ავტორი:

"მაიმუნის ყვავილის“ ადამიანიდან ძაღლზე გადაცემის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

"მაიმუნის ყვავილის“ ადამიანიდან ძაღლზე გადაცემის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

"მაიმუნის ყვავილის“ ადამიანიდან ძაღლზე გადაცემის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ძაღლს ვირუსი მისი პატრონისგან გადაედო.

ჯანმოს ლიდერები ამბობენ, რომ ინფიცირებისას შინაური ცხოველების იზოლაცია მნიშვნელოვანია. ჯანმო ასევე აფრთხილებს ცხოველების პატრონებს, რომ მათი ფეკალიები სიფრთხილით გადაყარონ, რათა შემცირდეს სხვა ცხოველების დაინფიცირების რისკი.

ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ძაღლებს შეუძლიათ ვირუსის გადატანა სხვა ძაღლებზე, ან ადამიანზე.

ცნობისთვის, "მაიმუნის ყვავილი" ვრცელდება კანთან მჭიდრო კონტაქტით და ასევე, როდესაც ვინმე ეხება ქსოვილებს, როგორიცაა ინფიცირებული ადამიანის ტანსაცმელი, საწოლი, პირსახოცი.

ამ დროისთვის "მაიმუნის ყვავილის“ დაახლოებით 35 000 შემთხვევაა დადასტურებული გლობალური მასშტაბით. უმეტესობა ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. დაფიქსირდა გარდაცვალების 12 შემთხვევა.