ავტორი:

ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოიში მომხდარი აფეთქებაა აღბეჭდილი

ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოიში მომხდარი აფეთქებაა აღბეჭდილი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ბოლო დღეებია აფეთქებების ხმა ისმის. თავდაპირველად, 9 და 10 აგვისტოს, აფეთქებები იყო რესეთის ავიაბაზაზე, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, ცხრა სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა.

ასევე განადგურდა იქვე მდებარე შენობები, რომლებსაც სავარაუდოდ, იარაღის საწყობის ფუნქცია ჰქონდა.

ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა 16 აგვისტოსაც, კონკრეტულად კი ჯანკოიში.

"რადიო თავისუფლების" უკრაინული ბიუროს ჟურნალისტი "ტვიტერზე" ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც მისი ცნობით, თანამგზავრიდანაა გადაღებული და მათზე სწორედ ჯანკოიში მომხდარი აფეთქებებია აღბეჭდილი.

ფოტოები ამერიკული კომპანია Planet-ის მიერაა გადაღებული.

New satellite images by @planet. Explosions at the Russian army ammunition depot near #Dzhankoy in the occupied Crimea. 16/08/2022@cxemu pic.twitter.com/LABop49nYy
— Kyrylo Ovsianyi (@KOvsianyi) August 16, 2022

რუსეთში ყირიმში მომხდარ აფეთქებებს თავდაპირველად იარაღის საწყობში შემთხვევით გაჩენილ ხანძარს უკავშირებდნენ, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის უწყებამ მომხდარ ფაქტებს "დივერსია" უწოდა.