისტებს და ყველამ კარგად გადახედოს ვაჟა ფშაველას "სტუმარ-მასპინძელს"! ამაზე მეტს მე ნუღარ მალაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ... ვაჟა ფშაველას მხოლოდ "სტუმარ-მასპინძელი" კი არა, უამრავ ნაწარმოებში აქვს აღწერილი, თუ როგორ უნდა მოეპყრო სხვას... ასე რომ, ყველამ კარგად წავიკითხოთ ამ დიდი გენიოსის შემოქმედება!

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

- ახლა ბათუმში ვარ და ძალიან ბევრი ხალხია, ამდენი ხალხი აქ არასოდეს მინახავს... განსაკუთრებულად ბევრი რუსი ტურისტია და მგონი, მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომელ ქვეყანაში არიან. გააგრძელეთ კითხვა