მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა შევამოწმოთ ავტომობილში შორ გზაზე წასვლამდე?
რა უნდა შევამოწმოთ ავტომობილში შორ გზაზე წასვლამდე?

გან­ტვირ­თვის­თვის ზა­ფხუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დად ით­ვლე­ბა, რად­გან ამ დროს დას­ვე­ნე­ბა, მთა­შიც და ზღვა­ზეც თა­ნაბ­რად სა­სი­ა­მოვ­ნოა. სა­ზა­ფხუ­ლო ვო­ი­ა­ჟის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნა­წი­ლი კომ­ფორ­ტუ­ლი და უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბაა, რის­თვი­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი წი­ნას­წარ უნდა მო­ვამ­ზა­დოთ. რას გვირ­ჩე­ვენ ექ­სპერ­ტე­ბი შორ გზა­ზე ჩვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლით მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე - ამ თე­მა­ზე "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სერ­ვი­სის რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ნე­ჯე­რი, მა­მია ჭუმ­ბუ­რი­ძე სა­უბ­რობს.

- რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბა შორ გზა­ზე წას­ვლამ­დე?

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის ფლო­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ მწარ­მო­ებ­ლის მიერ დად­გე­ნი­ლი სა­რეგ­ლა­მენ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით და დრო­უ­ლად მო­ვახ­დი­ნოთ შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სის ჩა­ტა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს შემ­დგომ რის­კებს და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ ხარ­ჯებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბას და შორ გზა­ზე წას­ვლას - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხში­რად არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ ავ­ტო­მო­ბილს გან­სხვა­ვე­ბულ რე­ლი­ეფ­ზე სხვა­დას­ხვა დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბა უწევს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ჭი­როა წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლის სრუ­ლად გა­მარ­თვა.

- დი­აგ­ნოს­ტი­კი­სას მან­ქა­ნის რო­მელ ნა­წი­ლებს უნდა მი­ექ­ცეს ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბა?

- ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბი­სას უმ­ჯო­ბე­სია მივ­მარ­თოთ ისეთ სერ­ვის ცენ­ტრს სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა. შე­მოწ­მე­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის და ძი­რი­თა­დი აგ­რე­გა­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვენს უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტულ გა­და­ად­გი­ლე­ბას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­და­მოწ­მდეს ძრა­ვის, გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის და გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მის სი­თხე­ე­ბის დონე - სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დეს მათი შეც­ვლა. სა­ბუ­რა­ვე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, შე­სა­ბა­მი­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­მოწ­მდეს მათი სე­ზონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა და მდგო­მა­რე­ო­ბა.

- გარ­და სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­სა, კი­დევ რა დე­ტა­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­მოწ­მდეს ძრა­ვის გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა. შორ გზა­ზე წა­სუ­ლებს ხში­რად გვი­წევს არას­წორ რე­ლი­ეფ­ზე სი­ა­რუ­ლი, ამი­ტომ ძრა­ვი გა­და­ხუ­რე­ბის­გან უნდა და­ვიც­ვათ. ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ზამ­თარ­შიც და ზა­ფხულ­შიც ან­ტიფ­რი­ზი ეს­ხას. ან­ტიფ­რი­ზის დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა წყლის­გან გან­სხვავ­დე­ბა და ის უფრო მა­ღა­ლია. ამი­ტომ ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ში და დიდ დატ­ვირ­თვა­ზე მან­ქა­ნას წყლის ადუ­ღე­ბის­გან და­ვი­ცავთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ძრა­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბაც კი გა­მო­ვიწ­ვი­ოთ.

ზო­გა­დად, გა­და­ცე­მა­თა კო­ლოფ­ში ზე­თის ხში­რი გა­მოც­ვლა არ არის სა­ჭი­რო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი მას ხში­რად არ ამოწ­მე­ბენ. თუმ­ცა, შორ გზა­ზე დიდი დატ­ვირ­თვის დროს ზეთი, რომ­ლის ხა­რის­ხი უკვე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ადუღ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­ცე­მა­თა კო­ლოფ­ში ზე­თის შე­მოწ­მე­ბა.

- რამ­დე­ნი ხნით ადრე უნდა და­ი­წყონ ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­ზა­დე­ბა და ზო­გა­დად რას ურ­ჩევ­დით ავ­ტომფლო­ბე­ლებს შორ გზა­ზე მგზავ­რო­ბის წინ?

- თუკი ავ­ტო­მო­ბილს რე­გუ­ლა­რუ­ლად ვუ­ტა­რებთ სა­რეგ­ლა­მენ­ტო სერ­ვისს, გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია რის­კი იმი­სა, რომ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა მოგ­ვი­წი­ოს. თუმ­ცა თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით უმ­ჯო­ბე­სია, მომ­ზა­დე­ბა და­ვი­წყოთ 2-3 კვი­რით ადრე, რად­გან სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გვქონ­დეს დრო კონ­კრე­ტუ­ლი ხარ­ვე­ზის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

სამ­წუ­ხა­როდ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც უკვე მგზავ­რო­ბის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩვენს სერ­ვის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლან. ზოგი გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, ზო­გიც პრობ­ლე­მით.

მსგავ­სი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ნე­ბის­მი­ერ სერ­ვის ცენ­ტრში და­გეხ­მა­რე­ბი­ან და აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი­თაც ისარ­გებ­ლებთ.

--

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან საქ­მი­ა­ნობს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 29 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რო­მე­ლიც 400 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

დ.დ.
0

თეგეტა მოტორსში მსგავსი შემოწმების სურვილის გამოთქმის შემდეგ 2200 ლარის ჩამონათვალი წარმომიდგინეს !? იგივე სერვისი, თან ჩემს თვალწინ ჩატარებული, ჩვეულებრივ "პროფილაქტიკაში" 180 ₾არი დამიჯდა ! ! ! ეს კარგა ხნის წინ იყო. დღეს მადა კიდევ უფრო გაზრდილი ექნებათ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა უნდა შევამოწმოთ ავტომობილში შორ გზაზე წასვლამდე?

რა უნდა შევამოწმოთ ავტომობილში შორ გზაზე წასვლამდე?

განტვირთვისთვის ზაფხული საუკეთესო პერიოდად ითვლება, რადგან ამ დროს დასვენება, მთაშიც და ზღვაზეც თანაბრად სასიამოვნოა. საზაფხულო ვოიაჟის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა, რისთვისაც ავტომობილი წინასწარ უნდა მოვამზადოთ. რას გვირჩევენ ექსპერტები შორ გზაზე ჩვენი ავტომობილით მოგზაურობამდე - ამ თემაზე "თეგეტა მოტორსის“ სერვისის რეგიონული მენეჯერი, მამია ჭუმბურიძე საუბრობს.

- რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება შორ გზაზე წასვლამდე?

- პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ავტომობილის ფლობისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ მწარმოებლის მიერ დადგენილი სარეგლამენტო მომსახურებებით და დროულად მოვახდინოთ შესაბამისი სერვისის ჩატარება. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ამცირებს შემდგომ რისკებს და გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

რაც შეეხება მოგზაურობას და შორ გზაზე წასვლას - ასეთ შემთხვევაში ხშირად არ ითვალისწინებენ, რომ ავტომობილს განსხვავებულ რელიეფზე სხვადასხვა დატვირთვით მუშაობა უწევს. სწორედ ამიტომ, საჭიროა წინასწარი მომზადება და ავტომობილის სრულად გამართვა.

- დიაგნოსტიკისას მანქანის რომელ ნაწილებს უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება?

- ავტომობილის შემოწმებისას უმჯობესია მივმართოთ ისეთ სერვის ცენტრს სადაც შესაძლებელი იქნება სრული მომსახურების მიღება. შემოწმებისას ყურადღება უნდა მიექცეს ავტომობილის სავალი ნაწილის და ძირითადი აგრეგატების გამართულად მუშაობას. აღნიშნული კომპონენტები უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

მნიშვნელოვანია გადამოწმდეს ძრავის, გადაცემათა კოლოფის და გაგრილების სისტემის სითხეების დონე - საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი შეცვლა. საბურავები უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისად აუცილებელია გადამოწმდეს მათი სეზონთან შესაბამისობა და მდგომარეობა.

- გარდა სავალი ნაწილისა, კიდევ რა დეტალების შემოწმებაა მნიშვნელოვანი?

აუცილებლად უნდა შემოწმდეს ძრავის გაგრილების სისტემა. შორ გზაზე წასულებს ხშირად გვიწევს არასწორ რელიეფზე სიარული, ამიტომ ძრავი გადახურებისგან უნდა დავიცვათ. ამისთვის საჭიროა, რომ გაგრილების სისტემაში ზამთარშიც და ზაფხულშიც ანტიფრიზი ესხას. ანტიფრიზის დუღილის ტემპერატურა წყლისგან განსხვავდება და ის უფრო მაღალია. ამიტომ ზაფხულის სიცხეში და დიდ დატვირთვაზე მანქანას წყლის ადუღებისგან დავიცავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ძრავის სერიოზული დაზიანებაც კი გამოვიწვიოთ.

ზოგადად, გადაცემათა კოლოფში ზეთის ხშირი გამოცვლა არ არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ავტომფლობელები მას ხშირად არ ამოწმებენ. თუმცა, შორ გზაზე დიდი დატვირთვის დროს ზეთი, რომლის ხარისხი უკვე გაფუჭებულია, შეიძლება ადუღდეს. სწორედ ამიტომ აუცილებელია გადაცემათა კოლოფში ზეთის შემოწმება.

- რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყონ ავტომობილის მომზადება და ზოგადად რას ურჩევდით ავტომფლობელებს შორ გზაზე მგზავრობის წინ?

- თუკი ავტომობილს რეგულარულად ვუტარებთ სარეგლამენტო სერვისს, გაცილებით დაბალია რისკი იმისა, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოს ჩატარება მოგვიწიოს. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით უმჯობესია, მომზადება დავიწყოთ 2-3 კვირით ადრე, რადგან საჭიროების შემთხვევაში, გვქონდეს დრო კონკრეტული ხარვეზის გამოსასწორებლად.

სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც უკვე მგზავრობისთვის გამზადებული მოქალაქეები ჩვენს სერვისში აღმოჩენილან. ზოგი გადამოწმების მიზნით, ზოგიც პრობლემით.

მსგავსი უსიამოვნებების თავიდან აცილებაში, მთელ საქართველოში, "თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში დაგეხმარებიან და აგვისტოს ბოლომდე განსაკუთრებული შეთავაზებებითაც ისარგებლებთ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.