ბრიტანელ-ამერიკელ მწერალ სალმან რუშდიზე თავდამსხმელი, 24 წლის ჰადი მატარი აცხადებს, რომ გაოგნებული იყო, როდესაც გაიგო, რომ მისი სამიზნე სიკვდილს გადაურჩა. ამის შესახებ თავდამსხმელმა ციხიდან New York Post-ისთვის მიცემულ ვიდეო ინტერვიუში აღნიშნა.
"როდესაც გავიგე, რომ ის გადარჩა, გამიკვირდა" , - დასძინა მატარიმ.
მანვე მედიასაშუალებას განუცხადა, რომ მას ძალიან არ მოსწონს რუშდი.
”ის არის, ვინც თავს დაესხა ისლამს, ის თავს დაესხა მათ რწმენას, რწმენის სისტემებს”, - განაცხადა მატარიმ.
ამასთან, მატარიმ დასძინა, რომ ის პატივს სცემს ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა რუჰოლა ხომეინის.
"მე ვფიქრობ, რომ ის [აიათოლა] დიდებული ადამიანია", - აღნიშნა 24 წლის თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე ჰადი მატარიმ ცნობილ ბრიტანელ-ამერიკელ მწერალს სალმან რუშდის დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. რუშდი ავტორია წიგნის "სატანური ლექსები", რომელმაც მუსლიმურ სამყაროში ვნებათაღელვა გამოიწვია. 1989 წელს, ირანის მაშინდელმა უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინმა აღნიშნული „მკრეხელური“ წიგნის გამო, ფეტვა გამოსცა, რითაც მუსლიმებს მისი მოკვლისკენ მოუწოდა.
ნახეთ ასევე:
ციციკორე რა აცდენილი ხარ.
ჩვენთან ეს ნებადართულია, დეისაძის ,საიდუმლო ( სათაურის განმეორება შეურაცხმყოფელია) .." და ბურჭულაძის,, ვირის..(აქაც ვერ დავამთავრებ სათაურს, რადგან თვითონ სათაურებია მკრეხელური ) ეს სია შეიძლება გაგრძელდეს ლაშა ბუღაძით და ძმანით მისით.