საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 წლის ასაკში მეეზოვედ მუშაობა, ბოთლების ჩაბარება პურის ფულის სანაცვლოდ - ვარსკვლავები, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ, დღეს კი გასაჭირში მყოფებს ეხმარებიან
8 წლის ასაკში მეეზოვედ მუშაობა, ბოთლების ჩაბარება პურის ფულის სანაცვლოდ - ვარსკვლავები, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ, დღეს კი გასაჭირში მყოფებს ეხმარებიან

სი­ღა­რი­ბე­ში გაზ­რდა გავ­ლე­ნას ახ­დენს იმა­ზე, თუ რო­გორ აღ­ვიქ­ვამთ სამ­ყა­როს. გა­სა­ჭირ­ში ცხოვ­რე­ბა ხში­რად ადა­მი­ანს მო­ტი­ვა­ცი­ას სძენს და წარ­მა­ტე­ბის­კენ უბიძ­გებს.

იმ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლებ­საც წარ­სულ­ში არა­ფე­რი გა­აჩ­ნდათ და თა­ვი­სით მი­აღ­წი­ეს ყვე­ლა­ფერს, ძველ დროს არ ივი­წყებს, არ ივი­წყე­ბენ იმას, თუ სა­ი­დან მო­დი­ან და მზად არი­ან, რომ თა­ვი­ან­თი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ.

მათ ყვე­ლა­ზე უკეთ იცი­ან, რა რთუ­ლია სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რე­ბა. წარ­მო­გიდ­გენთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ნი­ჭი­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის წყა­ლო­ბით ვარ­სკვლა­ვე­ბი გახ­დნენ, გა­სა­ჭირ­ში ცხოვ­რე­ბას თავი და­აღ­წი­ეს, დღეს კი სხვებს ეხ­მა­რე­ბი­ან:

კა­მე­რონ დი­ა­ზი

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ამ­ბობს, რომ მას "გა­სა­ო­ცა­რი მშობ­ლე­ბი" ჰყავ­და და ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ:

"ჩვენ სუ­ლაც არ ვი­ყა­ვით პრი­ვი­ლი­გი­რე­ბუ­ლე­ბი - პი­რი­ქით. ჩემი ოჯა­ხი ლი­მო­ნა­თის ბოთ­ლებს აბა­რებ­და, რათა ფული გვე­შო­ვა."

კა­მე­რონ დი­ა­ზის თქმით, წარ­სუ­ლი დღემ­დე მოქ­მე­დებს მისი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე: "მოკ­რძა­ლე­ბულ გა­რე­მო­ში ვიზ­რდე­ბო­დი, ამი­ტომ სუ­ლაც არ ვა­პი­რებ, ფული უაზ­როდ ვფან­ტო",- ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი. თუმ­ცა როცა საქ­მე გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ეხე­ბა, კა­მე­რო­ნი და­სახ­მა­რებ­ლად მუ­დამ მზა­დაა. მას მრა­ვალ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და 2001 წელს სა­კუ­თა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დიც კი შექ­მნა.

ტომ კრუ­ზი

ტომი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შრო­მის­მოყ­ვა­რე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია ჰო­ლი­ვუდ­ში და მისი ქო­ნე­ბა მი­ლი­ო­ნებს შე­ად­გენს, თუმ­ცა ბავ­შვო­ბის ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი აქვს გავ­ლი­ლი.

კრუზ­მა მუ­შა­ო­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე და­ი­წყო: "სა­მუ­შაო ეთი­კა ყო­ველ­თვის მქონ­და. 8 წლის ასა­კი­დან ვმუ­შა­ობ­დი და ფულს გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ­დი - ბა­ლახს ვკრეჭ­დი, ეზო­ებს ფოთ­ლე­ბის­გან ვა­სუფ­თა­ვებ­დი, სა­აღ­დგო­მო და სა­შო­ბაო ბა­რა­თებს ვყიდ­დი და ა.შ", - ამ­ბობს ტომ კრუ­ზი.

წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ კრუ­ზი ქველ­მოქ­მე­დე­ბით და­კავ­და. ის ბავ­შვთა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის­თვის ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბის გარ­და, აფ­რი­კის ერთ-ერთ მი­ვი­წყე­ბუ­ლი სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­ზეც ზრუ­ნავს.

მილა კუ­ნი­სი

უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მსა­ხი­ო­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოჯახ­თან ერ­თად აშშ-ში ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. მილა ამ­ბობს, რომ ისი­ნი ხში­რად მი­ირ­თმევ­დნენ "კეტ­ჩუ­პის წვნი­ანს ვახ­შამ­ზე".

კუ­ნი­სის მე­უღ­ლე ეშ­ტონ კატ­ჩე­რიც ასე­ვე ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. "ორი­ვემ ჩვე­ნი ძა­ლე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას და კარ­გად ვი­ცით, თი­თო­ე­უ­ლი დო­ლა­რი რის ფა­სად იშო­ვე­ბა", - ამ­ბობს მილა კუ­ნი­სი.

ჰო­ლი­ვუდ­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ კუ­ნი­სი თა­ვის ფულ­სა და გავ­ლე­ნას ხში­რად იყე­ნებს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი

ჯე­ი­ლო ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვია, მაგ­რამ ის ჯერ კი­დევ თი­ნე­ი­ჯე­რი იყო, როცა სახ­ლი­დან წა­ვი­და, რათა ოც­ნე­ბა აეხ­დი­ნა და ეს­წავ­ლა ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­და - ცეკ­ვა, მუ­სი­კა, სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბა.

ბევ­რჯერ უთ­ქვამს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში "უსახ­ლკა­რო" იყო და და­სა­წყის­ში ცეკ­ვის სტუ­დი­ის დი­ვან­ზე ეძი­ნა ხოლ­მე. 53 წლის ჯე­ნი­ფერს არ და­ვი­წყე­ბია თა­ვი­სი წარ­სუ­ლი და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს გა­ჭირ­ვე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად. მან არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც შექ­მნა, სა­ხელ­წო­დე­ბით Lopez Family Foundation, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის და ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ჯიმ ქერი

ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან კო­მი­კოსს საკ­მა­ოდ მძი­მე ბავ­შვო­ბის გა­მოვ­ლა მო­უ­წია. მა­შინ ჯერ კი­დევ თი­ნე­ი­ჯე­რი ჯი­მის ოჯახ­მა სახ­ლი და­კარ­გა და ისი­ნი ფურ­გონ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი 15 წლის იყო რო­დე­საც სკო­ლის და­ტო­ვე­ბა და მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა მო­უ­წია, რათა ოჯახს დახ­მა­რე­ბო­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჯიმი თა­ვის საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას არ ასა­ჯა­რო­ვებს, მა­ინც გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ის რამ­დე­ნი­მე ფონდს აფი­ნან­სებს. 2005 წელს მსა­ხი­ობ­მა სა­კუ­თა­რი ფონ­დიც შექ­მნა, სა­ხელ­წო­დე­ბით "Better U Foundation".

დემი მური

"ჩვენ ღა­რი­ბე­ბი არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ბევ­რი ფუ­ლიც არ გვქო­ნია. როცა ამ პრო­ფე­სი­ას მივ­ყა­ვი ხელი, არა­ვი­თა­რი წი­ნა­პი­რო­ბა, ან კავ­ში­რი არ მქო­ნია მსა­ხი­ო­ბო­ბას­თან. არა­ფე­რი გა­მაჩ­ნდა, ამი­ტომ და­სა­კარ­გიც არა­ფე­რი მქო­ნია", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

დემი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას აქ­ტი­უ­რად ეწე­ვა და თა­ვი­სი არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბას­თან ბრძო­ლას.

ჯას­ტინ ბი­ბე­რი

მომ­ღე­რა­ლი მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ გა­ზარ­და და სა­ნამ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და, ბევრ რა­მე­ზე უწევ­და უა­რის თქმა: "მახ­სოვს, ბავ­შვე­ბი რო­გორ დამ­ცი­ნოდ­ნენ იმის გამო, რომ ღა­რი­ბი ვი­ყა­ვი. როცა დე­დას საჭ­მე­ლად მივ­ყავ­დი, ლი­მო­ნა­თის ნაც­ვლად წყლის შეკ­ვე­თას მა­ი­ძუ­ლებ­და ხოლ­მე", - იხ­სე­ნებს ჯას­ტი­ნი.

დღეს 28 წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი აფი­ნან­სებს სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, მათ შო­რის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
4

ბოთლები არა ბანკები .კამერონ დიასი პორნოფილმებში გადაღებებით გამდიდრდა. ასევე ბევრი მსახიობები იყვნენ ასე გამდიდრებულები, როგორც ქალი ისე კაციც 

ლუკა
10

ყველა როგორ ბოთლებს აბარებდა, სად არის ეს ბედნიერების მომტანი ჩასაბარებელი ბოთლები გვითხრან ჩვენც :) მილიარდერებმა ასანთის კოლოფიდან დავიწყეთო :) რა ზღაპრებით აშტერებენ ხალხს, წარმატებული ადამიანი მესმის, რომ შეგიძლია მიაღწიო რამეს მაგრამ მილიარდერი ვერ გახდები, თუ ვინმეს სისხლი არ დაღვარე, ესეა მოწყობილი ეს სამყარო, სადაც დიდი ფულია იქ გავლენებია სადაც გავლენებია იქ დიდი სისხლია დაღვრილი. რაც გაქვთ იმით იყავით კმაყოფილები, სხვა შემთხვევაში ასეთი უაზრო და ილუზიური ამბიციები ღუპავს ადამიანის სულიერ მხარეს. მასების მართვას ემსახურება და არა ადამიანის ბედნიერებას მსგავსი სისულელეები, იშრომეთ იმუშავეთ იმდენი რამდენიც გეყოფათ სანამ გაუმაძღრობამდე მიხვალთ, თორემ დაიღუპავთ თავს. რადგან თქვენც იმ გზას დაადგებით ფულის გამო ყველაფერზე რომ მიდიან და ბოლოს 4 ფიცარში ამოყოფენ თავს შუბლ ძარღვ გაწყვეტილნი. იცხოვრეთ მშვიდად დატკბით ოჯახით ... არ არსებობს დიდი ფულით მოპოვებული ბედნიერება... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

8 წლის ასაკში მეეზოვედ მუშაობა, ბოთლების ჩაბარება პურის ფულის სანაცვლოდ - ვარსკვლავები, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ, დღეს კი გასაჭირში მყოფებს ეხმარებიან

8 წლის ასაკში მეეზოვედ მუშაობა, ბოთლების ჩაბარება პურის ფულის სანაცვლოდ - ვარსკვლავები, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ, დღეს კი გასაჭირში მყოფებს ეხმარებიან

სიღარიბეში გაზრდა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს. გასაჭირში ცხოვრება ხშირად ადამიანს მოტივაციას სძენს და წარმატებისკენ უბიძგებს.

იმ წარმატებული ადამიანების უმეტესობა, რომლებსაც წარსულში არაფერი გააჩნდათ და თავისით მიაღწიეს ყველაფერს, ძველ დროს არ ივიწყებს, არ ივიწყებენ იმას, თუ საიდან მოდიან და მზად არიან, რომ თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობა სხვების დასახმარებლად გამოიყენონ.

მათ ყველაზე უკეთ იციან, რა რთულია სიღარიბეში ცხოვრება. წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით ვარსკვლავები გახდნენ, გასაჭირში ცხოვრებას თავი დააღწიეს, დღეს კი სხვებს ეხმარებიან:

კამერონ დიაზი

ჰოლივუდის ვარსკვლავი ამბობს, რომ მას "გასაოცარი მშობლები" ჰყავდა და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა იმის მიუხედავად, რომ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ:

"ჩვენ სულაც არ ვიყავით პრივილიგირებულები - პირიქით. ჩემი ოჯახი ლიმონათის ბოთლებს აბარებდა, რათა ფული გვეშოვა."

კამერონ დიაზის თქმით, წარსული დღემდე მოქმედებს მისი ცხოვრების წესზე: "მოკრძალებულ გარემოში ვიზრდებოდი, ამიტომ სულაც არ ვაპირებ, ფული უაზროდ ვფანტო",- ამბობს მსახიობი. თუმცა როცა საქმე გაჭირვებულებს ეხება, კამერონი დასახმარებლად მუდამ მზადაა. მას მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა და 2001 წელს საკუთარი საქველმოქმედო ფონდიც კი შექმნა.

ტომ კრუზი

ტომი ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე, წარმატებული მსახიობია ჰოლივუდში და მისი ქონება მილიონებს შეადგენს, თუმცა ბავშვობის ურთულესი პერიოდი აქვს გავლილი.

კრუზმა მუშაობა ადრეულ ასაკშივე დაიწყო: "სამუშაო ეთიკა ყოველთვის მქონდა. 8 წლის ასაკიდან ვმუშაობდი და ფულს გამოვიმუშავებდი - ბალახს ვკრეჭდი, ეზოებს ფოთლებისგან ვასუფთავებდი, სააღდგომო და საშობაო ბარათებს ვყიდდი და ა.შ", - ამბობს ტომ კრუზი.

წარმატების მიღწევის შემდეგ კრუზი ქველმოქმედებით დაკავდა. ის ბავშვთა საქველმოქმედო ფონდისთვის ფულის შეგროვების გარდა, აფრიკის ერთ-ერთ მივიწყებული სოფლის მაცხოვრებლებზეც ზრუნავს.

მილა კუნისი

უკრაინული წარმომავლობის მსახიობი ბავშვობაში ოჯახთან ერთად აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. მილა ამბობს, რომ ისინი ხშირად მიირთმევდნენ "კეტჩუპის წვნიანს ვახშამზე".

კუნისის მეუღლე ეშტონ კატჩერიც ასევე ღარიბ ოჯახში გაიზარდა. "ორივემ ჩვენი ძალებით მივაღწიეთ წარმატებას და კარგად ვიცით, თითოეული დოლარი რის ფასად იშოვება", - ამბობს მილა კუნისი.

ჰოლივუდში წარმატების მიღწევის შემდეგ კუნისი თავის ფულსა და გავლენას ხშირად იყენებს გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად.

ჯენიფერ ლოპესი

ჯეილო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია, მაგრამ ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როცა სახლიდან წავიდა, რათა ოცნება აეხდინა და ესწავლა ის, რაც ყველაზე მეტად უყვარდა - ცეკვა, მუსიკა, სამსახიობო ხელოვნება.

ბევრჯერ უთქვამს, რომ ამ პერიოდში "უსახლკარო" იყო და დასაწყისში ცეკვის სტუდიის დივანზე ეძინა ხოლმე. 53 წლის ჯენიფერს არ დავიწყებია თავისი წარსული და ყველაფერს აკეთებს გაჭირვებულთა დასახმარებლად. მან არაკომერციული ორგანიზაციაც შექმნა, სახელწოდებით Lopez Family Foundation, რომელიც ქალების და ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ჯიმ ქერი

ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომიკოსს საკმაოდ მძიმე ბავშვობის გამოვლა მოუწია. მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერი ჯიმის ოჯახმა სახლი დაკარგა და ისინი ფურგონში ცხოვრობდნენ.

მომავალი ვარსკვლავი 15 წლის იყო როდესაც სკოლის დატოვება და მუშაობის დაწყება მოუწია, რათა ოჯახს დახმარებოდა. იმის მიუხედავად, რომ ჯიმი თავის საქველმოქმედო საქმიანობას არ ასაჯაროვებს, მაინც გახდა ცნობილი, რომ ის რამდენიმე ფონდს აფინანსებს. 2005 წელს მსახიობმა საკუთარი ფონდიც შექმნა, სახელწოდებით "Better U Foundation".

დემი მური

"ჩვენ ღარიბები არ ვიყავით, მაგრამ ბევრი ფულიც არ გვქონია. როცა ამ პროფესიას მივყავი ხელი, არავითარი წინაპირობა, ან კავშირი არ მქონია მსახიობობასთან. არაფერი გამაჩნდა, ამიტომ დასაკარგიც არაფერი მქონია", - ამბობს მსახიობი.

დემი საქველმოქმედო საქმიანობას აქტიურად ეწევა და თავისი არაკომერციული ორგანიზაციის საშუალებით ცდილობს ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლას.

ჯასტინ ბიბერი

მომღერალი მარტოხელა დედამ გაზარდა და სანამ წარმატებას მიაღწევდა, ბევრ რამეზე უწევდა უარის თქმა: "მახსოვს, ბავშვები როგორ დამცინოდნენ იმის გამო, რომ ღარიბი ვიყავი. როცა დედას საჭმელად მივყავდი, ლიმონათის ნაცვლად წყლის შეკვეთას მაიძულებდა ხოლმე", - იხსენებს ჯასტინი.

დღეს 28 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი აფინანსებს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიზნებს ემსახურებიან, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა