ავტორი:

"გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვერ ვინძრეოდით... მთელი "მთავარი არხი" ახლა ჯოჯოხეთს გადის" - რას წერს ბექა ყორშია კოლეგაზე, რომელიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

"გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვერ ვინძრეოდით... მთელი "მთავარი არხი" ახლა ჯოჯოხეთს გადის" - რას წერს ბექა ყორშია კოლეგაზე, რომელიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

სამართალდაცველებმა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით "მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით არხმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას. მათივე ცნობით, წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე არხი ნაკაიძესთან თანამშრომლობას აჩერებს, თუმცა ბრალის არდამტკიცების შემთხვევაში, საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.

  • მომხდარს ეხმიანება "მთავარი არხის" ერთ-ერთი ჟურნალისტი ბექა ყორშია და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვისხედით და ვერ ვინძრეოდით. ეს ის შემთხვევაა, როცა არ არსებობს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი. არ აქვს მნიშვნელობა კოლეგაა, მეგობარია, ბავშვის ნათლია, თუ ოჯახის წევრი - სათქმელი ღიად, ცხადად და პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ - ყველა ქალზე მოძალადე (მათ შორის - ლაშა ნაკაიძე) კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს!

მთელი "მთავარი არხი" ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის" - წერს ყორშია.

ნახეთ ასევე: