მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტარ დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაცია და "ცხელი ფოტოები" ნიციდან - როგორ ისვენებს ყოფილი მორაგბე, შეყვარებულთან ერთად, ფრანგულ კურორტზე?
პარლამენტარ დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაცია და "ცხელი ფოტოები" ნიციდან - როგორ ისვენებს ყოფილი მორაგბე, შეყვარებულთან ერთად, ფრანგულ კურორტზე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი და­ვით კა­ჭა­რა­ვა პარ­ლა­მენ­ტში დიდი რაგ­ბი­დან მი­ვი­და. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი, კარ­გი თა­მა­შის გარ­და, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც გახ­და... უკვე წლე­ბია, რაც კა­ჭა­რა­ვა ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ვიდ­რე წყვი­ლის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბო­დეთ, და­ვით კა­ჭა­რა­ვას მიერ 2022 წელს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც სხვა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

პო­ლი­ტი­კოსს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბად შვი­ლი ნი­კო­ლოზ კა­ჭა­რა­ვა, მამა და­ვით კა­ჭა­რა­ვა და ძმა გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვა ჰყავს მი­თი­თე­ბუ­ლი.

კა­ჭა­რა­ვამ 2018 წელს თბი­ლის­ში ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე ბინა და სარ­და­ფი შე­ი­ძი­ნა. 230 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელ­ში პო­ლი­ტი­კოს­მა 137 900 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, 16 კვ.მ. სარ­დაფ­ში კი 1000 დო­ლა­რი.

კი­დევ ერთი ბინა, ამ­ჯე­რად ბა­თუმ­ში - 2015 წელს შე­ი­ძი­ნა. 56 კვ.მ. ფარ­თობ­ში 50 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

2021 წელს უკვე პო­ლი­ტი­კა­ში მო­სუ­ლი კა­ჭა­რა­ვა გუ­და­ურ­ში ბი­ნას ყი­დუ­ლობს და 34 კვ. მ. სა­ცხოვ­რებ­ლე­ში 44 ათას დო­ლარს იხ­დის...

პო­ლი­ტი­კო­სი ერთ მან­ქა­ნას Dodge Challenger ფლობს, რო­მე­ლიც 2017 წელს 14 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას და­ვით კა­ჭა­რა­ვა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 580 ლარი, იპო­თე­კურ ბა­რათ­ზე 1152,43 დო­ლა­რი, 360 ევრო...

და­ვით კა­ჭა­რა­ვა ორი შპს-ს მფლო­ბე­ლია, თუმ­ცა, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ჩანს, ბიზ­ნე­სი­დან შე­მო­სა­ვა­ლი არ ჰქო­ნია.

დე­პუ­ტატ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის სარ­გო გა­სულ კა­ლენ­და­რულ წელს 49 590,72 ლარი მი­ი­ღო.

და­ვით კა­ჭა­რა­ვა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის მო­თა­მა­შე გახ­ლდათ, სა­ი­და­ნაც 2021 წელს 6603,48 ლარი, 2 თა­მაშ­ში გა­მარ­ჯვე­ბის პრე­მია ჩა­ე­რი­ცხა. თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ თან­ხე­ბი 2020 წლის თა­მა­შე­ბის იყო და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ი­რი­ცხა.

და­ვით კა­ჭა­რა­ვამ შვი­ლის სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში 9 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი­სა და და­ვით კა­ჭა­რა­ვას წყვილს, წარ­სულ­ში ორი­ვე მათ­გა­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო, კა­ჭა­რა­ვას და ხა­ტი­აშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ბიჭი და გო­გო­ნა ჰყავთ.

2007 წელს და­ვით კა­ჭა­რა­ვამ ანკა დუნ­დუ­ა­ზე იქორ­წი­ნა. წყვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, მათ­თან ერ­თად იყო სა­ერ­თო შვი­ლი ნი­კო­ლო­ზიც... ანკა დუნ­დუა დღეს ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რი და პი­ლა­ტე­სის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რია.

2018 წელს კი მო­რაგ­ბე უკვე ახალ სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, მისი რჩე­უ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე და პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი გახ­და. თა­ვი­დან წყვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რის­გან თავს იკავ­დნენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქე­თიმ ambebi.ge-სთან სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

"მე და და­თომ ერ­თმა­ნე­თი გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ვი­ცა­ნით. თა­ვი­დან­ვე არ და­წყე­ბუ­ლა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი, მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბის დო­ნე­ზე ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ნელ-ნელა გაჩ­ნდა სიმ­პა­თია და მას შემ­დეგ ერ­თად ვართ. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან ჩვენს შვი­ლებ­საც და ეს მი­ხა­რია. დათო ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დით მიდ­გას, მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად არ არის, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ თა­მა­შობს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვგრძნობ მის გვერ­დით დგო­მას და ეს მსი­ა­მოვ­ნებს. რთუ­ლია, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს პრობ­ლე­მა არაა. როცა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბაა ორ ადა­მი­ანს შო­რის, სი­შო­რე პრობ­ლე­მა არაა...“ - ამ­ბობ­და მა­შინ ქეთი.

კა­ჭა­რა­ვას პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ­დე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლის "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დი­დან შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ფოტო გაქ­რა, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ მო­რაგ­ბე ცნო­ბილ ტან­მო­ვარ­ჯი­შეს და­შორ­და. ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ქეთი ამ­ჯე­რად უკვე დე­პუ­ტა­ტის ამ­პლუ­ა­ში მყო­ფი კა­ჭა­რა­ვას გვერ­დით გა­მოჩ­ნდა. წყვი­ლი შე­რიგ­და, მაგ­რამ ამ­ჯე­რად, რო­გორც ჩანს, ხა­ტი­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ღიად აღარ ესა­უბ­რა.

კა­ჭა­რა­ვა და ხა­ტი­აშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ არი­ან, თუმ­ცა ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ, უქ­მე­ებს კი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ატა­რე­ბენ... ამ­ჯე­რად ცხელ ზა­ფხულს ნი­ცას შე­ა­ფა­რეს თავი... ამის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს და ვი­დე­ოს "ინ­სტაგ­რამ­ში" ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაბუქოდონოსორი
3

მეც მინდა რაგბის თამაში :(

დარია
10

პროქტოლოგი ლადოია თუა პარლამენტში, რაგბისტმა რა დააშავა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პარლამენტარ დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაცია და "ცხელი ფოტოები" ნიციდან - როგორ ისვენებს ყოფილი მორაგბე, შეყვარებულთან ერთად, ფრანგულ კურორტზე?

პარლამენტარ დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაცია და "ცხელი ფოტოები" ნიციდან - როგორ ისვენებს ყოფილი მორაგბე, შეყვარებულთან ერთად, ფრანგულ კურორტზე?

"ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით კაჭარავა პარლამენტში დიდი რაგბიდან მივიდა. წარმატებული სპორტსმენი საზოგადოებაში ცნობილი, კარგი თამაშის გარდა, პირადი ცხოვრებითაც გახდა... უკვე წლებია, რაც კაჭარავა ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილზეა შეყვარებული.

ვიდრე წყვილის შესახებ მოგიყვებოდეთ, დავით კაჭარავას მიერ 2022 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, რომელიც სხვა ქართველი სპორტსმენებისგან განსხვავებით, საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება.

პოლიტიკოსს დეკლარაციაში ოჯახის წევრებად შვილი ნიკოლოზ კაჭარავა, მამა დავით კაჭარავა და ძმა გიორგი კაჭარავა ჰყავს მითითებული.

კაჭარავამ 2018 წელს თბილისში ზანდუკელის ქუჩაზე ბინა და სარდაფი შეიძინა. 230 კვ.მ. საცხოვრებელში პოლიტიკოსმა 137 900 დოლარი გადაიხადა, 16 კვ.მ. სარდაფში კი 1000 დოლარი.

კიდევ ერთი ბინა, ამჯერად ბათუმში - 2015 წელს შეიძინა. 56 კვ.მ. ფართობში 50 000 დოლარი გადაიხადა.

2021 წელს უკვე პოლიტიკაში მოსული კაჭარავა გუდაურში ბინას ყიდულობს და 34 კვ. მ. საცხოვრებლეში 44 ათას დოლარს იხდის...

პოლიტიკოსი ერთ მანქანას Dodge Challenger ფლობს, რომელიც 2017 წელს 14 000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსებისას დავით კაჭარავა "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 580 ლარი, იპოთეკურ ბარათზე 1152,43 დოლარი, 360 ევრო...

დავით კაჭარავა ორი შპს-ს მფლობელია, თუმცა, როგორც დეკლარაციიდან ჩანს, ბიზნესიდან შემოსავალი არ ჰქონია.

დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის წევრობის სარგო გასულ კალენდარულ წელს 49 590,72 ლარი მიიღო.

დავით კაჭარავა პარლამენტის წევრობამდე საქართველოს რაგბის კავშირის მოთამაშე გახლდათ, საიდანაც 2021 წელს 6603,48 ლარი, 2 თამაშში გამარჯვების პრემია ჩაერიცხა. თუმცა დეკლარაციაში მითითებულია, რომ თანხები 2020 წლის თამაშების იყო და მოგვიანებით ჩაირიცხა.

დავით კაჭარავამ შვილის სწავლის გადასახადში 9 ათასი ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას წყვილს, წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ.

2007 წელს დავით კაჭარავამ ანკა დუნდუაზე იქორწინა. წყვილი წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, მათთან ერთად იყო საერთო შვილი ნიკოლოზიც... ანკა დუნდუა დღეს ცნობილი ინფლუენსერი და პილატესის სერთიფიცირებული ინსტრუქტორია.

2018 წელს კი მორაგბე უკვე ახალ სიყვარულთან ერთად გამოჩნდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ, მისი რჩეული ტანმოვარჯიშე და პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული ქეთი ხატიაშვილი გახდა. თავიდან წყვილი ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავდნენ, თუმცა მოგვიანებით ქეთიმ ambebi.ge-სთან საკუთარ გრძნობებზე გულახდილად ისაუბრა.

"მე და დათომ ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდანვე არ დაწყებულა ჩვენი ურთიერთობა, დაახლოებით ერთი წელი, მხოლოდ გამარჯობის დონეზე ვიცნობდით ერთმანეთს. ნელ-ნელა გაჩნდა სიმპათია და მას შემდეგ ერთად ვართ. კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ჩვენს შვილებსაც და ეს მიხარია. დათო ყველაფერში გვერდით მიდგას, მართალია საქართველოში ხშირად არ არის, რადგან საზღვარგარეთ თამაშობს, თუმცა ყოველთვის ვგრძნობ მის გვერდით დგომას და ეს მსიამოვნებს. რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს პრობლემა არაა. როცა ურთიერთგაგებაა ორ ადამიანს შორის, სიშორე პრობლემა არაა...“ - ამბობდა მაშინ ქეთი.

კაჭარავას პოლიტიკაში წასვლამდე ქეთი ხატიაშვილის "ინსტაგრამის" გვერდიდან შეყვარებულთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო გაქრა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ მორაგბე ცნობილ ტანმოვარჯიშეს დაშორდა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, ქეთი ამჯერად უკვე დეპუტატის ამპლუაში მყოფი კაჭარავას გვერდით გამოჩნდა. წყვილი შერიგდა, მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, ხატიაშვილმა გადაწყვიტა, რომ მათ ურთიერთობაზე ღიად აღარ ესაუბრა.

კაჭარავა და ხატიაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან, თუმცა ბევრს მოგზაურობენ, უქმეებს კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატარებენ... ამჯერად ცხელ ზაფხულს ნიცას შეაფარეს თავი... ამის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოს "ინსტაგრამში" ქეთი ხატიაშვილი ავრცელებს.