უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყველა სცენარისთვის უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.
"ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ რუსული ჯარები ტანკებით ატომურ რეაქტორებს ესროდნენ. ეს წარმოუდგენელია, ”- აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მანამ, სანამ ქარხანას რუსეთი აკონტროლებს, დიდი რისკები არსებობს.
"ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ სატელეფონო საუბრის დროს მაცნობა, რომ ის მზადაა, უკრაინის მიწვევის საპასუხოდ, უხელმძღვანელოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციას ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, - წერს კულება "ტვიტერზე".
მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს მისიის განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ხაზი გავუსვი მისიის გადაუდებლობას, რათა მოხდეს იმ ბირთვული საფრთხეების განხილვა, რომლებიც გამოწვეულია რუსეთის საომარი მოქმედებებით" - აცხადებს კულება.
ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ უკრაინელი პერსონალი მართავს, მიმდინარე ომის დროს რამდენჯერმე ინტენსიურად დაიბომბა.