მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური უტიფრობაა, როცა ღარიბ მოსახლეობასთან ჩადიხართ მილანში ნაყიდი პალტოებით, პიჯაკებით" - რას წერს თამთა მიქელაძე რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძეზე და დეპუტატ წილოსანის პასუხად
"პოლიტიკური უტიფრობაა, როცა ღარიბ მოსახლეობასთან ჩადიხართ მილანში ნაყიდი პალტოებით, პიჯაკებით" - რას წერს თამთა მიქელაძე რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძეზე და დეპუტატ წილოსანის პასუხად

"გა­ვი­გუ­დეთ“ - ასე ჰქვია "ფე­ის­ბუქგ­ვერდს", რო­მელ­მაც რუს­თავ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პოს­ტი უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა თამ­თა მი­ქე­ლა­ძემ გა­ი­ზი­ა­რა და და­წე­რა:

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­ა­ლო­ბაა რუს­თავ­ში. ნინო ლა­ცა­ბი­ძე და­ბინ­ძუ­რე­ბის ზო­ნას ლა­მა­ზი კა­ბე­ბით და პი­ჯა­კე­ბით და ბედ­ნი­ე­რი ჰა­ბი­ტუ­სით რომ წარ­მო­ად­გენს, არ აქვს უხერ­ხუ­ლო­ბა?!"

რუს­თა­ვის მე­რის კრი­ტი­კას, დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მი­ქე­ლა­ძეს ტონი და­უ­წუ­ნა

ნინო წი­ლო­სა­ნი:

"შემ­თხვე­ვა, როცა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა არ იცის რო­გორ არ გა­და­ლა­ხოს ის ზღვა­რი, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა სტიგმე­ბის და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გან­მტკი­ცე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­წონ­დეს ნინო ლა­ცა­ბი­ძის პო­ლი­ტი­კა ან საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ მის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე და ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა, ყვე­ლა სტან­დარტს ქვე­მოთ არის..." - და­წე­რა წი­ლო­სან­მა.

დე­პუ­ტა­ტის სა­პა­სუ­ხოდ, თამ­თა მი­ქე­ლა­ძე წერს, რომ ნინო ლა­ცა­ბი­ძის ჰა­ბი­ტუ­სის კრი­ტი­კა მის მდიდ­რულ ჩაც­მუ­ლო­ბას მოჰ­ყვა:

თამ­თა მი­ქე­ლა­ძე:

"ქვე­და პოს­ტში ნინო ლა­ცა­ბი­ძის სო­ცი­ა­ლუ­რი ჰა­ბი­ტუ­სი გა­ვაკ­რი­ტი­კე. მისი მდიდ­რუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რი პიარ კამ­პა­ნია, მა­შინ როცა და­ბინ­ძუ­რე­ბულ ქა­ლაქ­სა და ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე მდგარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს.

ნინო წი­ლო­სანს სა­ა­თიც არ დას­ჭირ­და, ამ კრი­ტი­კა­ზე პოს­ტი და­ე­წე­რა, რომ თურ­მე მე ამ კრი­ტი­კით ქალ­თა მი­მართ სტიგმებს და სტე­რე­ო­რი­ტებს ვამ­ყა­რებ.

ამის შემ­დეგ ჩემ­თან დის­კუ­სი­ა­ში ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ ისიც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კლა­სობ­რივ უთა­ნას­წო­რო­ბას ვა­ღი­ა­რებ თურ­მე და ესეც ჩემს მი­ნუ­სად ჩათ­ვა­ლა...

უფრო ძლი­ე­რად გა­ვი­მე­ო­რებ ნინო წი­ლო­სა­ნის­თვის და კი­დევ არა­ერ­თის­თვის!

დიახ, პო­ლი­ტი­კუ­რი სიბრმა­ვეა, როცა ფე­მი­ნიზ­მი კლა­სობ­რივ უთა­ნას­წო­რო­ბას­თან ბრძო­ლის იდე­ის გა­რე­შე გაქვთ და­ნა­ხუ­ლი! და ეს სამ­წუ­ხა­როდ, არა მხო­ლოდ ნინო წი­ლო­სა­ნის, არა­მედ დო­მი­ნან­ტუ­რი ფე­მი­ნის­ტუ­რი დღის წეს­რი­გის უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დიახ, პო­ლი­ტი­კუ­რი სიბრმა­ვე და უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით და ეს პრი­ვი­ლე­გია დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გგო­ნი­ათ და მცი­რედ უხერ­ხუ­ლო­ბა­საც არ გიქ­მნით ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ასი­მეტ­რია პრი­ლე­გი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კო­სებს, დიახ, მათ შო­რის ქალ პო­ლი­ტი­კო­სებს.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბა მთა­ვა­რი ჩაგ­ვრის წყა­როა ამ ქვე­ყა­ნა­ში და ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო­ში ექ­ცე­ვა პირ­ველ რიგ­ში.

პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის კრი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ჰა­ბი­ტუ­სის კრი­ტი­კა პო­ლი­ტი­კის სფე­როა!

პო­ლი­ტი­კის სფე­როა თქვე­ნი ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხილ­ვა და კრი­ტი­კაც!

პო­ლი­ტი­კის სფე­როა თქვე­ნი ფე­მი­ნიზ­მის კრი­ტი­კაც!

პ.ს. სტიგ­მის და სტე­რე­ო­ტი­პის კონ­ცეფ­ცია ყო­ველ­თვის ჩაგ­ვრას, ასი­მეტ­რი­ას, იერ­არ­ქი­ას აჩ­ვე­ნებს. სიმ­დიდ­რის, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის, გულ­გრი­ლო­ბის კრი­ტი­კა­ზე მაგ სი­ტყვას არ ვი­ყე­ნებთ, არც მა­შინ როცა ამ პრი­ვი­ლე­გი­ებს ქა­ლე­ბი ატა­რე­ბენ".

მკითხველის კომენტარები / 107 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალაქელი
4

აბა ამ ორი გომბიოსგან სხვას რას უნდა ელოდო?! 

გოიმების დიღია

გიორგი
7

"შური არს მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა!" - მათ შორის სწორედ თამთაზე და მისნაირ შურიან მდაბიოებზე აქვს ნათქვამი დიდ ქართველს ეს სიტყვები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"პოლიტიკური უტიფრობაა, როცა ღარიბ მოსახლეობასთან ჩადიხართ მილანში ნაყიდი პალტოებით, პიჯაკებით" - რას წერს თამთა მიქელაძე რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძეზე და დეპუტატ წილოსანის პასუხად

"პოლიტიკური უტიფრობაა, როცა ღარიბ მოსახლეობასთან ჩადიხართ მილანში ნაყიდი პალტოებით, პიჯაკებით" - რას წერს თამთა მიქელაძე რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძეზე და დეპუტატ წილოსანის პასუხად

"გავიგუდეთ“ - ასე ჰქვია "ფეისბუქგვერდს", რომელმაც რუსთავში ჰაერის დაბინძურების შესახებ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი უფლებადამცველმა თამთა მიქელაძემ გაიზიარა და დაწერა:

"წარმოუდგენელი რეალობაა რუსთავში. ნინო ლაცაბიძე დაბინძურების ზონას ლამაზი კაბებით და პიჯაკებით და ბედნიერი ჰაბიტუსით რომ წარმოადგენს, არ აქვს უხერხულობა?!"

რუსთავის მერის კრიტიკას, დეპუტატი ნინო წილოსანი გამოეხმაურა და მიქელაძეს ტონი დაუწუნა

ნინო წილოსანი:

"შემთხვევა, როცა უფლებადამცველმა არ იცის როგორ არ გადალახოს ის ზღვარი, საიდანაც იწყება სტიგმების და სტერეოტიპების განმტკიცება.

შეიძლება არ მოგწონდეს ნინო ლაცაბიძის პოლიტიკა ან საქმიანობა, მაგრამ მის ვიზუალურ მხარეზე და ჩაცმულობაზე აქცენტის გაკეთება, ყველა სტანდარტს ქვემოთ არის..." - დაწერა წილოსანმა.

დეპუტატის საპასუხოდ, თამთა მიქელაძე წერს, რომ ნინო ლაცაბიძის ჰაბიტუსის კრიტიკა მის მდიდრულ ჩაცმულობას მოჰყვა:

თამთა მიქელაძე:

"ქვედა პოსტში ნინო ლაცაბიძის სოციალური ჰაბიტუსი გავაკრიტიკე. მისი მდიდრული ჩაცმულობა და ბედნიერი პიარ კამპანია, მაშინ როცა დაბინძურებულ ქალაქსა და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარ საზოგადოებას წარმოადგენს.

ნინო წილოსანს საათიც არ დასჭირდა, ამ კრიტიკაზე პოსტი დაეწერა, რომ თურმე მე ამ კრიტიკით ქალთა მიმართ სტიგმებს და სტერეორიტებს ვამყარებ.

ამის შემდეგ ჩემთან დისკუსიაში ქალბატონმა ნინომ ისიც აღმოაჩინა, რომ კლასობრივ უთანასწორობას ვაღიარებ თურმე და ესეც ჩემს მინუსად ჩათვალა...

უფრო ძლიერად გავიმეორებ ნინო წილოსანისთვის და კიდევ არაერთისთვის!

დიახ, პოლიტიკური სიბრმავეა, როცა ფემინიზმი კლასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლის იდეის გარეშე გაქვთ დანახული! და ეს სამწუხაროდ, არა მხოლოდ ნინო წილოსანის, არამედ დომინანტური ფემინისტური დღის წესრიგის უმძიმესი პრობლემაა საქართველოში.

დიახ, პოლიტიკური სიბრმავე და უტიფრობაა, როცა ღარიბ მოსახლეობასთან, ომით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩადიხართ მილანში ნაყიდი პალტოებით, პიჯაკებით და ეს პრივილეგია დამსახურებული გგონიათ და მცირედ უხერხულობასაც არ გიქმნით ეს სოციალური ასიმეტრია პრილეგირებულ პოლიტიკოსებს, დიახ, მათ შორის ქალ პოლიტიკოსებს.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უთანასწორობა მთავარი ჩაგვრის წყაროა ამ ქვეყანაში და ის პოლიტიკოსების პოლიტიკური პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა პირველ რიგში.

პრივილეგიების კრიტიკა და პოლიტიკოსების, მათ შორის, პოლიტიკოსი ქალების სოციალური ჰაბიტუსის კრიტიკა პოლიტიკის სფეროა!

პოლიტიკის სფეროა თქვენი ბიზნეს ინტერესების განხილვა და კრიტიკაც!

პოლიტიკის სფეროა თქვენი ფემინიზმის კრიტიკაც!

პ.ს. სტიგმის და სტერეოტიპის კონცეფცია ყოველთვის ჩაგვრას, ასიმეტრიას, იერარქიას აჩვენებს. სიმდიდრის, პრივილეგიების, გულგრილობის კრიტიკაზე მაგ სიტყვას არ ვიყენებთ, არც მაშინ როცა ამ პრივილეგიებს ქალები ატარებენ".