მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაშა ნაკაიძის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა..." - რას ამბობს პროკურორი დაკავებული ტელეწამყვანის საქმეზე?
"ლაშა ნაკაიძის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა..." - რას ამბობს პროკურორი დაკავებული ტელეწამყვანის საქმეზე?

პრო­კუ­რორ ნა­თია ნო­ზა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბა­სა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი „მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნი, ლაშა ნა­კა­ი­ძე და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რემ გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნა და­ა­ყე­ნა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"სა­სა­მარ­თლომ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზი­ა­რა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ არ­სე­ბობ­და ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან პირ­ველ რიგ­ში, მოწ­მე­ებ­ზე, მათ შო­რის, და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე და ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­დან, ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე," - გა­ნა­ხა­და ნა­თია ნო­ზა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­ზა­რა­ლე­ბულს და­ზი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

"და­ზა­რა­ლე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა და ყვე­ლა იმ და­ზი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც და­ზა­რა­ლე­ბულს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­ი­ცე­მა, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა აღ­წე­რი­ლი ყვე­ლა ის და­ზი­ა­ნე­ბა, რაც შე­საძ­ლოა და­ზა­რა­ლე­ბულს სხე­ულ­ზე ჰქონ­დეს, იქ­ნე­ბა ეს მო­ტე­ხი­ლო­ბა, სი­ლურ­ჯე თუ ა.შ.," - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

ნა­თია ნო­ზა­ძის თქმით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბაა.

"საქ­მე­ში არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის, მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი, ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ა.შ. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა, მათ შო­რის იქ­ნე­ბა ეს ფო­ტო­მა­სა­ლა თუ ა.შ," - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, "მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფილ წამ­ყვანს, ლაშა ნა­კა­ი­ძეს, რო­მელ­საც ბრა­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბა­სა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა­ში ედე­ბა, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა. შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 10 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 აგ­ვის­ტოს, ბრალ­დე­ბუ­ლი ლაშა ნა­კა­ი­ძე გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნის და ხმო­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტის დე­მონ­სტრი­რე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა ა.პ.-ს, ასე­ვე სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში დარ­ტყმით და მჩხვლე­ტა­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და მას­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბულ­მა ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 16 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა), 126 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა) და 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანჟე.
12

სხდომა რატომაა დახურული? რომელია მცირეწლოვანი?

4321
22

ამ საქმეზე არაფერს ვამბობ, არ მაინტერესებს. ეჰ ვინც არ იცის კონკრეტულად ეს პროკურორი ნოზაძე რისი მკრადრებელია. დიდი სირცხვილია ესეთი პროკურორები რომ გვყავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ლაშა ნაკაიძის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა..." - რას ამბობს პროკურორი დაკავებული ტელეწამყვანის საქმეზე?

"ლაშა ნაკაიძის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა..." - რას ამბობს პროკურორი დაკავებული ტელეწამყვანის საქმეზე?

პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდების მოთხოვნა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე," - განახადა ნათია ნოზაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულს დაზიანებებთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

"დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ.," - აღნიშნა პროკურორმა.

ნათია ნოზაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა.

"საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ," - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ ასევე: